მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ნუსხა
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ნუსხა

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან. ისი­ნი პრო­ფე­სი­ას და იმ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს ირ­ჩე­ვენ, სა­დაც მო­მა­ვალ­ში სწავ­ლას გა­ნაგ­რძო­ბენ. 10 თე­ბერ­ვალს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო.

ამ პრო­ცეს­ში აპ­ლი­კან­ტებს ხში­რად შეც­დო­მე­ბიც მოს­დით. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, ყვე­ლა­ზე ხში­რად რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ აპ­ლი­კან­ტე­ბი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა შეც­დო­მე­ბის ნუს­ხა შე­ად­გი­ნა და Facebook-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რა ავი­წყდე­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად აბი­ტუ­რი­ენ­ტებს?

1. სტა­ტუ­სის მი­თი­თე­ბა. (ვსწავ­ლობ, ექ­სტერ­ნი, და­ვამ­თავ­რე);

2. საგ­ნის სა­სურ­ველ ენა­ზე ჩა­ბა­რე­ბის მო­ნიშ­ვნა;

3. სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქის მი­თი­თე­ბა;

4. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­თი­თე­ბა;

5. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტუ­რის არ­ჩე­ვა (თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა ითხოვს).

რა ავი­წყდე­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­გის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს?

1. სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქის მი­თი­თე­ბა;

2. შე­სა­ბა­მი­სი ტი­პის ტეს­ტის არ­ჩე­ვა;

3. სა­სურ­ველ ენა­ზე ჩა­ბა­რე­ბის მო­ნიშ­ვნა;

4. ბა­რა­თის აღე­ბის ად­გი­ლის მი­თი­თე­ბა.

შეც­დო­მებს ზოგ­ჯერ პე­და­გო­გე­ბიც უშ­ვე­ბენ.

პე­და­გო­გებს ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქის მი­თი­თე­ბა და ბა­რა­თის აღე­ბის ად­გი­ლის მი­თი­თე­ბა ავი­წყდე­ბათ.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 17 მარ­ტის 18:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა რე­გის­ტრა­ცია ინ­ტერ­ნე­ტით, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე უნდა გა­ი­ა­რონ (www.naec.ge; online.naec.ge); იქვე გან­თავ­სდე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია.

აბი­ტუ­რი­ენ­ტთათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ცნო­ბა­რი და­ი­ბეჭ­დე­ბა გა­ზეთ­ში "ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა". ცნო­ბა­რის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გან­თავ­სდე­ბა ვებგ­ვერ­დზე www.naec.ge.

სტუ­დენ­ტე­ბი გრან­ტის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი კონ­კურ­სი­სათ­ვის ერთ გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე (10 თე­ბერ­ვლი­დან 17 მარ­ტის ჩათ­ვლით) აბი­ტუ­რი­ენ­ტმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აირ­ჩი­ოს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, მი­უ­თი­თოს ქა­ლა­ქი და ის ენა, რო­მელ­ზეც სურს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა - ეს ინ­ფორ­მა­ცია ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ აღარ შე­იც­ვლე­ბა;

2015 წელ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეც­ვა­ლონ არ­ჩე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი (ფა­კულ­ტე­ტე­ბი), მათი რა­ო­დე­ნო­ბა და თან­მიმ­დევ­რო­ბა. პრო­ცე­სი სა­ა­პე­ლა­ციო გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად შე­წყდე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო წელ­საც და­ა­ფი­ნან­სებს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს (შე­სა­ბა­მის პროგ­რა­მებ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლე­ბი ის­წავ­ლი­ან უფა­სოდ). სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის (პროგ­რა­მე­ბის) ნუს­ხა გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა დამ­ტკი­ცე­ბის­თა­ნა­ვე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა (www.mes.gov.ge) და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის (www.naec.ge) ვებგ­ვერ­დებ­ზე.

2015 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბია: 2015 წლი­დან არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს და­ე­მა­ტა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა.

სი­ახ­ლეა გე­ოგ­რა­ფი­ის გა­მოც­და­შიც: ტეს­ტი­რე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი დრო 3 სა­ა­თის ნაც­ვლად იქ­ნე­ბა 2.30 სა­ა­თი. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქულა იქ­ნე­ბა 60 (ნაც­ვლად 70 ქუ­ლი­სა);

ის­ტო­რი­ის ტეს­ტი 70 ქუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა ნაც­ვლად 80-ისა. არ შე­იც­ვლე­ბა გა­მოც­დის ხან­გრძლი­ვო­ბა.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ნუსხა

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ნუსხა

აბიტურიენტები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. ისინი პროფესიას და იმ უმაღლეს სასწავლებელს ირჩევენ, სადაც მომავალში სწავლას განაგრძობენ. 10 თებერვალს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო.

ამ პროცესში აპლიკანტებს ხშირად შეცდომებიც მოსდით. Ambebi.ge დაინტერესდა, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ აპლიკანტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეცდომების ნუსხა შეადგინა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

რა ავიწყდებათ ყველაზე ხშირად აბიტურიენტებს?

1. სტატუსის მითითება. (ვსწავლობ, ექსტერნი, დავამთავრე);

2. საგნის სასურველ ენაზე ჩაბარების მონიშვნა;

3. საგამოცდო ქალაქის მითითება;

4. მოქალაქეობის მითითება;

5. შემოქმედებითი ტურის არჩევა (თუ საგანმა­ნათლებლო პროგრამა ითხოვს).

რა ავიწყდებათ ყველაზე ხშირად მაგისტრობის კანდიდატებს?

1. საგამოცდო ქალაქის მითითება;

2. შესაბამისი ტიპის ტესტის არჩევა;

3. სასურველ ენაზე ჩაბარების მონიშვნა;

4. ბარათის აღების ადგილის მითითება.

შეცდომებს ზოგჯერ პედაგოგებიც უშვებენ.

პედაგოგებს ყველაზე ხშირად საგამოცდო ქალაქის მითითება და ბარათის აღების ადგილის მითითება ავიწყდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (www.naec.ge; online.naec.ge); იქვე განთავსდება რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია.

აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში "ახალი განათლება". ცნობარის ელექტრონული ვერსია რეგისტრაციის დაწყებისთანავე განთავსდება ვებგვერდზე www.naec.ge.

სტუდენტები გრანტის გასაუმჯობესებელი კონკურსისათვის ერთ გამოცდას ჩააბარებენ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე (10 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით) აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ის ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება - ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება;

2015 წელსაც აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლებისა და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე.

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეებია: 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება.

სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათის ნაცვლად იქნება 2.30 საათი. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა);

ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია