სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსლიმების ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება
მუსლიმების ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება

პა­რიზ­ში, ერთ-ერთ თურ­ქულ ოჯახ­ში ღვთის­მშობ­ლის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტი­დან მი­რო­ნი მო­ე­დი­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერთი თურ­ქუ­ლი ალ­დი­და­რ­ოღ­ლუს ოჯა­ხი, ან­თა­ქი­ის რა­ი­ო­ნი­დან, პა­რიზ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და. მათ სახ­ლში ამ­ჟა­მად არა მხო­ლოდ პა­რი­ზი­დან, არა­მედ სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც კი სტუმ­რე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტის სა­ნა­ხა­ვად მო­დის. ხატი ბი­ზან­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი­საა, რო­მე­ლიც ოჯახს ჯერ კი­დევ თურ­ქეთ­ში ყოფ­ნი­სას აქვს და საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­შიც წა­აბ­რძა­ნა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუს­ლი­მე­ბის ოჯა­ხია. ხა­ტი­დან, თავ­და­პირ­ვე­ლად, ცრემ­ლდე­ნა და­ი­წყო.

რო­გორც თა­ვად ალ­დი­და­რ­ოღ­ლუს ოჯა­ხი ამ­ბობს, ეს სიწ­მინ­დე მათ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ბერ­ძენ­მა ბერ­მა 2006 წელს აჩუ­ქა. რო­გორც კი ოჯახ­მა ხატი მი­ი­ღო, მა­შინ­ვე შე­იგ­რძნეს მისი უდი­დე­სი სიწ­მინ­დე და მათ სახ­ლში რა­ღაც აუხ­სნელ­მა სიმ­შვი­დემ და­ი­სად­გუ­რა. რო­დე­საც თურ­ქუ­ლი ოჯა­ხი პა­რიზ­ში გა­და­ვი­და, ხა­ტიც წა­აბ­რძა­ნა. სიწ­მინ­დეს ახალ სახ­ლში ად­გი­ლის მი­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­რონ­დე­ნა და­ე­წყო. ეს ამ­ბა­ვი მა­შინ­ვე გავ­რცელ­და არა მხო­ლოდ თურ­ქებს შო­რის, არა­მედ ქრის­ტი­ა­ნებ­შიც. ხატი "ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წუ­ლი" მა­შინ­ვე გახ­და თაყ­ვა­ნის­ცე­მი­სა და სას­წა­უ­ლე­ბის წყა­რო. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ბი­ან, ხა­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს მა­ლე­ვე მო­ე­დო. მათ­თან მომ­ლოც­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­დი­ან. ესატ ადი­დ­ოღ­ლუ ყვე­ბა, რომ ცოტა ხნის წინ მათ­თან ახალ­გაზ­რდა გა­თხო­ვი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მი­ვი­და, რო­მე­ლიც ვერ ფეხ­მძიმ­დე­ბო­და და ამა­ზე ძა­ლი­ან წუხ­და; მისი ქორ­წი­ნე­ბა დან­გრე­ვის პი­რას იყო. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუხ­ლმოყ­რი­ლი ლო­ცუ­ლობ­და ღვთის­მშობ­ლის ხატ­თან, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი ოჯახს და­უ­რე­კა და ცრემ­ლი­ა­ნი ყვე­ბო­და, რომ სას­წა­უ­ლი მოხ­და და ბავ­შვს ელო­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მუსლიმების ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება

მუსლიმების ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება

პარიზში, ერთ-ერთ თურქულ ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი თურქული ალდიდაროღლუს ოჯახი, ანთაქიის რაიონიდან, პარიზში საცხოვრებლად გადავიდა. მათ სახლში ამჟამად არა მხოლოდ პარიზიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც კი სტუმრების ნაკადი არ წყდება. ყველა მათგანი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სანახავად მოდის. ხატი ბიზანტიური პერიოდისაა, რომელიც ოჯახს ჯერ კიდევ თურქეთში ყოფნისას აქვს და საფრანგეთის დედაქალაქშიც წააბრძანა მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმების ოჯახია. ხატიდან, თავდაპირველად, ცრემლდენა დაიწყო.

როგორც თავად ალდიდაროღლუს ოჯახი ამბობს, ეს სიწმინდე მათ მართლმადიდებელმა ბერძენმა ბერმა 2006 წელს აჩუქა. როგორც კი ოჯახმა ხატი მიიღო, მაშინვე შეიგრძნეს მისი უდიდესი სიწმინდე და მათ სახლში რაღაც აუხსნელმა სიმშვიდემ დაისადგურა. როდესაც თურქული ოჯახი პარიზში გადავიდა, ხატიც წააბრძანა. სიწმინდეს ახალ სახლში ადგილის მიჩენისთანავე მირონდენა დაეწყო. ეს ამბავი მაშინვე გავრცელდა არა მხოლოდ თურქებს შორის, არამედ ქრისტიანებშიც. ხატი "ყოვლადწმინდა ქალწული" მაშინვე გახდა თაყვანისცემისა და სასწაულების წყარო. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ხატის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მალევე მოედო. მათთან მომლოცველები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. ესატ ადიდოღლუ ყვება, რომ ცოტა ხნის წინ მათთან ახალგაზრდა გათხოვილი ქალბატონი მივიდა, რომელიც ვერ ფეხმძიმდებოდა და ამაზე ძალიან წუხდა; მისი ქორწინება დანგრევის პირას იყო. ის დიდი ხნის განმავლობაში მუხლმოყრილი ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატთან, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოჯახს დაურეკა და ცრემლიანი ყვებოდა, რომ სასწაული მოხდა და ბავშვს ელოდება.

აქცია "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად - რა ვითარებაა "ექსპო ჯორჯიასთან"?

საქართველოში კორონავირუსის 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 23 პაციენტი - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

"წამალს ვერ ნიშნავენ, არ იციან რა დაალევინონ... საშინელი ტკივილები აქვს, ვერ დადის" - 20 წლის მარიამს, რომელსაც დიაგნოზს ვერ უსვამენ, დახმარება ესაჭიროება