სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ივერი შვილებსა და მეუღლეზე - "ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება...''
თამარ ივერი შვილებსა და მეუღლეზე - "ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება...''

ოპე­რის მომ­ღე­რალ თა­მარ ივერს და მო­ჭი­და­ვე რაულ ცხა­და­ძეს გა­სულ წელს ტყუ­პი შე­ე­ძი­ნათ. უგო-ავ­თან­დი­ლი და ნინა-ლიზა ახლა იტა­ლი­ა­ში ბე­ბი­ას­თან ერ­თად არი­ან. მომ­ღე­რა­ლი ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბამ ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. თა­მარ­თან ინ­ტერ­ვიუ ტყუპ­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- ტყუ­პი და-ძმა ახლა უკვე ცხრა თვის არის. მათ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლეს. ჯერ კი­დევ სიზ­მარ­ში ვარ. ისი­ნი ახლა იტა­ლი­ა­ში დავ­ტო­ვე. ახა­ლი სა­ო­პე­რო როლი მაქვს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი. დე­დამ­თილ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ხელი შე­მი­წყო და მი­თხრა, ეს პე­რი­ო­დი ბავ­შვე­ბი მე მე­ყო­ლე­ბაო. თა­ვი­დან ჩავ­თვა­ლე, რომ ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" არ უნდა და­მე­დო. ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი და რა­უ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა პი­რა­დი იყო, მაგ­რამ უცხო­ელ მე­გობ­რებს აინ­ტე­რე­სებ­დათ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და ფო­ტო­ე­ბი დავ­დე. კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა უცხო­ეთ­ში მყავს და არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გვეს­ტუმ­რონ, მათ გამო დავ­დე ფო­ტო­ე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს. ბიჭი ძა­ლი­ან გვაბ­რა­ზებს. გოგო მე მგავს, ჩემი ბავ­შვო­ბაა. მე ვი­ყა­ვი ისე­თი წყნა­რი, რომ ერთ ად­გი­ლას გა­ჩე­რე­ბა მთე­ლი დღე შე­მეძ­ლო. ბიჭს სას­წა­უ­ლი ენერ­გია აქვს. არ ჩერ­დე­ბა ერთ ად­გი­ლას. ფე­ხებს ერ­თმა­ნეთ­ზე ახა­ხუ­ნებს და ყვე­ლა სა­მო­სი ფე­ხებ­თან გაც­ვე­თი­ლი აქვს. საკ­მა­რი­სია, ერთი წა­მით თვა­ლი მო­ა­რი­დო და მა­შინ­ვე გად­მო­ვარ­დე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში არას­დროს ტი­რის. ძა­ლი­ან ანცი გვეზ­რდე­ბა. ან აგ­ვა­შე­ნებს, ან დაგ­ვან­გრევს. იმე­დია, აგ­ვა­შე­ნებს. ბავ­შვებ­მა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ო­ცა­რი სიო შე­მო­ი­ტა­ნეს და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც, რო­დე­საც მათ­ზე ვსა­უბ­რობ, მგო­ნია, რომ ჩემ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო მხო­ლოდ ოპე­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა. ახლა უც­ბად რა­ღაც ახა­ლი გაჩ­ნდა.

- მე­უღ­ლე რო­გორ შეც­ვა­ლა ტყუპ­მა?

- ტყუპ­მა ყვე­ლა და­დე­ბი­თად შეგვცვა­ლა. რა­უ­ლი ძა­ლი­ან მა­გა­რი მა­მაა. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი შევ­ქმე­ნი. სა­შო­ბაო კონ­ცერ­ტი მქონ­და. ბევ­რი სა­მუ­შაო და­მიგ­როვ­და და რა­უ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ფერს თავს ვერ გა­ვარ­თმევ­დი. ღამე დგე­ბო­და და ბავ­შვებს საჭ­მელს აჭ­მევ­და, რომ მე არ შე­ვე­წუ­ხე­ბი­ნე. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, რო­გორც წესი, ასე­თი მზრუნ­ვე­ლე­ბი არ არი­ან. მაგ­რამ არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, რო­გო­რიც მა­მა­ჩე­მი იყო და რო­გო­რიც რა­უ­ლია.

- სად გეგ­მავთ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას?

- მინ­და, მათ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­ი­სის­ხლხორ­ცონ. ჩემ გარ­შე­მო უცხო­ეთ­ში არი­ან ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბი სამი-ოთხი წლი­დან წა­იყ­ვა­ნეს და ისი­ნი ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან. მხო­ლოდ მა­მი­სა და ბა­ბუ­ის მო­ნა­ყო­ლით იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. მენ­ტა­ლი­ტე­ტიც არა­ქარ­თუ­ლი აქვთ. მინ­და, ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვექ­ცე და ათ წლამ­დე მა­ინც ბავ­შვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყ­ვნენ. სკო­ლას რომ და­ამ­თავ­რე­ბენ, მერე თვი­თონ აირ­ჩე­ვენ, სად ის­წავ­ლი­ან. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თამარ ივერი შვილებსა და მეუღლეზე - "ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება...''

თამარ ივერი შვილებსა და მეუღლეზე - "ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება...''

ოპერის მომღერალ თამარ ივერს და მოჭიდავე რაულ ცხადაძეს გასულ წელს ტყუპი შეეძინათ. უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა ახლა იტალიაში ბებიასთან ერთად არიან. მომღერალი ბავშვების დაბადებამ ძალიან შეცვალა. თამართან ინტერვიუ ტყუპზე საუბრით დავიწყეთ.

- ტყუპი და-ძმა ახლა უკვე ცხრა თვის არის. მათ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალეს. ჯერ კიდევ სიზმარში ვარ. ისინი ახლა იტალიაში დავტოვე. ახალი საოპერო როლი მაქვს მოსამზადებელი. დედამთილმა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, ხელი შემიწყო და მითხრა, ეს პერიოდი ბავშვები მე მეყოლებაო. თავიდან ჩავთვალე, რომ ბავშვების ფოტოები ''ფეისბუქზე'' არ უნდა დამედო. ვფიქრობდი, რომ ჩემი და რაულის პირადი ცხოვრება პირადი იყო, მაგრამ უცხოელ მეგობრებს აინტერესებდათ, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი შვილები და ფოტოები დავდე. კოლეგებისა და მეგობრების უმეტესობა უცხოეთში მყავს და არ აქვთ საშუალება, რომ გვესტუმრონ, მათ გამო დავდე ფოტოები და ძალიან ბევრის მოწონება დაიმსახურეს. ბიჭი ძალიან გვაბრაზებს. გოგო მე მგავს, ჩემი ბავშვობაა. მე ვიყავი ისეთი წყნარი, რომ ერთ ადგილას გაჩერება მთელი დღე შემეძლო. ბიჭს სასწაული ენერგია აქვს. არ ჩერდება ერთ ადგილას. ფეხებს ერთმანეთზე ახახუნებს და ყველა სამოსი ფეხებთან გაცვეთილი აქვს. საკმარისია, ერთი წამით თვალი მოარიდო და მაშინვე გადმოვარდება და ამ შემთხვევაში არასდროს ტირის. ძალიან ანცი გვეზრდება. ან აგვაშენებს, ან დაგვანგრევს. იმედია, აგვაშენებს. ბავშვებმა ჩვენს ცხოვრებაში საოცარი სიო შემოიტანეს და ინტერვიუებშიც, როდესაც მათზე ვსაუბრობ, მგონია, რომ ჩემზე არ ვლაპარაკობ. ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ ოპერა და ხელოვნება. ახლა უცბად რაღაც ახალი გაჩნდა.

- მეუღლე როგორ შეცვალა ტყუპმა?

- ტყუპმა ყველა დადებითად შეგვცვალა. რაული ძალიან მაგარი მამაა. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დაკავებული ვიყავი. საქველმოქმედო ფონდი შევქმენი. საშობაო კონცერტი მქონდა. ბევრი სამუშაო დამიგროვდა და რაული რომ არ ყოფილიყო, ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი. ღამე დგებოდა და ბავშვებს საჭმელს აჭმევდა, რომ მე არ შევეწუხებინე. ქართველი მამაკაცები, როგორც წესი, ასეთი მზრუნველები არ არიან. მაგრამ არიან გამონაკლისები, როგორიც მამაჩემი იყო და როგორიც რაულია.

- სად გეგმავთ ბავშვების აღზრდას?

- მინდა, მათ ქართული ტრადიციები შეისისხლხორცონ. ჩემ გარშემო უცხოეთში არიან ქართული ოჯახები, სადაც ბავშვები სამი-ოთხი წლიდან წაიყვანეს და ისინი ქართველები არ არიან. მხოლოდ მამისა და ბაბუის მონაყოლით იციან საქართველოს შესახებ. მენტალიტეტიც არაქართული აქვთ. მინდა, ამ ყველაფერს გავექცე და ათ წლამდე მაინც ბავშვები საქართველოში იყვნენ. სკოლას რომ დაამთავრებენ, მერე თვითონ აირჩევენ, სად ისწავლიან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება საქართველოს ბედი.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება