პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნემცოვის მკვლელობა უკრაინელი ოლიგარქების შეკვეთილია - სად მიყავს რუსულ მედიას პოლიტიკოსის მკვლელობის კვალი
 ნემცოვის მკვლელობა უკრაინელი ოლიგარქების შეკვეთილია - სად მიყავს რუსულ მედიას პოლიტიკოსის მკვლელობის კვალი

"ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის შეკ­ვე­თი­ლია" - აცხა­დებს გა­ზეთ "იზ­ვეს­ტი­ეს" წყა­რო.

გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბო­რის ნემ­ცო­ვი უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის ბრძა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და მო­ეკ­ლათ, იმის გამო, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ვერ შეძ­ლო რუ­სეთ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ცა­ზი­ის გა­მოწ­ვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­ზე­თი "იზ­ვეს­ტიე" წერს და მი­უ­თი­თებს, რომ უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნემ­ცო­ვი დიდ დროს ატა­რებ­და უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ხში­რად ხვდე­ბო­და ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ოლი­გარ­ქებს.

"მათ შე­ეძ­ლოთ ნემ­ცო­ვის­თვის, რუ­სეთ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­საწ­ვე­ვად სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მი­ე­ყი­დათ. გა­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქე­ბი მის­გან რუსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩას ელოდ­ნენ. თუმ­ცა, არა­ნა­ი­რი გახ­ლე­ჩა არ მოხ­და, პი­რი­ქით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია მოხ­და. რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ შე­დეგს ვერ მო­აღ­წევ­დნენ, ნემ­ცო­ვის მო­შო­რე­ბა იმ პო­ლი­ტი­კო­სებს შე­ეძ­ლოთ, რომ­ლებ­მაც და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლეს" - ამ­ბობს გა­მო­ცე­მის წყა­რო.

"კო­მერ­სან­ტი" სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ბო­რის ნემ­ცო­ვი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ლუ­ლია, რა­ზეც ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის მო­ნა­ცე­მე­ბიც მე­ტყვე­ლებს.

გა­ირ­კვა, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნერს ზურ­გი­დან ეს­რო­ლეს. ექ­ვსი ნას­რო­ლი ტყვი­ი­დან მას მხო­ლოდ 4 მოხ­ვდა, რო­მელ­თა­გან ერთი გული მოხ­ვდა და სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დი 9 მი­ლი­მეტ­რის კა­ლიბ­რის ტყვი­ებს იყე­ნებ­და. რო­მელ­თა­გან ოთხი 1986 წელს იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ხოლო ორი 1992 წელს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებს არ ჰქონ­დათ წვდო­მა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­ზე. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა თქმით, გას­რო­ლის შემ­დეგ, მკვლელ­მა ია­ღა­რი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დო.

"მკვლე­ლო­ბა, რო­გორც პრო­ვო­კა­ცია, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ნემ­ცო­ვის ფი­გუ­რა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო ერ­თგვა­რი საკ­რა­ლუ­რი მსხვერ­პლი მათ­თვის, ვინც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა.

ყუ­რა­დღე­ბით მუ­შავ­დე­ბა ასე­ვე ექ­სტრე­მისტ-ის­ლა­მის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვერ­სია. საქ­მე იმა­შია, რომ გა­მო­ძი­ე­ბას აქვს მო­ნა­ცე­მე­ბის იმის შე­სა­ხებ, რომ ნემ­ცო­ვი იღებ­და მუ­ქა­რებს, "შარ­ლი ებ­დოს­თან" და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო. გარ­და ამი­სა, მოწ­მდე­ბა ვერ­სია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე შიდა მოვ­ლე­ნებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი" - აცხა­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვლა­დი­მერ მარ­კი­ნი.

ტეგი: ყვე­ლა სი­ახ­ლე ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ

AMBEBI.GE

ნემცოვის მკვლელობა უკრაინელი ოლიგარქების შეკვეთილია - სად მიყავს რუსულ მედიას პოლიტიკოსის მკვლელობის კვალი

 ნემცოვის მკვლელობა უკრაინელი ოლიგარქების შეკვეთილია - სად მიყავს რუსულ მედიას პოლიტიკოსის მკვლელობის კვალი

"ბორის ნემცოვის მკვლელობა უკრაინელი ოლიგარქების შეკვეთილია" - აცხადებს გაზეთ "იზვესტიეს" წყარო.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ბორის ნემცოვი უკრაინელი ოლიგარქების ბრძანებით შეიძლებოდა მოეკლათ, იმის გამო, რომ ოპოზიციონერმა ვერ შეძლო რუსეთში დესტაბილიცაზიის გამოწვევა, - ამის შესახებ რუსული გაზეთი "იზვესტიე" წერს და მიუთითებს, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ნემცოვი დიდ დროს ატარებდა უკრაინაში, სადაც ხშირად ხვდებოდა ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს.

"მათ შეეძლოთ ნემცოვისთვის, რუსეთში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად საჭირო საშუალებები მიეყიდათ. გაღებული ფულით უკრაინელი ოლიგარქები მისგან რუსი საზოგადოების გახლეჩას ელოდნენ. თუმცა, არანაირი გახლეჩა არ მოხდა, პირიქით, საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდა. როდესაც მიხვდნენ, რომ შედეგს ვერ მოაღწევდნენ, ნემცოვის მოშორება იმ პოლიტიკოსებს შეეძლოთ, რომლებმაც დავალება ვერ შეასრულეს" - ამბობს გამოცემის წყარო.

"კომერსანტი" სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორის ნემცოვი არაპროფესიონალი ადამიანების მოკლულია, რაზეც ბალისტიკური ექსპერტიზის მონაცემებიც მეტყველებს.

გაირკვა, რომ ოპოზიციონერს ზურგიდან ესროლეს. ექვსი ნასროლი ტყვიიდან მას მხოლოდ 4 მოხვდა, რომელთაგან ერთი გული მოხვდა და სასიკვდილო აღმოჩნდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი 9 მილიმეტრის კალიბრის ტყვიებს იყენებდა. რომელთაგან ოთხი 1986 წელს იყო დამზადებული, ხოლო ორი 1992 წელს. სპეციალისტების აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავეებს არ ჰქონდათ წვდომა საბრძოლო მასალაზე. სამართალდამცავთა თქმით, გასროლის შემდეგ, მკვლელმა იაღარი მდინარეში გადააგდო.

"მკვლელობა, როგორც პროვოკაცია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ნემცოვის ფიგურა შეიძლებოდა გამხდარიყო ერთგვარი საკრალური მსხვერპლი მათთვის, ვინც ვერანაირად ვერ მოახერხა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევა.

ყურადღებით მუშავდება ასევე ექსტრემისტ-ისლამისტებთან დაკავშირებული ვერსია. საქმე იმაშია, რომ გამოძიებას აქვს მონაცემების იმის შესახებ, რომ ნემცოვი იღებდა მუქარებს, "შარლი ებდოსთან" დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო. გარდა ამისა, მოწმდება ვერსია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე შიდა მოვლენებთან არის დაკავშირებული" - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი.

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა