ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა

ახალგორის შესასვლელთან, ახმაჯის საგუშაგოს სიახლოვეს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა. ცხედრის გადმოცემას, ოჯახი ორი თვის განმავლობაში ითხოვდა.

გარდაცვლილის დედა ნინო გუთნიაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს 9 თვის წინ, ახალგორის მილიციის შენობაში სცემეს.

"მეტი არაფერი ვიცი. ოსურმა მხარემაც ჩაატარა ექსპერტიზა, თუმცა, პასუხი ჩვენთვის ცნობილი არ არის. ახლა ქართული მხარე ჩაუტარებს ცხედარს ექსპერტიზას და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით კი, 19 წლის ახალგაზრდა მილიციის შენობაში აწამეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ნუგზარ თინიკაშვილის მოსაზრებით, ბაშარულის გარდაცვალების შემდეგ, ოსურმა მხარემ ცხედარი გადამალა და ახალი წლის წინა დღეებში, ორი თვის წინ, ახალგორის სიახლოვეს ხეზე ჩამოკიდეს.

ბაშარული ოკუპირებული ახალგორიდან 9 თვის წინ გაუჩინარდა. ახლობლების თქმით, იგი 2014 წლის 4 ივნისს, ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში წაიყვანეს, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია