მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა მფარველ ანგელოზად დედა მაჩუქა" - mshoblebi.ge-მ კონკურსში "გზავნილი დედას" გამარჯვებულები დააჯილდოვა
"ღმერთმა მფარველ ანგელოზად დედა მაჩუქა" - mshoblebi.ge-მ კონკურსში "გზავნილი დედას" გამარჯვებულები დააჯილდოვა

დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­იტ­მა mshoblebi.ge მკი­თხვე­ლებს შო­რის კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და. მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ დე­დის­თვის გზავ­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, თუნ­დაც ლექ­სის, ჩა­ნა­ხა­ტის სა­ხით გა­ეგ­ზავ­ნათ. სა­უ­კე­თე­სო 15 ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" და­სა­ჩუქრდა. მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის წიგ­ნე­ბი, სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი და "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი გა­და­ე­ცათ, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლე­ბი "და ქალი", "გემ­რი­ე­ლი", "ის­ტო­რი­ა­ნი", "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი", "მკურ­ნა­ლი", "რე­ი­ტინ­გი", "კა­რიბ­ჭე", "არ­სე­ნა­ლი".

შო­რე­ნა ბურ­დი­ლა­ძე, mshoblebi.ge რე­დაქ­ტო­რი: სა­ი­ტის მკი­თხველს დე­დის­თვის უნდა მი­ე­მარ­თა. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი არ ყო­ფი­ლან. მათ შე­ეძ­ლოთ გა­მო­ეგ­ზავ­ნათ ლექ­სე­ბი, ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, თუნ­დაც უბ­რა­ლო მე­სი­ჯე­ბი. მთა­ვა­რი იყო გულ­წრფე­ლო­ბა და გან­ცდე­ბი. მი­ვი­ღეთ სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი გზავ­ნი­ლე­ბი, ისე­თი, რომ გულ­გრი­ლად ვერ წა­ი­კი­თხავს ვე­რა­ვინ, ვერც მშო­ბე­ლი და ვერც შვი­ლი.

ლედი ელი­აშ­ვი­ლი, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სო­დეს მი­მი­ღია, მაგ­რამ ჩემი ყუ­რა­დღე­ბა სა­თა­ურ­მა მი­იქ­ცია და გვერ­დი ვერ ავუ­ა­რე. დე­და­ზე ბევ­რი ჩა­ნა­წე­რი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ერთ-ერთი გა­მო­ვარ­ჩიე და გა­ვაგ­ზავ­ნე. მო­ვე­ფე­რე დე­დას. დედა ჩემი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რია, დედა ჩემი ყვე­ლა­ფე­რია. ძა­ლი­ან მინ­დო­და ამ პა­ტა­რა კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბით, თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩემს დე­დი­კოს მოვ­ფე­რე­ბო­დი, ჩა­მეკ­რა გულ­ში, და ყვე­ლა დე­დის­თვის მი­მე­ლო­ცა დღე­ვან­დე­ლი დღე. ღმერ­თმა მო­მავ­ლი­ნა ამ­ქვეყ­ნად და ჩემს მფარ­ველ ან­გე­ლო­ზად დედა მა­ჩუ­ქა. დედა მიყ­ვარ­ხარ, მე­სამ­ყა­რო­ე­ბი, მეთ­ბი­ლე­ბი და მე­ა­მა­ყე­ბი.

გი­ორ­გი კურ­ტა­ნი­ძე, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: ლექ­სი, რო­მე­ლიც წარ­მო­ვად­გი­ნე, ჩემს მე­უღ­ლეს და ზო­გა­დად, ქარ­თველ დე­დას მი­ვუ­ძღვე­ნი. ღმერ­თმა ყვე­ლა დედა მრა­ვალ 3 მარტს და­ას­წროს.

ლადო გო­გო­ლა­ძე, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: დიდი მად­ლო­ბა mshoblebi.ge-ს, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი დე­დე­ბი­სად­მი გა­მოგ­ვე­ხა­ტა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი წე­რი­ლი რჩე­ულ­თა შო­რის აღ­მოჩ­და. მინ­და დე­და­ჩემს კი­დევ ერთხელ ვუ­თხრა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მად­ლო­ბა, რომ გა­მა­ჩი­ნა. დედი, რო­გორც წე­რილ­ში გი­თხა­რი, ბავ­შვუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე წრფე­ლი მგო­ნია და ისევ ბავ­შვუ­რად მიყ­ვარ­ხარ. ასე­ვე მინ­და დე­დის დღე ყვე­ლა დე­დას, პირ­ველ რიგ­ში, ჩემს მე­უღ­ლეს მი­ვუ­ლო­ცო.

ქეთი გე­გეჭ­კო­რი, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: სამ მარტს გარ­და­იც­ვა­ლა დე­და­ჩე­მი. მინ­დო­და ჩემი ემო­ცი­ე­ბი გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ყვე­ლა დე­დას ვუ­ლო­ცავ დღან­დელ დღეს, ვუ­სურ­ვებ ბედ­ნი­ე­რი დე­დე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სა­დაც დე­დაა, იქ სიმ­შვი­დე და სიმ­ყუდ­რო­ვეა, სა­დაც დე­დაა, იქ სიყ­ვა­რუ­ლია.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას" სტუმ­რებს შე­საძ­ლე­ბო­ბა ჰქონ­დათ აქ­ცი­ით ესარ­გებ­ლათ. 1-ელი­დან 8 მარ­ტის ჩათ­ვლით "ბიბ­ლუ­სი" მომ­ხმა­რებ­ლებს 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს ქა­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რამ­დე­ნი­მე წიგნ­ზე. შე­თა­ვა­ზე­ბულ წიგ­ნებს შო­რის არის გა­მო­ცე­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბა­სა და ბავ­შვის მოვ­ლა­ზე, მო­და­სა და კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა, დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­კურსსა და გა­მარ­ჯვე­ბულ ნაშ­რო­მებს, გზავ­ნი­ლე­ბის წა­კი­თხვა მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ სა­იტ­ზე mshoblebi.ge.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ღმერთმა მფარველ ანგელოზად დედა მაჩუქა" - mshoblebi.ge-მ კონკურსში "გზავნილი დედას" გამარჯვებულები დააჯილდოვა

"ღმერთმა მფარველ ანგელოზად დედა მაჩუქა" - mshoblebi.ge-მ კონკურსში "გზავნილი დედას" გამარჯვებულები დააჯილდოვა

დედის დღესთან დაკავშირებით, საიტმა mshoblebi.ge მკითხველებს შორის კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დედისთვის გზავნილი ნებისმიერი ფორმით, თუნდაც ლექსის, ჩანახატის სახით გაეგზავნათ. საუკეთესო 15 ნამუშევრის ავტორი "ბიბლუსი გალერეაში" დასაჩუქრდა. მათ გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნები, სამახსოვრო საჩუქრები და "პალიტრა მედიის" პერიოდული გამოცემები გადაეცათ, მათ შორის ჟურნალები "და ქალი", "გემრიელი", "ისტორიანი", "საბავშვო კარუსელი", "მკურნალი", "რეიტინგი", "კარიბჭე", "არსენალი".

შორენა ბურდილაძე, mshoblebi.ge რედაქტორი: საიტის მკითხველს დედისთვის უნდა მიემართა. კონკურსის მონაწილეები შეზღუდული არ ყოფილან. მათ შეეძლოთ გამოეგზავნათ ლექსები, ჩანახატები, თუნდაც უბრალო მესიჯები. მთავარი იყო გულწრფელობა და განცდები. მივიღეთ საოცრად ემოციური გზავნილები, ისეთი, რომ გულგრილად ვერ წაიკითხავს ვერავინ, ვერც მშობელი და ვერც შვილი.

ლედი ელიაშვილი, კონკურსის გამარჯვებული: კონკურსში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, მაგრამ ჩემი ყურადღება სათაურმა მიიქცია და გვერდი ვერ ავუარე. დედაზე ბევრი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი გამოვარჩიე და გავაგზავნე. მოვეფერე დედას. დედა ჩემი ცხოვრების მეგზურია, დედა ჩემი ყველაფერია. ძალიან მინდოდა ამ პატარა კონკურსში გამარჯვებით, თუ მონაწილეობით ჩემს დედიკოს მოვფერებოდი, ჩამეკრა გულში, და ყველა დედისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე. ღმერთმა მომავლინა ამქვეყნად და ჩემს მფარველ ანგელოზად დედა მაჩუქა. დედა მიყვარხარ, მესამყაროები, მეთბილები და მეამაყები.

გიორგი კურტანიძე, კონკურსის გამარჯვებული: ლექსი, რომელიც წარმოვადგინე, ჩემს მეუღლეს და ზოგადად, ქართველ დედას მივუძღვენი. ღმერთმა ყველა დედა მრავალ 3 მარტს დაასწროს.

ლადო გოგოლაძე, კონკურსის გამარჯვებული: დიდი მადლობა mshoblebi.ge-ს, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი სიყვარული დედებისადმი გამოგვეხატა. საბედნიეროდ, ჩემი წერილი რჩეულთა შორის აღმოჩდა. მინდა დედაჩემს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მადლობა, რომ გამაჩინა. დედი, როგორც წერილში გითხარი, ბავშვური სიყვარული ყველაზე წრფელი მგონია და ისევ ბავშვურად მიყვარხარ. ასევე მინდა დედის დღე ყველა დედას, პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს მივულოცო.

ქეთი გეგეჭკორი, კონკურსის გამარჯვებული: სამ მარტს გარდაიცვალა დედაჩემი. მინდოდა ჩემი ემოციები გამეზიარებინა. ყველა დედას ვულოცავ დღანდელ დღეს, ვუსურვებ ბედნიერი დედები ყოფილიყვნენ. სადაც დედაა, იქ სიმშვიდე და სიმყუდროვეა, სადაც დედაა, იქ სიყვარულია.

"ბიბლუსი გალერეას" სტუმრებს შესაძლებობა ჰქონდათ აქციით ესარგებლათ. 1-ელიდან 8 მარტის ჩათვლით "ბიბლუსი" მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ქალებისთვის საინტერესო რამდენიმე წიგნზე. შეთავაზებულ წიგნებს შორის არის გამოცემები ორსულობასა და ბავშვის მოვლაზე, მოდასა და კულინარიაზე.

რაც შეეხება, დედის დღესთან დაკავშირებულ კონკურსსა და გამარჯვებულ ნაშრომებს, გზავნილების წაკითხვა მსურველებს შეუძლიათ საიტზე mshoblebi.ge.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია