Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება" - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე
"ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება" - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე

რო­ი­ნიშ­ვი­ლე­ბი ერთ-ერ­თია იმ ცნო­ბილ ოჯა­ხებს შო­რის, რო­მელ­თა მი­მართ მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი არას­დროს კლე­ბუ­ლობს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი აინ­ტე­რე­სებთ, რა­საც იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ მა­რი­ამ­მა თა­ვად გა­მო­ი­ჩი­ნა გუ­ლახ­დი­ლო­ბა პრე­სას­თან და შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხთან...

რო­გორ უყუ­რებს მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თარ მო­მა­ვალს გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ის ამ სა­კი­თხზე "სარ­კეს" ესა­უბ­რა. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მო­ნაკ­ვეთს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

"სარ­კე": სწავ­ლა­ზე, კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ზე, შვი­ლის აღ­ზრდა­ზე ხართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გვერ­დზე გაქვთ გა­და­დე­ბუ­ლი?

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: ასე არ არის. ის ტი­პა­ჟი არ ვარ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გვერ­დით გა­დავ­დო. პი­რა­დი რომ აწყო­ბი­ლი მქონ­დეს, ამით ჩემს შვილს არა­ფე­რი მო­აკ­ლდე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არ მაქვს. ამას არც გან­ვიც­დი. ვიცი, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ისევ შე­მიყ­ვარ­დე­ბა. ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე რა­ღაც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გამ­რათ­ლე­ბუ­ლი არ არის. სიყ­ვა­რუ­ლი დიდი გრძნო­ბაა, ვე­ლო­დე­ბი, კარი ჩა­კე­ტი­ლი არ მაქვს. თუ მოვა, მოვა.

"სარ­კე": ფიქ­რობთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს, რამ­დენ­ჯე­რაც გუ­ლის კარს გა­უხ­სნით?

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: სიყ­ვა­რუ­ლი ერთხელ არ მო­დის. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ის ერთხელ მო­ვი­დეს, თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სი ხდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს, ვი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ის ერთი ჰყვა­რე­ბია. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი სიყ­ვა­რუ­ლი მე­ო­რედ მოვა, თუმ­ცა არ ვიცი, რო­დის.

"სარ­კე": მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბა­ზეც გი­ფიქ­რი­ათ?

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: ხან­და­ხან მე­გობ­რებ­თა­ნაც მით­ქვამს, მე­ო­რედ არას­დროს გავ­თხოვ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე მი­ფიქ­რია, თუ მოვა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა, მეყ­ვა­რე­ბა და ამ ნა­ბი­ჯის კი­დევ ერთხელ გა­დად­გმას გა­და­მა­წყვე­ტი­ნებს, რა თქმა უნდა, გა­დავ­დგამ.

"სარ­კე": და ალ­ბათ პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გა­მო­ი­ყე­ნებთ.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: გა­მოც­დი­ლე­ბამ ფრთხი­ლი გამ­ხა­და, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბა­საც ფრთხი­ლად მი­ვუყ­ვე­ბი, ფა­ქი­ზად აღ­ვიქ­ვამ ისეთ ნი­უ­ან­სებს, რა­საც ადრე არ ვუკ­ვირ­დე­ბო­დი.

"სარ­კე": რო­გო­რი უნდა იყოს მა­მა­კა­ცი, ვინც ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას გა­და­გა­წყვე­ტი­ნებთ?

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, კე­თილ­შო­ბი­ლი უნდა იყოს, რაც დღეს­დღე­ო­ბით ადა­მი­ა­ნებ­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მხვდე­ბა.

"სარ­კე": თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ამ პე­რი­ოდს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი მაქვს. 2014 წე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ დამ­თავ­რდა, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პრო­ექ­ტი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" იყო. ის პე­რი­ო­დი და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. ამ კონ­კურ­სმა ბევ­რი ისე­თი რამ შემ­ძი­ნა, რაც სცე­ნის­თვის მჭირ­დე­ბო­და. 2015 წე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო ჩემ­თვის. ახლა ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა დუ­ღი­ლის პრო­ცეს­შია და მინ­და, კი­დევ მე­ტად ათუხ­თუხ­დეს.

"ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება" - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე

"ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება" - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე

როინიშვილები ერთ-ერთია იმ ცნობილ ოჯახებს შორის, რომელთა მიმართ მკითხველის ინტერესი არასდროს კლებულობს. განსაკუთრებულად კი მარიამ როინიშვილი აინტერესებთ, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ მარიამმა თავად გამოიჩინა გულახდილობა პრესასთან და შესაბამისად, ხალხთან...

როგორ უყურებს მომღერალი საკუთარ მომავალს განქორწინების შემდეგ, ის ამ საკითხზე "სარკეს" ესაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მონაკვეთს ინტერვიუდან.

"სარკე": სწავლაზე, კარიერის აწყობაზე, შვილის აღზრდაზე ხართ ორიენტირებული. პირადი ცხოვრება გვერდზე გაქვთ გადადებული?

მარიამ როინიშვილი: ასე არ არის. ის ტიპაჟი არ ვარ, რომ პირადი ცხოვრება გვერდით გადავდო. პირადი რომ აწყობილი მქონდეს, ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება, თუმცა ამ ეტაპზე არ მაქვს. ამას არც განვიცდი. ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ისევ შემიყვარდება. ჩემთვის სიყვარულის გარეშე რაღაც ურთიერთობები გამრათლებული არ არის. სიყვარული დიდი გრძნობაა, ველოდები, კარი ჩაკეტილი არ მაქვს. თუ მოვა, მოვა.

"სარკე": ფიქრობთ, რომ სიყვარული იმდენჯერ შეიძლება მოვიდეს, რამდენჯერაც გულის კარს გაუხსნით?

მარიამ როინიშვილი: სიყვარული ერთხელ არ მოდის. შეუძლებელია, ის ერთხელ მოვიდეს, თუმცა გამონაკლისი ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც მთელი ცხოვრება ის ერთი ჰყვარებია. ჩემს შემთხვევაში კი სიყვარული მეორედ მოვა, თუმცა არ ვიცი, როდის.

"სარკე": მეორედ გათხოვებაზეც გიფიქრიათ?

მარიამ როინიშვილი: ხანდახან მეგობრებთანაც მითქვამს, მეორედ არასდროს გავთხოვდები-მეთქი, მაგრამ მერე მიფიქრია, თუ მოვა ადამიანი, რომელიც ღირსეული იქნება, მეყვარება და ამ ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადადგმას გადამაწყვეტინებს, რა თქმა უნდა, გადავდგამ.

"სარკე": და ალბათ პირველი ქორწინების გამოცდილებასაც გამოიყენებთ.

მარიამ როინიშვილი: გამოცდილებამ ფრთხილი გამხადა, ამიტომ ცხოვრებასაც ფრთხილად მივუყვები, ფაქიზად აღვიქვამ ისეთ ნიუანსებს, რასაც ადრე არ ვუკვირდებოდი.

"სარკე": როგორი უნდა იყოს მამაკაცი, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას გადაგაწყვეტინებთ?

მარიამ როინიშვილი: ალბათ, პირველ რიგში, კეთილშობილი უნდა იყოს, რაც დღესდღეობით ადამიანებში ძალიან იშვიათად მხვდება.

"სარკე": თქვენი ცხოვრების ამ პერიოდს როგორ შეაფასებდით?

მარიამ როინიშვილი: ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეტაპი მაქვს. 2014 წელიც ძალიან საინტერესოდ დამთავრდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" იყო. ის პერიოდი დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. ამ კონკურსმა ბევრი ისეთი რამ შემძინა, რაც სცენისთვის მჭირდებოდა. 2015 წელიც საინტერესოდ დაიწყო ჩემთვის. ახლა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება დუღილის პროცესშია და მინდა, კიდევ მეტად ათუხთუხდეს.