ტელეწამყვან თამარ ჩერგოლეიშვილს ქალიშვილი, კატო კოპალეიშვილი დედის დღეს "სოციალურ ქსელში ემოციური წერილით ულოცავს.
"პატარა რომ ვიყავი, სტრასბურგის სკოლაში წერილის დაწერა გვთხოვეს: ესე იწყებოდა '' დედა, მიყვარს როცა…''.
მეც დავწერე, რაც მიყვარდა '' დედა მიყვარს როცა ნამცხვრებს ყიდულობ'', მასწავლებელმა ''როცა ნამცხვრებს აკეთებ'' ჩაწერეო, კი მაგრამ არ აკეთებს ნამცხვრებს და საჭმელებს და ხომ არ მოვიტყუები-მეთქი? საბოლოოდ არ მახსოვს რა ჩავწერე, მაგრამ სასაცილო ბარათი გამოვიდა, სხვებისგან ბევრად განსხვავებული.
დედის დღე არ უყვარს - ერთხელ თქვა სექსისტური დღესასწაულები არ მომწონსო, ემოციური წერილებითაც არ გამოირჩევა (ეგ უფრო მამაჩემს მოსწონს), ბევრს არ რეკავს და სულ დაკავებულია, მაგრამ როცა გჭირდება, ყოველთვის გვერდით გიდგას <3 მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელია ერთად არ გვიცხოვრია, მაინც ძალიან ახლოს ვართ. არასდროს უჩხუბია ნიშნებზე, არასდროს შევუდარებივარ სხვას, არასდროს უთქვამს, რომ დებილი ვარ ან რამე არ გამომივა, არასდროს ჩაუყვია ცხვირი ჩემს პირად სივრცეში და რაც მთავარია, რაც 18 წლის გავხდი, ყველა ჩემს არჩევანს პატივს სცემს, რჩევებს კი ბევრს მაძლევს (ახალგაღვიძებულზე ვერიდები - სანამ გამოფხიზლდება, განსაკუთრებულად ავია).
ჰოდა, გილოცავ ამ სექსისტურ დღესასწაულს დედა, მიხარია რომ არსებობ, I'm very lucky".
იხილეთ ასევე: როგორ ულოცავენ ცნობილ დედებს დედის დღეს