პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სატანისტური რიტუალები და წყვილთა მსხვერპლშეწირვა დუშეთში? - ადგილობრივები მოზარდი შეყვარებული წყვილის ტრაგიკულ აღსასრულზე
სატანისტური რიტუალები და წყვილთა მსხვერპლშეწირვა დუშეთში? - ადგილობრივები მოზარდი შეყვარებული წყვილის ტრაგიკულ აღსასრულზე

დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, 18 წლის ამი­კო და 15 წლის მა­რი­ა­მი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და­ლე­ვა იყო. რა­ი­ონ­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მა­რი­ა­მი და ამი­კო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას მე­ზობ­ლე­ბი და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ, თუმ­ცა უც­ნა­ურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­საც უს­ვა­მენ ხაზს.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნა ხში­რად და­ი­ო­და თბი­ლის­ში, მა­შინ, რო­დე­საც წე­სით, სკო­ლა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. პი­რად სა­უბ­რებ­ში დუ­შე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ რა­ი­ონ­ში სექ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სმე­ნი­ათ. მათი გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ამ სექ­ტის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

ერთი თვის წინ და­ღუ­პუ­ლი ამი­კო ველ­თა­უ­რის მე­ზობ­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია და პა­სუ­ხი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდამ გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და­ლია და სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­კო ველ­თა­უ­რი დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და. ყვე­ბი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის შე­სა­ხე­ბაც და ამ­ბო­ბენ, რომ მა­რი­ა­მის და ამი­კოს სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ დუ­შეთ­ში ყვე­ლამ იცო­და.

დუ­შეთ­ში სექ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პარ­ტია "რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნინო ჩარ­კვი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში სა­ტა­ნის­ტუ­რი სექ­ტა არ­სე­ბობს, რო­მელ­შიც 50 ბავ­შვია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი.

ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ გარ­და იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბი სა­ტა­ნის­ტურ რი­ტუ­ა­ლებს ას­რუ­ლე­ბენ და სა­საფ­ლა­ო­ზე ცხო­ვე­ლე­ბის წა­მე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, მათ წყვილ­თა მსხვერ­პლშე­წირ­ვა­საც მი­მარ­თეს. მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს ერთი თვის წინ 18 წლის ახალ­გაზ­რდი­სა და ორი დღის წინ 15 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებ­მა კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დი და­ლი­ეს.

"გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დი ბავ­შვებს თბი­ლი­სი­დან მი­ა­წო­დეს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კუს­ტა­რუ­ლად მზად­დე­ბო­და",- აცხა­დებს ჩარ­კვი­ა­ნი.

დუ­შეთ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სექტრის წევ­რე­ბი ხში­რად მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბებ­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. იქ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბის და მსხვერ­პლშე­წირ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ.

გარ­დაც­ვლი­ლი 15 წლის გო­გო­ნა დუ­შე­თი­დან ანა­ნურ­ში, მა­მის ოჯახ­ში გა­და­ას­ვე­ნეს. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებ­მა და­ღუპ­ვის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვეს. ტე­რი­ტო­რი­ის და­უ­ყო­ნებ­ლივ და­ტო­ვე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მა­რი­ა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გარ­შე­მო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ამის შე­სა­ხებ მისი დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ისა­უბ­რე­ბენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში 15 წლის გო­გო­ნას მო­წამ­ვლით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა. თუმ­ცა დუ­შეთ­ში სა­ტა­ნის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბა­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

თეა ბი­თა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სატანისტური რიტუალები და წყვილთა მსხვერპლშეწირვა დუშეთში? - ადგილობრივები მოზარდი შეყვარებული წყვილის ტრაგიკულ აღსასრულზე

სატანისტური რიტუალები და წყვილთა მსხვერპლშეწირვა დუშეთში? - ადგილობრივები მოზარდი შეყვარებული წყვილის ტრაგიკულ აღსასრულზე

დუშეთის რაიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 18 წლის ამიკო და 15 წლის მარიამი. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების დალევა იყო. რაიონში იმასაც ამბობენ, რომ მარიამი და ამიკო შეყვარებულები იყვნენ. ახალგაზრდა გოგონას მეზობლები დადებითად ახასიათებენ, თუმცა უცნაურ მახასიათებლებსაც უსვამენ ხაზს.

იმასაც ამბობენ, რომ გოგონა ხშირად დაიოდა თბილისში, მაშინ, როდესაც წესით, სკოლაში უნდა ყოფილიყო. პირად საუბრებში დუშეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ რაიონში სექტის არსებობის შესახებ სმენიათ. მათი განცხადებით, შესაძლოა, ეს ახალგაზრდები ამ სექტის წევრები იყვნენ.

ერთი თვის წინ დაღუპული ამიკო ველთაურის მეზობლები კი ამბობენ, რომ ახალგაზრდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია და პასუხი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ გაურკვეველი ნივთიერება დალია და სწორედ ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. მათივე ინფორმაციით, ამიკო ველთაური დაცვაში მუშაობდა. ყვებიან შეყვარებულის შესახებაც და ამბობენ, რომ მარიამის და ამიკოს სიყვარულის შესახებ დუშეთში ყველამ იცოდა.

დუშეთში სექტის არსებობის შესახებ ინფორმაცია პარტია "რეფორმატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ჩარკვიანმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, დუშეთის რაიონში სატანისტური სექტა არსებობს, რომელშიც 50 ბავშვია გაწევრიანებული.

ჩარკვიანი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვები სატანისტურ რიტუალებს ასრულებენ და სასაფლაოზე ცხოველების წამებით არიან დაკავებულები, მათ წყვილთა მსხვერპლშეწირვასაც მიმართეს. მისივე თქმით, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს ერთი თვის წინ 18 წლის ახალგაზრდისა და ორი დღის წინ 15 წლის გოგონას გარდაცვალება. მისივე ინფორმაციით, ბავშვებმა კალიუმის ციანიდი დალიეს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ კალიუმის ციანიდი ბავშვებს თბილისიდან მიაწოდეს, რომელიც ერთ-ერთ ლაბორატორიაში კუსტარულად მზადდებოდა",- აცხადებს ჩარკვიანი.

დუშეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სექტრის წევრები ხშირად მიტოვებულ შენობებში იკრიბებოდნენ. იქ შესრულებული რიტუალების და მსხვერპლშეწირვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

გარდაცვლილი 15 წლის გოგონა დუშეთიდან ანანურში, მამის ოჯახში გადაასვენეს. გოგონას ახლობლებმა დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ტერიტორიის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოგვიწოდეს და განაცხადეს, რომ მარიამის გარდაცვალების გარშემო გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება და ამის შესახებ მისი დაკრძალვის შემდეგ ისაუბრებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის რაიონში 15 წლის გოგონას მოწამვლით გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. თუმცა დუშეთში სატანისტური დაჯგუფების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.

საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ სიუჟეტი

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია