პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა 7 ზომა მკერდით ტელევიზიას დაუბრუნდა – ''შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია...''
გოგონა 7 ზომა მკერდით ტელევიზიას დაუბრუნდა – ''შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია...''

ნინო ადა­მაშ­ვი­ლი წლე­ბის წინ პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე გახ­ლდათ, ამი­ტომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ად­ვი­ლად გა­იხ­სე­ნა გო­გო­ნა 7 ზომა მკერ­დით ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"- დან. ახლა "იმედ­ზე" შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შო­უ­ში და ტე­ლეპ­რო­ექტ "ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­ში" სკეტ­ჩებ­ში იღე­ბენ.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ და წლე­ბის წინ ეთერ­ში პირ­ვე­ლად გა­მოვ­ჩნდი "202"-ზე სე­რი­ალ­ში "დიდი სახ­ლი". შემ­დეგ იყო გა­და­ცე­მა "შმატ­რუ­ლი", სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი სე­რია ვი­თა­მა­შე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ტი­რულ-იუ­მო­რის­ტუ­ლი ჯგუფ "ვი­აგ­რა სუ­პერ­ლა­ი­თის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და წევ­რი ვი­ყა­ვი, ვი­დე­ო­არ­ტებს ვი­ღებ­დით და პრე­ზენ­ტა­ცია ყო­ველ­თვის "იმედ­ზე", გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბა­ში" გვქონ­და. ვო­კალ­ზე პრე­ტენ­ზია არა­სო­დეს მქო­ნია, ეს იყო ხუმ­რო­ბა და ზოგ­მა სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო. შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას დრო­ე­ბით ჩა­მოვ­შორ­დი. თან, მალე გავ­თხოვ­დი კი­დეც. მე და ჩემი მე­უღ­ლე შე­უღ­ლე­ბამ­დე ორი წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ახლა ორი შვი­ლი გვყავს.

- მე­უღ­ლეს მოს­წონ­და შენი საქ­მი­ა­ნო­ბა?

- სხვა მსა­ხი­ო­ბებ­საც ჰყავთ მე­უღ­ლე­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც არ მოს­წონ­დეს, მაგ­რამ იცის, რომ ამას პრო­ფე­სი­ის გამო ვა­კე­თებ და პა­ტივს სცემს ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, ისე­ვე, რო­გორც მე - მი­სას. დე­დამ­თი­ლი კი არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თან ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ. პი­რი­ქით, ზოგ­ჯერ უცი­ნია კი­დეც ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სკეტ­ჩებ­ზე.

- შენი მკერ­დი, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ალ­ბათ, და­გეხ­მა­რა პო­პუ­ლა­რო­ბა­ში.

- გა­რეგ­ნო­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ მარ­ტო ამის ხარ­ჯზე არ გავმხდარ­ვარ პო­პუ­ლა­რუ­ლი. ჩემი მკერ­დი სი­ლი­კო­ნი­საც ეგო­ნათ, მაგ­რამ ასე­თი ჯიში გვაქვს და მა­მის დე­და­საც დიდი მკერ­დი ჰქონ­და, უკ­რა­ი­ნე­ლი იყო, გვა­რად იუშ­ჩენ­კო, მას ვგა­ვარ. 13-14 წლის ასაკ­ში ჩემი ფო­ტო­ე­ბი რომ ნა­ხოთ, უკვე ამ­ხე­ლა მკერ­დი მაქვს და მა­შინ, ასეთ პა­ტა­რას, ოპე­რა­ცი­ას რო­მე­ლი მშო­ბე­ლი გა­მი­კე­თებ­და. მკერ­დის გამო მე­ფიქ­რა, პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი ან ანნა ნი­კოლ-სმი­ტი ვარ და ამით გავ­ქა­ჩავ-მეთ­ქი, ამის ილუ­ზია არ მქო­ნია.

- ასე­თი ზო­მის მკერ­დი დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნი­და?

- თა­ვი­დან მქონ­და კომ­პლექ­სე­ბი, რად­გან ყვე­ლას­გან გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, მერე სა­კუ­თა­რი თავი და­ვარ­წმუ­ნე, რომ ღმერ­თმა მომ­ცა და უბ­რა­ლოდ, მე ასე­თი ვი­ყა­ვი. ისე, მხრე­ბის ტკი­ვი­ლი კი მქო­ნია სიმ­ძი­მის გამო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გოგონა 7 ზომა მკერდით ტელევიზიას დაუბრუნდა – ''შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია...''

გოგონა 7 ზომა მკერდით ტელევიზიას დაუბრუნდა – ''შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია...''

ნინო ადამაშვილი წლების წინ პოპულარული სახე გახლდათ, ამიტომ მაყურებელმა ადვილად გაიხსენა გოგონა 7 ზომა მკერდით ტელეკომპანია ''202''- დან. ახლა ''იმედზე'' შალვა რამიშვილის შოუში და ტელეპროექტ ''ერთხელ საქართველოში'' სკეტჩებში იღებენ.

- პროფესიით მსახიობი ვარ და წლების წინ ეთერში პირველად გამოვჩნდი ''202''-ზე სერიალში ''დიდი სახლი''. შემდეგ იყო გადაცემა ''შმატრული'', სადაც ძალიან ბევრი სერია ვითამაშე. მოგვიანებით სატირულ-იუმორისტული ჯგუფ ''ვიაგრა სუპერლაითის'' დამფუძნებელი და წევრი ვიყავი, ვიდეოარტებს ვიღებდით და პრეზენტაცია ყოველთვის ''იმედზე'', გადაცემა ''დროებაში'' გვქონდა. ვოკალზე პრეტენზია არასოდეს მქონია, ეს იყო ხუმრობა და ზოგმა სხვანაირად გაიგო. შალვა რამიშვილის დაკავების შემდეგ ჩემს საქმიანობას დროებით ჩამოვშორდი. თან, მალე გავთხოვდი კიდეც. მე და ჩემი მეუღლე შეუღლებამდე ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ახლა ორი შვილი გვყავს.

- მეუღლეს მოსწონდა შენი საქმიანობა?

- სხვა მსახიობებსაც ჰყავთ მეუღლეები, შეიძლება, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ იცის, რომ ამას პროფესიის გამო ვაკეთებ და პატივს სცემს ჩემს საქმიანობას, ისევე, როგორც მე - მისას. დედამთილი კი არასოდეს ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. თან ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. პირიქით, ზოგჯერ უცინია კიდეც ჩემი მონაწილეობით სკეტჩებზე.

- შენი მკერდი, ფიზიკური მონაცემები ალბათ, დაგეხმარა პოპულარობაში.

- გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მარტო ამის ხარჯზე არ გავმხდარვარ პოპულარული. ჩემი მკერდი სილიკონისაც ეგონათ, მაგრამ ასეთი ჯიში გვაქვს და მამის დედასაც დიდი მკერდი ჰქონდა, უკრაინელი იყო, გვარად იუშჩენკო, მას ვგავარ. 13-14 წლის ასაკში ჩემი ფოტოები რომ ნახოთ, უკვე ამხელა მკერდი მაქვს და მაშინ, ასეთ პატარას, ოპერაციას რომელი მშობელი გამიკეთებდა. მკერდის გამო მეფიქრა, პამელა ანდერსონი ან ანნა ნიკოლ-სმიტი ვარ და ამით გავქაჩავ-მეთქი, ამის ილუზია არ მქონია.

- ასეთი ზომის მკერდი დისკომფორტს არ გიქმნიდა?

- თავიდან მქონდა კომპლექსები, რადგან ყველასგან გამოვირჩეოდი, მერე საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ღმერთმა მომცა და უბრალოდ, მე ასეთი ვიყავი. ისე, მხრების ტკივილი კი მქონია სიმძიმის გამო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება