1 მარტს მოსკოვში დაგეგმილი ანტიკრიზისული აქციის ორგანიზატორები ახლა ქალაქის მერიაში იმყოფებიან. ისინი ხვალინდელი აქციის ნაცვლად ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით მოსკოვის მთავრობასთან მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ "ინტერფაქსი" რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ კონსტანტინ მერზლიკინზე დაყრდნობით იტყობინება.
მერზლიკინის ცნობით, ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალი შესაძლოა, ორშაბათს გაიმართოს. სამოქალაქო პანაშვიდი კი მოსკოვში, სახაროვის ცენტრში გაიმართება.
იხილეთ: ფოტოკადრები ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან
იხილეთ ვიდეო: კამერებმა, სავარაუდოდ, ის ავტომობილი დააფიქსირეს, საიდანაც ბორის ნემცოვს ესროლეს