პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს
დავით უსუფაშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს

ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ევ­რო­პის კარ­ზე კა­კუნს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა და ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლია.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის არ არ­სე­ბობს კი­თხვა, სად უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო. თა­ო­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პა­სუ­ხი ძა­ლი­ან ნა­თე­ლია. ჩვენ ევ­რო­პულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას ვე­კუთ­ვნით და გვინ­და, რომ ვი­ყოთ მისი ნა­წი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ვა­კა­კუ­ნებთ ევ­რო­კავ­ში­რის კარ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იქი­თა მხრი­დან გვეს­მის, რომ ჩვენ­თვის ად­გი­ლი არ არის და ერთ ოთახ­ში უკვე 28 სუ­ბი­ექ­ტია, მაგ­რამ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ევ­რო­პის კარ­ზე კა­კუნს. ჩვენ უზარ­მა­ზა­რი პროგ­რე­სი გან­ვი­ცა­დეთ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რით გა­სულ ზა­ფხულს, რაც ჩვენს პო­ლი­ტი­კას ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თავს.

ჩვენ ასე­ვე, ვა­კა­კუ­ნებთ ნა­ტოს კარ­ზე, რად­გან ჩვენ გვჭირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მდგრა­დი და საკ­მა­რი­სად ეფექ­ტუ­რი იმის­თვის, რომ დაგ­ვიც­ვას, რად­გან ბოლო 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა რუ­სეთს ხან ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ხან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბით, უბ­რა­ლოდ სჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მისი ტე­რი­ტო­რი­აა", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ. ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლის თარ­გმანს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

დავით უსუფაშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს

დავით უსუფაშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს

ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

"საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო. თაობების განმავლობაში ეს პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა, რომ ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, მიუხედავად იმისა, იქითა მხრიდან გვესმის, რომ ჩვენთვის ადგილი არ არის და ერთ ოთახში უკვე 28 სუბიექტია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს. ჩვენ უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გასულ ზაფხულს, რაც ჩვენს პოლიტიკას ევროპული სტანდარტების მიმართულებით წარმართავს.

ჩვენ ასევე, ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, რადგან ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც იქნება მდგრადი და საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ დაგვიცვას, რადგან ბოლო 200 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს ხან ოფიციალურად, ხან არაოფიციალურად, სხვადასხვა მიზნებით, უბრალოდ სჯერა, რომ საქართველო მისი ტერიტორიაა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლის თარგმანს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა