Ambebi.ge დაინტერესდა იმ პირებით, რომლებიც ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულ "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებს. 2014 წელს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოწირულობების სახით 299 819 ლარი მიიღო, რაც ბევრად ჩამოუვარდება იმ თანხებს, რომელსაც პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს იღებდა.
2012-ში (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით), ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 13 მილიონ 434 ათასი ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ თანხას ბევრად ჩამოუვარდება დღევანდელი სახელისუფლებო პარტიის - "ქართული ოცნების" 2014 წლის შემოწირულობის ერთიანი თანხა, რაც 6 157 751,03 ლარს შეადგენს [მეტი].
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკანასკნელად მიიღო შეწირულობა კახა ბენდუქიძისგან, რომელიც ტრადიციულად, პარტიას 5555 ლარით აფინანსებდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კახა ბენდუქიძემ 13–დან 30 ივნისის ჩათვლის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თანხა 4–ჯერ შეწირა, ოთხჯერვე თანხა 5555 ლარს შეადგენდა.
რამდენიმეჯერ ას-ასი ლარი შეწირეს პარტიას დავით ბაქრაძემ, მიხეილ მაჭავარიანმა, გიორგი ღვინიაშვილმა, კახა ბუცხრიკიძემ, ჩიორა თაქთაქიშვილმა
რაც შეეხება სხვა შეწირულობებს, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან განსხვავებით, ის დღეს მნიშვნელოვნად შემცირებულია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ფულადი სახით მიღებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 5, 555, არაფულადი შეწირულობის სახით კი - 1 800 ლარია.
რაც შეეხება ბიზნესმენების ჩამონათვალს, რომლებმაც 2014 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" მატერიალური დახმარება გაუწიეს, ასეთია:
ფულადი დახმარება:
ზაქარია ტაბატაძე - 5,095
გელა დეკანაძე - 999
კახა ბენდუქიძე - 5, 555
არაფულადი (მაგ: საწვავის ხარჯი, ფართის გამოყოფა და ა.შ.):
გიორგი უკლება - 1200
გოგი ხოხიაშვილი - 1200
იოსებ ჭელიძე - 1200
ირაკლი ქანთარია - 1200
მერაბ მაღლაკელიძე - 1200
მერაბ მაღლაკელიძე - 1200
რიტა აბდუშელიშვილი -1200
ვლადიმერ კლდიაშვილი - 1500
ანდრო მაღლაკელიძე - 1200
ბესიკ ბრეგაძე - 1200
დავით ცაგარეიშვილი - 1200
ამირან მაკარიძე - 1200
გიორგი ჯოხიძე - 1500
ვალერიან თევზაძე - 1800
...
ვრცელდება არასრული სია. მასში, საერთო ჯამში, 210 პირია.
ნახეთ| ბიზნესმენების სია, რომლებიც "ქართულ ოცნებას" აფინანსებენ - ვინ რამდენს ურიცხავს პარტიას?
AMBEBI.GE