საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მატვეი განაპოლსკი - ნემცოვის სიკვდილით მკვლელმა ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა
მატვეი განაპოლსკი - ნემცოვის სიკვდილით მკვლელმა ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა

ცნო­ბი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და პუბ­ლი­ცის­ტის მატ­ვეი გა­ნა­პოლ­სკის აზ­რით, ნემ­ცო­ვის მოკ­ვლით მკვლელ­მა რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ლი­დერს ვლა­დი­მერ პუ­ტინს ასი­ა­მოვ­ნა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მატ­ვეი გა­ნა­პოლ­სკიმ გა­ნუ­ცხა­და, თუ არ ჩავ­თვლით ხა­დორ­კოვ­კის, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­დან დევ­ნი­ლია და ნა­ვალ­ნის, რო­მე­ლიც დროს იზო­ლა­ტორ­ში ატა­რებს, ბო­რის ნემ­ცო­ვი იყო ჯე­რაც და­უ­პა­ტიმ­რე­ბე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ნამ­დვი­ლი ლი­დე­რი და ნი­შან­დობ­ლი­ვია ისიც, რომ მისი მკვლე­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი მარ­შის "გა­ზა­ფხუ­ლის" წინ მოხ­და.

"ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ პუ­ტინს პი­რა­დად გა­ე­ცა ბრძა­ნე­ბა ნემ­ცო­ვის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე, მაგ­რამ თუ იქნა ნა­პოვ­ნი მკვლე­ლი, ის იქ­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლი­დე­რის პუ­ტი­ნი­სათ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო რამ გა­ე­კე­თე­ბი­ნა", - აცხა­დებს მატ­ვეი გა­ნა­პოლ­სკი.

კი­თხვა­ზე, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ნამ­დვი­ლი მკვლე­ლი, მატ­ვეი გა­ნა­პოსლკი თა­ვად­ვე პა­სუ­ხობს "ეს ის ატ­მოს­ფე­როა, რო­მე­ლიც დღეს რუ­სეთ­ში სუ­ფევს და რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლია სი­ძულ­ვი­ლით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დევ­ნის სურ­ვი­ლით, მტრის ძი­ე­ბით და მათ მი­მართ სი­ძულ­ვი­ლით, ვი­საც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­პა­გან­დის წყა­ლო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის, ანაც და­სავ­ლე­თის მიერ ნა­ყიდ ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნევს".

გა­ნა­პოლ­სკი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის მკვლე­ლო­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ თუ მას არ მოკ­ლავ­დნენ, მოკ­ლავ­დნენ ვინ­მე სხვას, ვი­ნა­ი­დან "დღეს რუ­სე­თის მთა­ვა­რი ტრენ­დია - იფიქ­რე მტერ­ზე, გან­სა­ზღვრე მტე­რი, იპო­ვე მტე­რი და მო­კა­ლი მტე­რი".

ცნო­ბი­ლი პუბ­ლი­ცის­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ეც­დე­ბა ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს რო­გორც სა­ყო­ფა­ცხოვ­რო­ე­ბო დო­ნე­ზე გარ­ჩე­ვა. "ასე­თი რამ რუ­სეთ­ში არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა. პუ­ტინ­მა უკვე გა­მო­უ­ცხა­და სამ­ძი­მა­რი ნემ­ცო­ვის ოჯახს, მე­ტიც, ამ­ბო­ბენ იგი ნემ­ცო­ვის დე­დას ტე­ლე­ფო­ნით პი­რა­დად ესა­უბ­რა.

ვინც არ უნდა იყოს ნემ­ცო­ვის მკვლე­ლი, პუ­ტინს ხე­ლე­ბი სის­ხლში აქვს ამოს­ვრი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პუ­ტი­ნი ხო­დორ­კოვ­სკი­ზე ამ­ბობ­და, რომ მას ხე­ლე­ბი სის­ხლში აქვს ამოს­ვრი­ლი, ეს სი­ტყვე­ბი უპირ­ვე­ლე­სად თა­ვად ვლა­დი­მერ პუ­ტინს ეკუთ­ვნის", - დას­ძი­ნა "ინ­ტერპრე­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას მატ­ვეი გა­ნა­პოლ­სკიმ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

მატვეი განაპოლსკი - ნემცოვის სიკვდილით მკვლელმა ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა

მატვეი განაპოლსკი - ნემცოვის სიკვდილით მკვლელმა ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა

ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის მატვეი განაპოლსკის აზრით, ნემცოვის მოკვლით მკვლელმა რუსეთის ნაციონალურ ლიდერს ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით მატვეი განაპოლსკიმ განუცხადა, თუ არ ჩავთვლით ხადორკოვკის, რომელიც ქვეყნიდან დევნილია და ნავალნის, რომელიც დროს იზოლატორში ატარებს, ბორის ნემცოვი იყო ჯერაც დაუპატიმრებელი ოპოზიციის ნამდვილი ლიდერი და ნიშანდობლივია ისიც, რომ მისი მკვლელობა ოპოზიციური მარშის "გაზაფხულის" წინ მოხდა.

"ეჭვი მეპარება, რომ პუტინს პირადად გაეცა ბრძანება ნემცოვის ლიკვიდაციაზე, მაგრამ თუ იქნა ნაპოვნი მკვლელი, ის იქნება ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა რუსეთის ნაციონალური ლიდერის პუტინისათვის სასიამოვნო რამ გაეკეთებინა", - აცხადებს მატვეი განაპოლსკი.

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს ნამდვილი მკვლელი, მატვეი განაპოსლკი თავადვე პასუხობს "ეს ის ატმოსფეროა, რომელიც დღეს რუსეთში სუფევს და რომელიც გაჯერებულია სიძულვილით, განსხვავებული აზრის დევნის სურვილით, მტრის ძიებით და მათ მიმართ სიძულვილით, ვისაც სახელისუფლებო პროპაგანდის წყალობით საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამერიკელების, ანაც დასავლეთის მიერ ნაყიდ ადამიანებად მიიჩნევს".

განაპოლსკი ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის გარდაუვალობის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მას არ მოკლავდნენ, მოკლავდნენ ვინმე სხვას, ვინაიდან "დღეს რუსეთის მთავარი ტრენდია - იფიქრე მტერზე, განსაზღვრე მტერი, იპოვე მტერი და მოკალი მტერი".

ცნობილი პუბლიცისტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეეცდება ნემცოვის მკვლელობა წარმოაჩინოს როგორც საყოფაცხოვროებო დონეზე გარჩევა. "ასეთი რამ რუსეთში არაერთხელ მომხდარა. პუტინმა უკვე გამოუცხადა სამძიმარი ნემცოვის ოჯახს, მეტიც, ამბობენ იგი ნემცოვის დედას ტელეფონით პირადად ესაუბრა.

ვინც არ უნდა იყოს ნემცოვის მკვლელი, პუტინს ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ხოდორკოვსკიზე ამბობდა, რომ მას ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი, ეს სიტყვები უპირველესად თავად ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის", - დასძინა "ინტერპრენიუსთან" საუბრისას მატვეი განაპოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა