მიშა მესხი, რომელიც საქართველოში ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც მსახიობი, რომელსაც "ოსკარის" ცერემონიაზე ჩაეძინა, ჩაძინების მიზეზზე პირველ კომენტარს "იმედთან" აკეთებს. მსახიობი ამბობს, რომ დათვრა და შემდეგ "ძალიან ტკბილად და გემრიელად ჩაეძინა".
"ოსკარზე" მეძინა ძალიან მაგრად. "იმენა" ძალიან მაგრად, ტკბილად, გემრიელად. ჩატკბუნებული ვიყავი. იცით, რა იყო? დავლიე თავიდან ერთი ჭიქა მოჰიტო, სანამ ჩვენს ნომინაციას გამოაცხადებდნენ და მერე, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მივაყოლე და მივაყოლე, აღარ მახსოვს, რამდენი დავლიე", - ამბობს მსახიობი.