მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა დაბრუნდეს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებაში? - ცნობილები "მოქალაქის" როლზე პოლიტიკაში
უნდა დაბრუნდეს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებაში? - ცნობილები "მოქალაქის" როლზე პოლიტიკაში

შე­კი­თხვით, უნდა დაბ­რუნ­დეს თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში, Ambebi.ge-მ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თა.

გოგა ხან­დრა­ვა (რე­ჟი­სო­რი):

- მე ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბევ­რად უფრო დიდი ფი­გუ­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი წევ­რი, რო­მელ­საც ხელ-ფეხი აქვს გახ­სნი­ლი და არ არის პო­ლი­ტი­კურ მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­უ­ლი, ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ პოსტზე მისი ყოფ­ნა.

მე არ მგო­ნია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნდა დაბ­რუნ­დეს. თა­ვის დრო­ზე მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლის გა­მოც მან პოს­ტი და­ტო­ვა, გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი იყო. ჩვენ უნდა და­ვა­ნე­ბოთ კერ­პებს თავი. უნდა ვის­წავ­ლოთ ჩვე­ნით ცხოვ­რე­ბა. დე­მოკ­რა­ტია არ არის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. მთავ­რო­ბა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბა ბევ­რად უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია, ვიდ­რე ერთ ფი­გუ­რა­ზე მიბ­მუ­ლი, რა მას­შტა­ბის ფი­გუ­რაც არ უნდა იყოს ის.

გიგა ნა­სა­რი­ძე:

- სა­ი­და­ნაც არ წა­სუ­ლა, იქ ვერ დაბ­რუნ­დე­ბა. მან კი გა­ნა­ცხა­და, რომ წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კი­და­ნო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, ის მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. თუ გა­მოჩ­ნდე­ბა და ფორ­მა­ლუ­რად ჩად­გე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც აიღო თა­ვის თავ­ზე, უნდა გა­ი­თა­ვი­სოს ბო­ლომ­დე და პა­სუ­ხი აგოს შეც­დო­მებ­ზე. ის, ალ­ბათ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ექ­ცა "პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლით", სხვა მი­ზეზს ვერ ვხე­დავ. რე­ა­ლუ­რად ის მარ­თავს სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ ითა­ვი­სებს. მისი ბრძა­ნე­ბე­ბით იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია:

- მისი გა­და­სა­წყვე­ტია დაბ­რუნ­დე­ბა, თუ არა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ამ ეტაპ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ად­ვი­ლი არ არის. ის არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ არი­დებს თავს, მან ახალ­გაზ­რდებს ჩა­ა­ბა­რა ყვე­ლა­ფე­რი. ზოგ­მა გა­არ­თვა თავი, ზოგ­მა ვერა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რომ არი­დებ­დეს თავს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. მე ვიცი პი­რა­დად, რომ ეს ადა­მი­ა­ნი დი­ლი­დან ღა­მემ­დე ფიქ­რობს, რა გა­უ­კე­თოს უკე­თე­სი ქვე­ყა­ნას, კარ­გი მო­მავ­ლის­თვის. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი, ვი­საც ასე­თი­ვე რე­სურ­სე­ბი აქვს, მაგ­რამ პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ და არა ქვე­ყა­ნა­ზე. ეს ხომ უნდა და­ვი­ნა­ხოთ. მინ­და ვუ­თხრა მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ადა­მი­ა­ნის ცუდი თვი­სე­ბა უმა­დუ­რო­ბა და და­უ­ნა­ხა­ო­ბაა. სრულ­ყო­ფი­ლი არა­ვი­ნაა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით უნდა შე­ა­ფა­სო. ისე ახ­სე­ნე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელს, ჯო­ბია ზოგ­მა პირ­ში წყა­ლი გა­მო­ივ­ლოს და ისე ახ­სე­ნონ, მისი მე­ა­თასე­დი სი­კე­თე გა­უ­კე­თონ ქვე­ყა­ნას და მერე ისა­უბ­რონ.

ნიკა ქავ­თა­რა­ძე:

- რას და­ვე­ძებ მე. წა­ვი­და სად­მე და არ ვიცი? არ­სად წა­სუ­ლა, რაც უფრო შორს იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, მით უკე­თე­სია მის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და ქვეყ­ნის­თვის.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის პო­ლი­ტი­კა­ში. ვფიქ­რობ, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ახ­დენს ისე­თი ძა­ლის გავ­ლე­ნას, რომ არ­სე­ბი­თი არაა ის პო­ლი­ტი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა თუ არა. თუმ­ცა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ინ­სტუ­ტი­ცი­ებს უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უნდა დაბ­რუნ­დეს. ახლა ამ­ბო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზეო, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ ხმა მის­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. არ გა­ურ­ბის ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და არ არი­დებს თავს. რო­გორ აა­რი­დებს? აქ­ტუ­ა­ლუ­რად არ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ის მა­ინ­ცდა­მა­ინც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელ­ში უნდა იჯ­დეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

უნდა დაბრუნდეს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებაში? - ცნობილები "მოქალაქის" როლზე პოლიტიკაში

უნდა დაბრუნდეს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებაში? - ცნობილები "მოქალაქის" როლზე პოლიტიკაში

შეკითხვით, უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, Ambebi.ge-მ ცნობილ ადამიანებს მიმართა.

გოგა ხანდრავა (რეჟისორი):

- მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ბევრად უფრო დიდი ფიგურაა საქართველოში, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი. როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, რომელსაც ხელ-ფეხი აქვს გახსნილი და არ არის პოლიტიკურ მარწუხებში მოქცეული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერ პოსტზე მისი ყოფნა.

მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. თავის დროზე მოტივაცია, რომელის გამოც მან პოსტი დატოვა, გასაგები და მისაღები იყო. ჩვენ უნდა დავანებოთ კერპებს თავი. უნდა ვისწავლოთ ჩვენით ცხოვრება. დემოკრატია არ არის ერთპიროვნული მმართველობა. მთავრობა არის პროფესიონალების გუნდი, ამიტომ ვფიქრობ, ხელისუფლების დამოუკიდებლად არსებობა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ერთ ფიგურაზე მიბმული, რა მასშტაბის ფიგურაც არ უნდა იყოს ის.

გიგა ნასარიძე:

- საიდანაც არ წასულა, იქ ვერ დაბრუნდება. მან კი განაცხადა, რომ წავედი პოლიტიკიდანო, მაგრამ რეალურად, რასაც ვაკვირდებით, ის მართავს ხელისუფლებას. თუ გამოჩნდება და ფორმალურად ჩადგება ხელისუფლების სათავეში, უკეთესი იქნება. პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო თავის თავზე, უნდა გაითავისოს ბოლომდე და პასუხი აგოს შეცდომებზე. ის, ალბათ, პასუხისმგებლობას გაექცა "პოლიტიკიდან წასვლით", სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. რეალურად ის მართავს სიტუაციას საქართველოში და პასუხისმგებლობას არ ითავისებს. მისი ბრძანებებით იღებენ გადაწყვეტილებებს.

ნიკუშა შენგელაია:

- მისი გადასაწყვეტია დაბრუნდება, თუ არა. კარგი იქნებოდა ამ ეტაპზე დაბრუნება, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ის არანაირ პასუხისმგებლობას არ არიდებს თავს, მან ახალგაზრდებს ჩააბარა ყველაფერი. ზოგმა გაართვა თავი, ზოგმა ვერა. პასუხისმგებლობას რომ არიდებდეს თავს, საზოგადოებრივი საქმიანობით შეწუხებული არ იქნება. მე ვიცი პირადად, რომ ეს ადამიანი დილიდან ღამემდე ფიქრობს, რა გაუკეთოს უკეთესი ქვეყანას, კარგი მომავლისთვის. ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ასეთივე რესურსები აქვს, მაგრამ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ და არა ქვეყანაზე. ეს ხომ უნდა დავინახოთ. მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ ადამიანის ცუდი თვისება უმადურობა და დაუნახაობაა. სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ადამიანი თავისი საქმიანობით უნდა შეაფასო. ისე ახსენებენ ივანიშვილის სახელს, ჯობია ზოგმა პირში წყალი გამოივლოს და ისე ახსენონ, მისი მეათასედი სიკეთე გაუკეთონ ქვეყანას და მერე ისაუბრონ.

ნიკა ქავთარაძე:

- რას დავეძებ მე. წავიდა სადმე და არ ვიცი? არსად წასულა, რაც უფრო შორს იქნება ხელისუფლებისგან, მით უკეთესია მისთვის, ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის.

შალვა რამიშვილი:

- ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში. ვფიქრობ, მისი განცხადებები ახდენს ისეთი ძალის გავლენას, რომ არსებითი არაა ის პოლიტიკაში ოფიციალურად იქნება თუ არა. თუმცა ის ადამიანები, ვინც ინსტუტიციებს უნდა ხელმძღვანელობდეს, მიიჩნევენ, რომ უნდა დაბრუნდეს. ახლა ამბობენ პასუხისმგებლობას არ იღებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეო, ყველა მოქალაქემ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს. არ გაურბის ის პასუხისმგებლობას და არ არიდებს თავს. როგორ აარიდებს? აქტუალურად არ მეჩვენება, რომ ის მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრის სავარძელში უნდა იჯდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ერთი კვირის წინ სოცმუშაკი მოდის და მეკითხება: თუ გათავისუფლდებით, რას აპირებთო? ანუ ყველამ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა" - ოქრუაშვილი

ფოტო: როგორ შეხვდნენ საპატიმროდან გამოსული ოქრუაშვილი და უგულავა ერთმანეთს