საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი ანგარიშით 26:13 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველი მორაგბეები "ევროპის რაგბის ჩემპიონატზე" კვლავ პირველ ადგილზე იმყოფებიან.
ქართველთაგან საჯარიმოები და გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, ხოლო ლელოები ზურაბ ჟვანიამა და დავით კაჭარავამ დადეს. შემდეგ შეხვედრას 14 მარტს საქართველო თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.