საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ გაზაფხულზე ალერგია გიმწვავდებათ - ალერგოლოგის რეკომენდაციები
რა უნდა იცოდეთ, თუ გაზაფხულზე ალერგია გიმწვავდებათ - ალერგოლოგის რეკომენდაციები

გა­ზა­ფხუ­ლი ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო, უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბის პე­რი­ო­დია. მცე­ნა­რე­თა მტვე­რი ზოგს - მსუ­ბუქ, ზოგს კი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. მათ ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, მოთ­მი­ნე­ბა მო­იკ­რი­ბონ და და­ე­ლო­დონ დროს, როცა ყვა­ვი­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა და პრობ­ლე­მე­ბიც გა­ივ­ლის.

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ სე­ზო­ნურ ალე­გი­ას - კი­თხვებს ალერ­გო­ლო­გი მაია მა­კა­ლა­თია პა­სუ­ხობს.

- სე­ზო­ნურ ალერ­გი­ა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა პო­ლი­ნო­ზი, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ძი­რი­თა­დად მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ალარ­გე­ნე­ბით. ჩვენ პო­ლი­ნოზს ვუ­კავ­ში­რებთ ყვა­ვი­ლო­ბას და გა­მოვ­ყოფთ სამი ტი­პის მცე­ნა­რე­ებს: ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი, მარცლოვ­ნე­ბი და სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს ყვა­ვი­ლო­ბენ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი მტვე­რი სხვა­დას­ხვა დროს წარ­მო­ი­შო­ბა.

ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი იწყე­ბენ ყვე­ლა­ზე ადრე ყვა­ვი­ლო­ბას - იან­ვრი­დან მა­ი­სამ­დე. აპ­რილ­ში იწყე­ბა მარ­ცვლე­უ­ლის ყვა­ვი­ლო­ბა და დამ­ტვერ­ვა და ცოტა უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ივ­ლი­სის ბო­ლო­დან იწყე­ბა სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე­ე­ბი.

ხე-მცე­ნა­რე­ე­ბის მტვე­რი უფრო მძი­მეა. ამი­ტომ ისი­ნი იშ­ვი­ა­თად იწ­ვე­ვენ ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს. ყვა­ვი­ლო­ბა და დამ­ტვერ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა აპ­რი­ლის ბო­ლოს, მა­ი­სის და­სა­წყის­ში, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა ხში­რად ივ­ლი­სამ­დე და ეს იწ­ვევს ყვე­ლა­ზე შე­მა­წუ­ხე­ბელ სიპ­ტო­მა­ტი­კას, რაც ხში­რად გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ში შე­იმ­ჩნე­ვა (თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, ცრემ­ლდე­ნა, ალერ­გი­უ­ლი კო­ნიქ­ტი­ვი­ტი, რი­ნი­ტი, ცე­მი­ნე­ბა, სურ­დო, კა­ნის ქა­ვი­ლი).

- შე­იძ­ლე­ბა ალერ­გია ადა­მი­ანს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცეს?

- ალერ­გი­უ­ლი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა არ­სე­ბობს და ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მშობ­ლებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა 30%-ში, როცა ერთი მშო­ბე­ლი არის ალერ­გი­უ­ლი - შვი­ლიც იყოს ალერ­გი­უ­ლი. ორ­მაგ­დე­ბა პრო­ცენ­ტი, როცა ორი­ვე მშო­ბე­ლი ალერ­გი­უ­ლია. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ არა­ა­ლერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ გახ­დეს ალერ­გი­უ­ლი და პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა მშო­ბე­ლი იყო ალერ­გი­უ­ლი, მაგ­რამ შთა­მო­მა­ვა­ლი არა. შე­იძ­ლე­ბა თა­ო­ბა გა­მო­ტო­ვოს, ან შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ გა­მოვ­ლინ­დეს. პი­რა­დად მე ვარ ამის მა­გა­ლი­თი.

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი არ არის ალერ­გი­უ­ლი. მხო­ლოდ ალერ­გი­ულ ადა­მი­ა­ნებ­ში იწ­ვევს გარ­კვე­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ალერ­გი­უ­ლი სიპ­ტო­მა­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნას. გა­მამ­წვა­ვე­ბე­ლი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს საკ­ვე­ბი, მცე­ნა­რე, გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, დამ­ტვერ­ვა, მტვრი­ა­ნი გა­რე­მო, ცხო­ვე­ლე­ბი, მათი ბეწ­ვი, თევ­ზე­ბი, ჩი­ტე­ბი და ა.შ.

- რას ურ­ჩევთ ალერ­გი­ულ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორ და­იც­ვან თავი გა­ზა­ფხულ­ზე, ყვა­ვი­ლო­ბის დროს?

- თუ ადა­მი­ან­მა იცის, რომ გა­ზა­ფხულ­ზე მას ეს სიპ­ტო­მა­ტი­კა ექ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში მი­ა­კი­თხოს ალერ­გო­ლოგს და გარ­კვე­უ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­როს იმის­თვის, რომ ეს არ გა­მოვ­ლინ­დეს. მაგ­რამ თუ ეს არ შე­ას­რუ­ლა და მო­ვი­და გა­ზა­ფხუ­ლი, და­ი­წყო ყვა­ვი­ლო­ბა - პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოს, მო­ე­რი­დოს კონ­ტაქტს იმ ალერ­გე­ნებ­თან, რო­მე­ლიც მას­ში ამ სიპ­ტო­მა­ტი­კას იწ­ვევს.

ნაკ­ლე­ბად ია­როს პიკ­ნიკ­ზე, არ გა­ა­ღოს ფან­ჯრე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­რი­ან ამინ­დში. თუ ჩვენ ვი­ცით, რო­დის რა ყვა­ვი­ლობს და ის ჩვენ გვა­ზი­ა­ნებს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, რომ დი­ლის სა­ა­თებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მეტი მტვე­რი წარ­მო­იქ­მნე­ბა. ნუ ვეც­დე­ბით გა­ვა­ნი­ა­ვოთ ოთა­ხე­ბი დი­ლის სა­ა­თებ­ში. მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას ფან­ჯრე­ბი იყოს აწე­უ­ლი. პრო­დუქ­ტებ­თან და გა­რე­მოს­თან ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა გვქონ­დეს, რაც ალერ­გი­ა­ზე მოქ­მე­დებს.

ალერ­გია არ იკურ­ნე­ბა იმ გა­გე­ბით, რომ ჩვენ მას მემ­კვიდ­რე­ო­ბას ვერ შე­ვუც­ვლით. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვმარ­თოთ ალერ­გია ყვე­ლა მისი გა­მოვ­ლი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა მარ­თვა­დია და ამი­ტომ ჭკვი­ა­ნი ექი­მის და კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვაღ­წევთ კარგ შე­დეგს.

- რა ჩვე­ნე­ბით ტარ­დე­ბა ალერ­გი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი?

- პირ­ველ რიგ­ში, გა­სარ­კვე­ვია, რა ჩი­ვი­ლით მი­დის პა­ცი­ენ­ტი ექიმ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ექი­მი ად­გენს კვლე­ვის გეგ­მას. ჩვენ გვაქვს კვლე­ვის ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ხე­ლი და­ვარ­ქვათ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას და ვუმ­კურ­ნა­ლოთ სწო­რად. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია რო­დე­საც პრო­ფი­ლაქ­ტი­კა გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ თუ მკურ­ნა­ლო­ბა გვჭირ­დე­ბა - მკურ­ნა­ლო­ბას ვა­ტა­რებთ.

ჩა­მო­ნათ­ვა­ლი დიდი გვაქვს. ხდე­ბა რო­გორც დი­აგ­ნოს­ტი­კა, ასე­ვე სპე­ცი­ფი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, ანუ დი­აგ­ნო­ზი დგინ­დე­ბა ჩი­ვი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს კო­ნინ­ქტი­ვი­ტი, რი­ნი­ტი, ჭინჭრის ცი­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლია გა­მო­ნა­ყა­რით, შე­შუ­პე­ბით. შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ბრონ­ქუ­ლი ას­თმის შე­ტე­ვაც კი, (ბრონ­ქოს­პაზ­მი).

არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ზო­გად ალერ­გი­ულ ფონს გვიჩ­ვე­ნებს, არ­სე­ბობს სინ­ჯე­ბი კონ­კრე­ტულ ალერ­გენ­ზე. ბევ­რი ალერ­გე­ნის გა­მოკ­ვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს: რო­გორც კვე­ბი­თი, ასე­ვე მცე­ნა­რე­უ­ლი, გა­რე­მო­ში ბევ­რია ასე­თი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ასე­ვე არის სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გა­მოკ­ვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა - სპი­რო­მეტ­რია, რო­მე­ლიც გვაჩ­ვე­ნებს ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ამი­ტომ არის სა­ჭი­რო ალერ­გო­ლო­გი, რომ ზუს­ტად და­არ­ქვას სა­ხე­ლი, თუ რა ჭირ­დე­ბა იმ მო­მენ­ტის­თვის და იმა­ზე მეტი არ ჩა­უ­ტა­როს კვე­ლა­ვა, რაც სა­ჭი­როა.

- რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი იწ­ვევს ბავ­შვებ­ში ალერ­გი­ას ყვე­ლა­ზე ხში­რად?

-ალერ­გი­უ­ლი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა ვლინ­დე­ბა ექ­ვსი თვის ასაკ­ში და ძი­რი­თა­დად წარ­მოდ­გე­ნი­ლია რძის პრო­დუქ­ტებ­ში. ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­დის ბევ­რი ახა­ლი ალერ­გე­ნი. ალერ­გია შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კვერ­ცხის ცი­ლამ, გულ­მა, თევ­ზე­ულ­მა, ხილ­მა, მაგ­რამ ორი-ოთხი წლის ასაკ­ში ამ პრო­დუქ­ტებ­ზე ალერ­გია თან­და­თა­ნო­ბით მცირ­დე­ბა.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მოზ­რდილ ასაკ­შიც არი­ან ალერ­გი­უ­ლე­ბი. ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ექიმ­თან ვი­ზიტს, რად­გან ამით ვა­ხერ­ხებთ ძა­ლი­ან დიდი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას პა­ცი­ენ­ტის­გან.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ალერ­გი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბი­სას და უქ­მნის თუ არა დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბა საფრ­თხეს ნა­ყოფს?

- თუ ორ­სუ­ლო­ბა და­გეგ­მი­ლია და ამ ადა­მი­ან­მა იცის, რომ არის ალერ­გი­უ­ლი, მან ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ უნდა შე­ა­თან­ხმოს მკურ­ნალ ექიმ­თან. (კონ­კრე­ტუ­ლად ალერ­გო­ლოგ­თან). მო­ემ­ზა­დოს იმის­თვის, რომ ალერ­გი­უ­ლი ფონი იყოს და­წე­უ­ლი და ამის ფონ­ზე მოხ­დეს ორ­სუ­ლო­ბა. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ფაქ­ტი­უ­რად სა­სურ­ვე­ლი არ არის. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებთ იმის მდგო­მა­რე­ო­ბით, თუ ორ­სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა საფრ­თხეს უქ­მნის ნა­ყოფს - თუ მას აქვს ბრონ­ქოს­პაზ­მი - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად ჩა­ვე­რი­ოთ.

თუ არის ორ­სუ­ლო­ბა და ამ დროს მოხ­და გან­ვი­თა­რე­ბა ალერ­გი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აქ მოხ­დეს ალერ­გო­ლო­გის ჩა­რე­ვა. ორ­სულს ვურ­ჩევ, მო­ე­რი­დოს ყვე­ლა იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა ალერ­გი­უ­ლი სიპ­ტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეს. თუ ის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია იმ ალერ­გე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გამ­წვა­ვე­ბას იწ­ვე­ვენ, სა­სურ­ვე­ლია მო­ე­რი­დოს ორ­სუ­ლო­ბის დროს.

- რო­გო­რია სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ის ეტა­პე­ბი და რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ ორ­გა­ნიზ­მი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ?

- და­ვა­მა­ტებ იმას, რომ თუ ადა­მი­ან­მა იცის, რომ მას ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე ეწყე­ბა კო­ნუნ­ქტი­ვი­ტი, რი­ნი­ტი, ან რა­ი­მე მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი - არ თქვას, რომ მე ეს ისე­დაც მე­მარ­თე­ბა, რად­გან ცოტა ადრე, მთე­ლი მარ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში (აპ­რილ­ში გვაქვს პიკი ყვა­ვი­ლო­ბის და ალერ­გი­უ­ლი ფო­ნის გამ­წვა­ვე­ბე­ბის) ერთი თვე საკ­მაო დროა იმის­თვის, რომ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რად მო­ვემ­ზა­დოთ.

გირ­ჩევთ მი­მარ­თოთ თქვე­ნი ოჯა­ხის ექი­მებს. ან პირ­და­პირ მიბ­რძან­დეთ ალერ­გო­ლოგ­თან. დღეს ნამ­დვი­ლად ბევ­რი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. არი­ან კარ­გი ალერ­გო­ლო­გე­ბი, კარ­გი კლი­ნი­კე­ბი, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი დახ­მა­რე­ბას აღ­მო­გი­ჩე­ნენ იმ მხრივ, რომ სა­ნამ თქვე­ნი ალერ­გი­უ­ლი სიპ­ტო­მე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, მა­ნამ შე­ვამ­ზა­დოთ ორ­გა­ნიზ­მი იმის­თვის, რომ ამან ნაკ­ლე­ბად შე­გა­წუ­ხოთ გა­ზა­ფხულ­ზე. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ ან სა­ერ­თოდ არ შე­გა­წუ­ხებთ, ან ბევ­რად ნაკ­ლე­ბად შე­გა­წუ­ხებთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია9
0

არ ვიცი რამდენი წელიავიტანჯები, დაახლოებით 59 წლისწინ მქონდა ჭინჭრის ციებადა ძალიან მალეგადამიარა, შემდეგ მქონდა კვინკა რამდენიმე წელიწადს დაახლამაქვს კკვებითი ალერგია 20 წელია, ვერ ვნახე ექიმი რომელიც რამეში ერკვევა,აბა თქვენ მითხარიუტ, როგორ ვუშველო კვებით ელერგიას

 

რამო მორანი
0

წლები ვიტანჯებოდი პოლინოზით. ბოლოს ასთმური მოვლენებიც გამოვლინდა. ვიღებდი ანტიალერგენებს-სუპრასტინს და ა.შ., ასთმისთვის სალბუტამოლის აეროზოლს... სამი წელია დექსამეტაზონის ერთ ინექციას ვიკეთებ აპრილის დასაწყისში და დავისვენე. არც პოლინოზი მაწუხებს და არც ასთმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ გაზაფხულზე ალერგია გიმწვავდებათ - ალერგოლოგის რეკომენდაციები

რა უნდა იცოდეთ, თუ გაზაფხულზე ალერგია გიმწვავდებათ - ალერგოლოგის რეკომენდაციები

გაზაფხული ალერგიული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო, უსიამოვნო სიურპრიზების პერიოდია. მცენარეთა მტვერი ზოგს - მსუბუქ, ზოგს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მათ ისღა დარჩენიათ, მოთმინება მოიკრიბონ და დაელოდონ დროს, როცა ყვავილობა დასრულდება და პრობლემებიც გაივლის.

როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალეგიას - კითხვებს ალერგოლოგი მაია მაკალათია პასუხობს.

- სეზონურ ალერგიაში იგულისხმება პოლინოზი, რომელიც გამოწვეულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ალარგენებით. ჩვენ პოლინოზს ვუკავშირებთ ყვავილობას და გამოვყოფთ სამი ტიპის მცენარეებს: ხე-მცენარეები, მარცლოვნები და სარეველა მცენარეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ყვავილობენ და აქედან გამომდინარე, მათი მტვერი სხვადასხვა დროს წარმოიშობა.

ხე-მცენარეები იწყებენ ყველაზე ადრე ყვავილობას - იანვრიდან მაისამდე. აპრილში იწყება მარცვლეულის ყვავილობა და დამტვერვა და ცოტა უფრო მოგვიანებით, ივლისის ბოლოდან იწყება სარეველა მცენარეები.

ხე-მცენარეების მტვერი უფრო მძიმეა. ამიტომ ისინი იშვიათად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, თუმცა შემთხვევები გვაქვს. ყვავილობა და დამტვერვა განსაკუთრებით გამოიხატება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, რომელიც გრძელდება ხშირად ივლისამდე და ეს იწვევს ყველაზე შემაწუხებელ სიპტომატიკას, რაც ხშირად გარშემომყოფებში შეიმჩნევა (თვალების ქავილი, ცრემლდენა, ალერგიული კონიქტივიტი, რინიტი, ცემინება, სურდო, კანის ქავილი).

- შეიძლება ალერგია ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცეს?

- ალერგიული წინასწარგანწყობა არსებობს და ეს არის დამოკიდებული მშობლებზე. შეიძლება 30%-ში, როცა ერთი მშობელი არის ალერგიული - შვილიც იყოს ალერგიული. ორმაგდება პროცენტი, როცა ორივე მშობელი ალერგიულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაალერგიული ადამიანი არ გახდეს ალერგიული და პირიქით, შეიძლება მშობელი იყო ალერგიული, მაგრამ შთამომავალი არა. შეიძლება თაობა გამოტოვოს, ან შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. პირადად მე ვარ ამის მაგალითი.

ყველა ადამიანი არ არის ალერგიული. მხოლოდ ალერგიულ ადამიანებში იწვევს გარკვეული მცენარეები ალერგიული სიპტომატიკის გამოვლენას. გამამწვავებელი მიზეზი შეიძლება იყოს საკვები, მცენარე, გარემო პირობები, დამტვერვა, მტვრიანი გარემო, ცხოველები, მათი ბეწვი, თევზები, ჩიტები და ა.შ.

- რას ურჩევთ ალერგიულ ადამიანებს, როგორ დაიცვან თავი გაზაფხულზე, ყვავილობის დროს?

- თუ ადამიანმა იცის, რომ გაზაფხულზე მას ეს სიპტომატიკა ექნება, პირველ რიგში მიაკითხოს ალერგოლოგს და გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაატაროს იმისთვის, რომ ეს არ გამოვლინდეს. მაგრამ თუ ეს არ შეასრულა და მოვიდა გაზაფხული, დაიწყო ყვავილობა - პირველი, რაც უნდა გააკეთოს, მოერიდოს კონტაქტს იმ ალერგენებთან, რომელიც მასში ამ სიპტომატიკას იწვევს.

ნაკლებად იაროს პიკნიკზე, არ გააღოს ფანჯრები, განსაკუთრებით ქარიან ამინდში. თუ ჩვენ ვიცით, როდის რა ყვავილობს და ის ჩვენ გვაზიანებს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ დილის საათებში განსაკუთრებით მეტი მტვერი წარმოიქმნება. ნუ ვეცდებით გავანიავოთ ოთახები დილის საათებში. მანქანით მგზავრობისას ფანჯრები იყოს აწეული. პროდუქტებთან და გარემოსთან ნაკლები შეხება გვქონდეს, რაც ალერგიაზე მოქმედებს.

ალერგია არ იკურნება იმ გაგებით, რომ ჩვენ მას მემკვიდრეობას ვერ შევუცვლით. ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ალერგია ყველა მისი გამოვლინების შემთხვევაში. ყველა დაავადება მართვადია და ამიტომ ჭკვიანი ექიმის და კარგად შესრულებული დანიშნულების შემთხვევაში ჩვენ ვაღწევთ კარგ შედეგს.

- რა ჩვენებით ტარდება ალერგიული გამოკვლევები?

- პირველ რიგში, გასარკვევია, რა ჩივილით მიდის პაციენტი ექიმთან. აქედან გამომდინარე ექიმი ადგენს კვლევის გეგმას. ჩვენ გვაქვს კვლევის ბევრი საშუალება, რომ სახელი დავარქვათ იმ მდგომარეობას და ვუმკურნალოთ სწორად. საუკეთესო ვარიანტია როდესაც პროფილაქტიკა გვჭირდება, მაგრამ თუ მკურნალობა გვჭირდება - მკურნალობას ვატარებთ.

ჩამონათვალი დიდი გვაქვს. ხდება როგორც დიაგნოსტიკა, ასევე სპეციფიური დიაგნოსტიკა, ანუ დიაგნოზი დგინდება ჩივილებიდან გამომდინარე. შეიძლება ეს იყოს კონინქტივიტი, რინიტი, ჭინჭრის ციება, რომელიც გამოხატულია გამონაყარით, შეშუპებით. შესაძლებელია იყოს ბრონქული ასთმის შეტევაც კი, (ბრონქოსპაზმი).

არსებობს კვლევა, რომელიც ზოგად ალერგიულ ფონს გვიჩვენებს, არსებობს სინჯები კონკრეტულ ალერგენზე. ბევრი ალერგენის გამოკვლევის საშუალება გვაქვს: როგორც კვებითი, ასევე მცენარეული, გარემოში ბევრია ასეთი ჩამონათვალი. ასევე არის სასუნთქი სისტემის გამოკვლევის საშუალება - სპირომეტრია, რომელიც გვაჩვენებს ფილტვების ფუნქციურ მდგომარეობას. ამიტომ არის საჭირო ალერგოლოგი, რომ ზუსტად დაარქვას სახელი, თუ რა ჭირდება იმ მომენტისთვის და იმაზე მეტი არ ჩაუტაროს კველავა, რაც საჭიროა.

- რომელი პროდუქტი იწვევს ბავშვებში ალერგიას ყველაზე ხშირად?

-ალერგიული წინასწარგანწყობა ვლინდება ექვსი თვის ასაკში და ძირითადად წარმოდგენილია რძის პროდუქტებში. ბავშვის ცხოვრებაში შემოდის ბევრი ახალი ალერგენი. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს კვერცხის ცილამ, გულმა, თევზეულმა, ხილმა, მაგრამ ორი-ოთხი წლის ასაკში ამ პროდუქტებზე ალერგია თანდათანობით მცირდება.

არიან ადამიანები, რომლებიც მოზრდილ ასაკშიც არიან ალერგიულები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან ვიზიტს, რადგან ამით ვახერხებთ ძალიან დიდი ინფორმაციის მიღებას პაციენტისგან.

- როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ალერგიული პრობლემები ორსულობისას და უქმნის თუ არა დედის მდგომარეობა საფრთხეს ნაყოფს?

- თუ ორსულობა დაგეგმილია და ამ ადამიანმა იცის, რომ არის ალერგიული, მან ყველაფერი წინასწარ უნდა შეათანხმოს მკურნალ ექიმთან. (კონკრეტულად ალერგოლოგთან). მოემზადოს იმისთვის, რომ ალერგიული ფონი იყოს დაწეული და ამის ფონზე მოხდეს ორსულობა. ორსულობის პერიოდში მედიკამენტოზური მკურნალობა ფაქტიურად სასურველი არ არის. გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მდგომარეობით, თუ ორსულის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ნაყოფს - თუ მას აქვს ბრონქოსპაზმი - ასეთ შემთხვევაში იძულებული ვხდებით მედიკამენტოზურად ჩავერიოთ.

თუ არის ორსულობა და ამ დროს მოხდა განვითარება ალერგიული მოვლენების, აუცილებელია აქ მოხდეს ალერგოლოგის ჩარევა. ორსულს ვურჩევ, მოერიდოს ყველა იმ გარემოს, რომელშიც შეიძლება ალერგიული სიპტომები განუვითარდეს. თუ ის გათვითცნობიერებულია იმ ალერგენებთან დაკავშირებით, რომელიც მისი მდგომარეობის გამწვავებას იწვევენ, სასურველია მოერიდოს ორსულობის დროს.

- როგორია სეზონური ალერგიის ეტაპები და როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი, რომ მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ?

- დავამატებ იმას, რომ თუ ადამიანმა იცის, რომ მას ყოველ გაზაფხულზე ეწყება კონუნქტივიტი, რინიტი, ან რაიმე მსგავსი მოვლენები - არ თქვას, რომ მე ეს ისედაც მემართება, რადგან ცოტა ადრე, მთელი მარტის განმავლობაში (აპრილში გვაქვს პიკი ყვავილობის და ალერგიული ფონის გამწვავებების) ერთი თვე საკმაო დროა იმისთვის, რომ პროფილაქტიკურად მოვემზადოთ.

გირჩევთ მიმართოთ თქვენი ოჯახის ექიმებს. ან პირდაპირ მიბრძანდეთ ალერგოლოგთან. დღეს ნამდვილად ბევრი კარგი საშუალება არსებობს. არიან კარგი ალერგოლოგები, კარგი კლინიკები, სადაც კვალიფიციური ექიმები დახმარებას აღმოგიჩენენ იმ მხრივ, რომ სანამ თქვენი ალერგიული სიპტომები ჩამოყალიბდება, მანამ შევამზადოთ ორგანიზმი იმისთვის, რომ ამან ნაკლებად შეგაწუხოთ გაზაფხულზე. პირობას გაძლევთ, რომ ან საერთოდ არ შეგაწუხებთ, ან ბევრად ნაკლებად შეგაწუხებთ.

იხილეთ ვიდეო