საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნება. 3 მარტი, როგორც დედის დღე, 22 წელია, რაც დაწესდა. 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი უნდა შეეცვალა. თუმცა, დღეს ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება.
გთავაზობთ დედის დღესთან დაკავშირებულ "ფეისბუქ"-ისტორიებს. როგორ ულოცავენ ცნობილები დედებს და როგორ ულოცავენ მათ ამ განსაკუთრებულ დღესასწაულს:
ნანუკა ჟორჟოლიანი - დილიდან ელოდება ჩემს გაღვიძებას:) აი თურმე რატომ:)
ეკატერინე ბესელია - ”მადლობა რომ არსებობ"- ასე მომილოცა ბარათით ჩემმა 11 წლის ლიზი-ელისაბედმა დედის დღე
ვერ გავიმეტე მარტო ჩემთვის და უნდა გაგიზიაროთ
,, გილოცავ დედა, მიხარია რომ ეს დღესა სწაული არსებობს, რადგან უფრო მეტად შემიძლია გითხრა რა მაგარი დედა ხარ! ყველაზე კარგი!
შეგეძლო თუ არა, ყოველთვის ცდილობდი რომ არაფერზე არ მტკენოდა გული. ხშირად შეიძლება მომაბეზრებელი ვარ, მაგრამ შენც იცი რომ საოცრად მიყვარხარ.
4 ასო და მთელი ცხოვრების აზრი - დ ე დ ა !
ცხოვრებას მილანაზებ და მინდა კიდევ მილამაზებდე. უბრალო ჩემი სიტყვები შენს ადამიანობას ვერ აღწერს, მაგრამ რასაც ყოველ დღე ვერ გეუბნები ახლა გეტყვი - მადლობა რომ არსებობ.
შენი ლიზი 03.03.15”
ჯანეტ ქერდიყოშვილი - მე უბრალოდ მიყვარხარ დეე და როგორ მიყვარხარ ამას აქ არ დავწერ. დედის დღეს გილოცავთ მეგობრებო, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი დედიკოები.
ნინო ჩხეიძე
ლიზა ყენია (მაია ჯაბუა) - Happy Mom'S day ! მინდა მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ!
თამარ ფხაკაძე - დედის დღეს ვულოცავ ჩემს დედიკოს ყველას გილოცავთ დედის დღეს, რა მაგარია, როცა დედა გყავს
მათ კი, ვისაც ჯერ არ მიულოცია დედისთვის ეს დღე, მოვუწოდებთ, სასწრაფოდ გამოასწორონ შეცდომა.