საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილი "ფეისბუქზე" ზურაბ აბაშიძეს მიმართავს: " Зураб Ираклиевич! Я Вас попрошу: Не будите во мне зверя, ато чем дальше в лес, тем больше щепки летят!" (ზურაბ ირაკლის ძევ, გთხოვთ: ნუ გააღვიძებთ ჩემში ცხოველს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უფრო შორს შეხვალთ ტყეში, მით უფრო რთულია უკან გამოსვლა)".
"გრიშა კარასინის "მერხის" მეგობრის, აბაშიძე-კარასინის ჩიხის უბნელის, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ზურაბ ირაკლიევიჩის თქმით, ქვეცნობიერად განვიცდი თურმე უპორტფელო მინისტრის სავარძელთან განშორებას! ეს ქვეცნობიერი რაღაც ძალიან ნაცნობია! კიდევ იტყვით დეფაქტოსთან არაფერი გვესაქმებაო! ვატყობ, ეგია ბატონო ზურა თქვენი მესიჯი, ხომ? თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას ახმიანებს, და მიტომ. თანაც მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლა იყო ჩემი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პრინციპულად სწორი, დროული და გნებავთ მორალურად, გნებავთ პოლიტიკურად მართებული გადაწყვეტილება. თქვენ კი გაგიჭირდათ მდაგვარი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ჩვენ ოცნებიდან შემოგძახეთ, დიპლომატებმა დიპლომატებს, გავერთიანდეთ რეჟიმის წინააღმდეგ თქვა, მაგრამ სამაგიეროდ ახლა ხომ მიაღწიეთ მწვერვალებს! ასე რომ: Зураб Ираклиевич! Я Вас попрошу: Не будите во мне зверя, ато чем дальше в лес, тем больше щепки летят! (ზურაბ ირაკლის ძევ, გთხოვთ: ნუ გააღვიძებთ ჩემში ცხოველს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უფრო შორს შეხვალთ ტყეში, მით უფრო რთული იქნება უკან გამოსვლა") ცეცხლოვანი მოკითხვა სუპერვაიზერებს ერთი უპორტფელო ექსმინისტრისგან! რიგითი ბუკა", - წერს პეტრიაშვილი.