პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის 34 - დამაინტრიგებელ საიდუმლოს ფარდა აეხადა
რა არის 34 - დამაინტრიგებელ საიდუმლოს ფარდა აეხადა

რა არის 34? - ეს კი­თხვა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­სა და ინ­ტერ­ნეტ სა­ი­ტებ­ზე ძა­ლი­ან ხში­რად ის­მის. იმით, რა­საც ორი დღის წინ თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში (ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ სამ ობი­ექ­ტში: გლ­და­ნის "ფურ­შეტ­ში", სა­ბურ­თა­ლოს "გუდ­ვილ­ში" და რუს­თა­ვე­ლის "სმარ­ტში") წა­ვა­წყდით, ნა­წი­ლობ­რივ აე­ხა­და ფარ­და სა­ი­დუმ­ლოს - 34 არის ლუდი, თუმ­ცა მის­ტი­კა ამით არ მთავ­რდე­ბა. ლუდი, 34 ლარი ღირს, რაც და­მერ­წმუ­ნე­ბით, უჩ­ვე­უ­ლო ფა­სია სა­ქარ­თვე­ლოს, და ალ­ბათ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბის­თვის. ლუ­დის თი­თო­ე­ულ ბოთლს აქვს და­მა­ტე­ბი­თი იარ­ლი­ყი, რო­მელ­ზეც ერთ მხა­რეს წე­რია, რომ ლუ­დის ყიდ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს - ლუ­დის რე­ცეპ­ტი. თუ ეტი­კეტს ვენ­დო­ბით, ლუდი დამ­ზა­დე­ბუ­ლია სამი სა­ხე­ო­ბის ქე­რის ალა­ო­სა და ოთხი სა­ხის სვი­ის­გან, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ინ­გრე­დი­ენ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა ლუ­დის სა­ხელ­წო­დე­ბაც.

რა თქმა უნდა, ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით სხვა ლუ­დე­ბის რე­ცეპ­ტე­ბი­თაც და აღ­მოჩ­ნდა, რომ მათი უმე­ტე­სო­ბა მხო­ლოდ ერთი სა­ხის ალა­ო­სა და ერთი არო­მა­ტის სვი­ით მზად­დე­ბა, რაც უკვე თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს, რომ 34-ს სა­ინ­ტე­რე­სო გემო უნდა ჰქონ­დეს. ლუ­დის სტენ­დზე კი დაგ­ვხვდა წარ­წე­რა - "მხო­ლოდ 5 დღით, 1 ბოთ­ლი - 34 ლა­რად!"

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მოხ­დე­ბა 5 დღის შემ­დეგ, გაძ­ვირ­დე­ბა, თუ გა­ი­აფ­დე­ბა ლუდი! ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა ცხელ ხაზ­ზე დე­ტა­ლებ­ზე პა­სუხს ვერ გვცე­მენ.

ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ეტი­კე­ტის შიგ­ნი­თა მხა­რე­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლია ლუ­დის ვებ გვერ­დზე www.34.ge-ზე სა­რე­გის­ტრა­ციო კოდი. რა სა­ჭი­როა რე­გის­ტრა­ცია, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის არც ეს არის ცნო­ბი­ლი.

ვი­ცით, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ლუდი უკვე შე­ი­ძი­ნა, და­ა­გე­მოვ­ნა და შე­ა­ფა­სა კი­დეც.

ცხა­დია ერთი - მოვ­ლე­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თა­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან ბევ­რი კი­თხვა ჯერ კი­დევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია: რა მოხ­დე­ბა 5 დღის შემ­დეგ, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა იყი­და უკვე ლუდი და ვინ არის მწარ­მო­ე­ბე­ლი...

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა - ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა არის 34 - დამაინტრიგებელ საიდუმლოს ფარდა აეხადა

რა არის 34 - დამაინტრიგებელ საიდუმლოს ფარდა აეხადა

რა არის 34? - ეს კითხვა, დაახლოებით ერთი თვეა, ტელევიზიებსა და ინტერნეტ საიტებზე ძალიან ხშირად ისმის. იმით, რასაც ორი დღის წინ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში (ჯერჯერობით მხოლოდ სამ ობიექტში: გლდანის "ფურშეტში", საბურთალოს "გუდვილში" და რუსთაველის "სმარტში") წავაწყდით, ნაწილობრივ აეხადა ფარდა საიდუმლოს - 34 არის ლუდი, თუმცა მისტიკა ამით არ მთავრდება. ლუდი, 34 ლარი ღირს, რაც დამერწმუნებით, უჩვეულო ფასია საქართველოს, და ალბათ არა მარტო საქართველოს რეალობისთვის. ლუდის თითოეულ ბოთლს აქვს დამატებითი იარლიყი, რომელზეც ერთ მხარეს წერია, რომ ლუდის ყიდვა საინტერესო ისტორიის მხოლოდ დასაწყისია, ხოლო მეორე მხარეს - ლუდის რეცეპტი. თუ ეტიკეტს ვენდობით, ლუდი დამზადებულია სამი სახეობის ქერის ალაოსა და ოთხი სახის სვიისგან, შეიძლება სწორედ ინგრედიენტებს უკავშირდება ლუდის სახელწოდებაც.

რა თქმა უნდა, ჩვენ დავინტერესდით სხვა ლუდების რეცეპტებითაც და აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა მხოლოდ ერთი სახის ალაოსა და ერთი არომატის სვიით მზადდება, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ 34-ს საინტერესო გემო უნდა ჰქონდეს. ლუდის სტენდზე კი დაგვხვდა წარწერა - "მხოლოდ 5 დღით, 1 ბოთლი - 34 ლარად!"

საინტერესოა, რა მოხდება 5 დღის შემდეგ, გაძვირდება, თუ გაიაფდება ლუდი! ჩვენ შევეცადეთ ეტიკეტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირება, თუმცა ცხელ ხაზზე დეტალებზე პასუხს ვერ გვცემენ.

ჩამოკიდებული ეტიკეტის შიგნითა მხარეზე მოთავსებულია ლუდის ვებ გვერდზე www.34.ge-ზე სარეგისტრაციო კოდი. რა საჭიროა რეგისტრაცია, მომხმარებლებისთვის არც ეს არის ცნობილი.

ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანმა ლუდი უკვე შეიძინა, დააგემოვნა და შეაფასა კიდეც.

ცხადია ერთი - მოვლენების საინტერესოდ განვითარება გარდაუვალია, რადგან ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია: რა მოხდება 5 დღის შემდეგ, რამდენმა ადამიანმა იყიდა უკვე ლუდი და ვინ არის მწარმოებელი...

იხილეთ ფოტოგალერეა - ცნობისმოყვარე მომხმარებლები სუპერმარკეტებში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია