სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში - რა საჭირო იყო "გადაუდებელი" და "გამარტივებული" ტენდერები
დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში - რა საჭირო იყო "გადაუდებელი" და "გამარტივებული" ტენდერები

"სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბი გა­იფ­ლან­გა თუ არა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ე­რაა შე­სას­წავ­ლი" - აღ­ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტი, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 2012-2013 წლის ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა და­ას­რუ­ლეს.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის ცნო­ბით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი და­ირ­ღვა. კერ­ძოდ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2012-2013 წლებ­ში, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ბრძა­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, გან­ხორ­ცი­ელ­და 32 გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა, რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 533 500 ლარი იყო.

"არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ 13 შემ­თხვე­ვა­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის/სა­ქონ­ლის შეს­ყიდ­ვა არ წარ­მო­ად­გენ­და გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტი.

ჯამ­ში 73 600 ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი. "შეს­ყიდ­ვე­ბი, რო­მელ­თა წი­ნას­წა­რი და­გეგ­მვა და ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით შეს­ყიდ­ვა რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია მო­ნე­ტა­რუ­ლი ზღვრე­ბის დარ­ღვე­ვით, რა­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის არა­ე­კო­ნო­მი­უ­რი ხარ­ჯვა გა­მო­იწ­ვია. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ვერ შეძ­ლო საკ­მა­რი­სი და შე­სა­ფე­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, თუ რა­ტომ არ მოხ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის წი­ნას­წა­რი გან­სა­ზღვრა და გეგ­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა 2013 წელს ქ. გორ­ში ქუ­ჩე­ბის დაგ­ვა-და­სუფ­თა­ვე­ბა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­ის­ყი­და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, როცა ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა, შეს­ყიდ­ვე­ბის გეგ­მის გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო­სათ­ვის წარ­დგე­ნის შემ­დეგ შე­ეძ­ლო.

ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სამ­გზავ­რო გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის შეს­ყიდ­ვის (ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის) და­გეგ­მვა არა მი­წო­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის დად­გო­მი­სას, არა­მედ წლის და­სა­წყის­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის წლი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბით.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, 2012 წლის 1 ივ­ლი­სის შემ­დეგ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის არ მო­უ­თხო­ვია ფაქ­ტობ­რი­ვი და­ნა­ხარ­ჯე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და ანა­ზღა­უ­რე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­და. 1 ივ­ლი­სის შემ­დეგ, 2012 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის 28 გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა და ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია 5 149 700 ლარი, ხოლო 2013 წელს - 45 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და 2 891 700 ლარი.

გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე აუ­დი­ტის პრო­ცეს­ში აუ­დი­ტის ჯგუფ­მა მე­რი­ა­სა და გამ­გე­ო­ბას წე­რი­ლო­ბით მი­უ­თი­თა მიმ­წო­დებ­ლი­სათ­ვის ფაქ­ტობ­რი­ვი და­ნა­ხარ­ჯე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­სა და შე­სა­ბა­მი­სი გა­ან­გა­რი­შე­ბის წარ­მოდ­გე­ნის შე­სა­ხებ. აუ­დი­ტის პრო­ცეს­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მო­ნა­ცე­მე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ არ მო­უ­წო­დე­ბია.

რო­გორც პრაქ­ტი­კა არჩვე­ნებს, მიმ­წო­დებ­ლე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი შეს­რუ­ლე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის აქ­ტე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბა და ნაკ­ლე­ბია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფაქ­ტობ­რივ და­ნა­ხარ­ჯებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს რის­კი, რომ მიმ­წო­დე­ბელს ზედ­მე­ტი გა­და­უ­ხა­დონ. 

"ამ­დე­ნად, სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ზედ­მე­ტად გა­დახ­და რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­და თუ არა და რა რა­ო­დე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ე­რაა შე­სას­წავ­ლი" - აღ­ნიშ­ნავს აუ­დი­ტი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში - რა საჭირო იყო "გადაუდებელი" და "გამარტივებული" ტენდერები

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში - რა საჭირო იყო "გადაუდებელი" და "გამარტივებული" ტენდერები

"საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა თუ არა, სამართალდამცავი ორგანოების მიერაა შესასწავლი" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი, რომლის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დაასრულეს.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელებისას მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები დაირღვა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2012-2013 წლებში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, განხორციელდა 32 გამარტივებული შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულება 1 533 500 ლარი იყო.

"არსებობს მაღალი ალბათობა, რომ 13 შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის მომსახურების/საქონლის შესყიდვა არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას", - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი.

ჯამში 73 600 ლარზეა საუბარი. "შესყიდვები, რომელთა წინასწარი დაგეგმვა და ელექტრონული საშუალებით შესყიდვა რეალურად შესაძლებელი იყო, განხორციელებულია მონეტარული ზღვრების დარღვევით, რამაც, სავარაუდოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რატომ არ მოხდა მოსალოდნელი შესყიდვების წინასწარი განსაზღვრა და გეგმაში გათვალისწინება.

მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2013 წელს ქ. გორში ქუჩების დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურება შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, როცა ტენდერის გამოცხადება, შესყიდვების გეგმის გასული წლის სექტემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენის შემდეგ შეეძლო.

ასევე შესაძლებელი იყო სამგზავრო გადაზიდვებისა და ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შესყიდვის (ტექმომსახურების) დაგეგმვა არა მიწოდების საჭიროების დადგომისას, არამედ წლის დასაწყისში, მომსახურების წლიურ ღირებულებაზე ტენდერის გამოცხადებით.

სამუშაოების ანაზღაურება

გორის მუნიციპალიტეტს, 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის არ მოუთხოვია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურება შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების შესაბამისად მოხდა. 1 ივლისის შემდეგ, 2012 წელს განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოების 28 გამარტივებული შესყიდვა და ანაზღაურებულია 5 149 700 ლარი, ხოლო 2013 წელს - 45 ხელშეკრულება და 2 891 700 ლარი.

გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე აუდიტის პროცესში აუდიტის ჯგუფმა მერიასა და გამგეობას წერილობით მიუთითა მიმწოდებლისათვის ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი მოთხოვნისა და შესაბამისი გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ. აუდიტის პროცესში მუნიციპალიტეტს მონაცემები ფაქტობრივი ხარჯების შესახებ არ მოუწოდებია.

როგორც პრაქტიკა არჩვენებს, მიმწოდებლების მიერ წარდგენილი შესრულების სამუშაოების აქტებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულება განსხვავდება და ნაკლებია შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივ დანახარჯებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ მიმწოდებელს ზედმეტი გადაუხადონ. 

"ამდენად, საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადახდა რეალურად განხორციელდა თუ არა და რა რაოდენობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერაა შესასწავლი" - აღნიშნავს აუდიტი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა