მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის
დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის

"სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბი, წე­სი­სა­მებრ, ერ­თნა­ი­რი ზო­მი­საა, მაგ­რამ ყო­ველ­გვარ წესს აქვს გა­მო­ნაკ­ლი­სი; ზოგ­ჯერ ჯირ­კვლე­ბი ზო­მით ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა: ერთი ოდ­ნავ პა­ტა­რაა, მე­ო­რე - ოდ­ნავ დიდი, მაგ­რამ როცა ამ გან­სხვა­ვე­ბას თან არ სდევს ტკი­ვი­ლი ან რა­ი­მე სხვა პა­თო­ლო­გი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა. მათი ფორ­მა კი, რო­გორც წესი, ერ­თნა­ი­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ასოს, ის შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ზო­მი­სა იყოს. აქვე - ერთი გა­დახ­ვე­ვა, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, მრა­ვალ მა­მა­კაცს და­ა­ინ­ტე­რე­სებს: ასოს ზო­მას სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. პარტნი­ო­რის სქე­სობ­რივ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა და არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რა ზო­მი­საა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო.

ეს გა­დახ­ვე­ვა იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ ახლა ხში­რად შეხ­ვდე­ბით რეკ­ლა­მებს, სა­დაც სა­ს­ქე­სო ასოს გაზ­რდას გვპირ­დე­ბი­ან. თუ, რა თქმა უნდა, მა­მა­კაცს ეს იდეა-ფიქ­სად აქვს ქცე­უ­ლი, შე­უძ­ლია, ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თოს, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში კი, ვი­მე­ო­რებ, ასოს ზო­მას სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს~, - ასე და­ი­წყო "ოჯა­ხის მკურ­ნალ­თან~ სა­უ­ბა­რი ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ურო­ლოგ­მა გი­ორ­გი გო­გეშ­ვილ­მა, რო­მელ­საც იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ვეწ­ვი­ეთ, რომ­ლე­ბიც სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ზო­მი­სა თუ ფორ­მის ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს.

- მოდი, ჯერ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ნორ­მებს გა­გაც­ნობთ. ხში­რად მარ­ცხე­ნა სა­თეს­ლე ჯირ­კვა­ლი უფრო დაბ­ლაა და­წე­უ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი სა­თეს­ლის ზედა ნა­წილს უერ­თდე­ბა სა­თეს­ლე ბა­გი­რა­კი, რო­მე­ლიც სა­თეს­ლის გარ­სე­ბის, სა­თეს­ლის არ­ტე­რი­ის, სა­თეს­ლე ჯირ­კვლის ვე­ნუ­რი წნუ­ლის ვე­ნე­ბი­სა და თესლგა­მომ­ტა­ნი სა­დი­ნა­რის­გან შედ­გე­ბა. სა­თეს­ლე ჯირ­კვლებს გვერ­დებ­ზე, ზე­მო­დან ქვე­მოთ, ჩა­უყ­ვე­ბა სა­თეს­ლე­ე­ბის და­ნა­მა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯირ­კვლე­ბის ქვე­და ნა­წილ­ში თესლგა­მომ­ტან სა­დი­ნა­რებ­ში გრძელ­დე­ბა. თა­ვად ჯირ­კვა­ლიც რამ­დე­ნი­მე გარ­სის­გან შედ­გე­ბა. აი, ასე­თია მოკ­ლედ სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბის ანა­ტო­მია. სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბი­სა და მათი და­ნა­მა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ან რამ­დე­ნი­მე ანა­ტო­მი­უ­რი სტრუქ­ტუ­რის პა­თო­ლო­გი­ით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მათი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბიც, მაგ­რამ ხში­რად ამ და­ა­ვა­დე­ბებს მა­ინც აქვთ სა­ერ­თო ნი­შა­ნი - ეს ტკი­ვი­ლი გახ­ლავთ. გა­გაც­ნობთ სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბის რამ­დე­ნი­მე და­ა­ვა­დე­ბას, მათი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის წე­სებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის

დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის

"სათესლე ჯირკვლები, წესისამებრ, ერთნაირი ზომისაა, მაგრამ ყოველგვარ წესს აქვს გამონაკლისი; ზოგჯერ ჯირკვლები ზომით ერთმანეთისგან განსხვავდება: ერთი ოდნავ პატარაა, მეორე - ოდნავ დიდი, მაგრამ როცა ამ განსხვავებას თან არ სდევს ტკივილი ან რაიმე სხვა პათოლოგიური გამოვლინება, ეს ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა. მათი ფორმა კი, როგორც წესი, ერთნაირია. რაც შეეხება ასოს, ის შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს. აქვე - ერთი გადახვევა, რომელიც, ვფიქრობ, მრავალ მამაკაცს დააინტერესებს: ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. პარტნიორის სქესობრივ დაკმაყოფილებას ცოდნა სჭირდება და არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ზომისაა სასქესო ორგანო.

ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ ახლა ხშირად შეხვდებით რეკლამებს, სადაც სასქესო ასოს გაზრდას გვპირდებიან. თუ, რა თქმა უნდა, მამაკაცს ეს იდეა-ფიქსად აქვს ქცეული, შეუძლია, ოპერაცია გაიკეთოს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი, ვიმეორებ, ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს~, - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან~ საუბარი ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგმა გიორგი გოგეშვილმა, რომელსაც იმ დაავადებების შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ, რომლებიც სასქესო ორგანოების ზომისა თუ ფორმის ცვლილებებს იწვევს.

- მოდი, ჯერ ფიზიოლოგიურ ნორმებს გაგაცნობთ. ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული. თითოეული სათესლის ზედა ნაწილს უერთდება სათესლე ბაგირაკი, რომელიც სათესლის გარსების, სათესლის არტერიის, სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვენებისა და თესლგამომტანი სადინარისგან შედგება. სათესლე ჯირკვლებს გვერდებზე, ზემოდან ქვემოთ, ჩაუყვება სათესლეების დანამატები, რომლებიც ჯირკვლების ქვედა ნაწილში თესლგამომტან სადინარებში გრძელდება. თავად ჯირკვალიც რამდენიმე გარსისგან შედგება. აი, ასეთია მოკლედ სათესლე ჯირკვლების ანატომია. სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების დაავადებები თითოეული ან რამდენიმე ანატომიური სტრუქტურის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. აქედან გამომდინარე, განსხვავებულია მათი კლინიკური ნიშნებიც, მაგრამ ხშირად ამ დაავადებებს მაინც აქვთ საერთო ნიშანი - ეს ტკივილი გახლავთ. გაგაცნობთ სათესლე ჯირკვლების რამდენიმე დაავადებას, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს