სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიას ინფორმაციით, 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა
დავით ნარმანიას ინფორმაციით, 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა

თბი­ლი­სის 23 ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და. თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მთავ­რო­ბის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მის და­სა­წყის­ში დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი და­გეგ­მილ და შეს­რუ­ლე­ბულ საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ებს ეხე­ბო­და.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი გზებ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ 2014 წლი­დან და­ი­წყო და 2015 წელ­ში გაგ­რძელ­და 23 ქუ­ჩის საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს 10 ქუ­ჩა­ზე. ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ზამ­თრის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბის აღ­დგე­ნა, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია 22 000 კვ.მეტ­რის სა­მუ­შაო.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ზა­ფხულ­ზეც აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებს კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რი და მათი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ. ამას­თან, ნარ­მა­ნი­ას თქმით, ტენ­დერე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დავით ნარმანიას ინფორმაციით, 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა

დავით ნარმანიას ინფორმაციით, 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა

თბილისის 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დასაწყისში დედაქალაქის მერმა განცხადებები გააკეთა, რომელთაგან ერთ-ერთი დაგეგმილ და შესრულებულ საგზაო სამუშაოებს ეხებოდა.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო პერიოდში ოპონენტების მხრიდან აჟიოტაჟია ატეხილი გზებზე სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. ნარმანიამ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დაიწყო და 2015 წელში გაგრძელდა 23 ქუჩის საგზაო სამუშაოების რეაბილიტაცია, რომელთა ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს.

მისივე განცხადებით, ამ სამუშაოების უმეტესობა უკვე დასრულებულია. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 10 ქუჩაზე. ნარმანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ზამთრის შედეგად დაზიანებული ქუჩების აღდგენა, შესასრულებელია 22 000 კვ.მეტრის სამუშაო.

მისივე განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზეც აქტიურად გაგრძელდება. სამუშაოებს კეთილმოწყობის სამსახური და მათი კომპეტენციის ფარგლებში რაიონის გამგეობები შეასრულებენ. ამასთან, ნარმანიას თქმით, ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების შემთხვევაში, არსებული თანხები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია