დიმიტრი ორეშკინი - ნემცოვის მკვლელობა ქვეყანაში დაწყებული ტერორის დასაწყისი და გაგრძელებაა

დიმიტრი ორეშკინი - ნემცოვის მკვლელობა ქვეყანაში დაწყებული ტერორის დასაწყისი და გაგრძელებაა

რუსი პოლიტოლოგის დიმიტრი ორეშკინის აზრით, ნემცოვის მკვლელობა იმის ნიშნავს, რომ მოსკოვის ქუჩებში პოლიტიკური მოტივით მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განადგურება შეიძლება.

ორეშკინის შეფასებით, ქვეყნისათვის ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა უბედურებაა, მაგრამ უბედურების ხარისხი ბევრად დიდია, როცა ოპოზიციის გამორჩეულ ლიდერსა და საზოგადოებისათვის საყვარელ ადამიანს კლავენ.

მისივე მტკიცებით, ახლა ხელისუფლება ამ მკვლელობაზე ათას ჭორს გაავრცელებს, მათ შორის ისეთსაც როგორიცაა ოპოზიციური მარშის ორგანიზატორების მიერ ორგანიზებული მკვლელობა, რომლის მიზანი დაგეგმილ მარშზე ხალხის მოზიდვა იყო, რათა საპროტესტო მუხტი უფრო კონსოლიდირებული ყოფილიყო. "ან ეს მოხდა იმისათვის, რომ ყველამ პუტინზე იფიქროს. ან ეს სჭირდებოდათ უკრაინელებს, რომელთა მიმართაც ნემცოვი სიმპატიებს გამოხატავდა, რომ ისევ ყველამ ხელი პუტინისკენ გაიშვიროს. ანდა პირიქით, ეს უნდოდათ ანტიმაიდნელებს, რომ ხალხის მღელვარება არ გაძლიერებულიყო, ხოლო პუტინს მასზე რეაგირება არ მოეხდინა და ქვეყანაში კონტროლი კიდევ უფრო გაემკაცრებინა", - განაცხადა ორეშკინმა.

"ამგვარი ვერსიების გამოთქმა დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგანაც მათზე საუბარს აზრი არა აქვს. აქ ამოსავალი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ვაშინგტონი, ბრიუსელი, ლონდონი და პარიზი, ქუჩაში პოლიტიკოსებს არ კლავენ. ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა მოსკოვი, ჰონდურასი და ბოლივია, ასეთი რამ ხშირად ხდება. უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინის რუსეთმა დეგრადაცია განიცადა და რომელიღაც სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას დაემსგავსა", - აცხადებს დიმიტრი ორეშკინი.

მისივე აზრით, "შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანაში დაწყებული ტერორის დასაწყისი და გაგრძელებაა. ახლანდელი ტერორი რუსეთში ისეთი ხასიათის არაა როგორც სტალინის დროს იყო. მას შეიძლება ჰიბრიდული და შერჩევითი ტერორიც კი ეწოდოს."

"მოსკოვის ქუჩებში კვდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. მაგრამ, რატომღაც არასოდეს არ მომხდარა, რომ გაგვეგო პუტინის მომხრე პოლიტიკოსისა თუ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ. ჟურნალისტი კაშინი არმატურის რკინებით სცემეს, მაგრამ ამგვარი რამ არ მოსდით პუტინის მხარდამჭერებს, ვიტალი ტრეტიაკოვსა და სერგეი მარკოვს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უსამართლობაა, მე იმას ვამბობ, რომ იკვეთება გარკვეული კანონზომიერება - მოსკოვის ქუჩებში პოლიტიკური მოტივით მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანების მოკვლა შეიძლება", - დასძინა "ინტრეპრესნიუსთან" საუბარში დიმიტრი ორეშკინმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ: ფოტოკადრები ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან

იხილეთ ვიდეო: კამერებმა, სავარაუდოდ, ის ავტომობილი დააფიქსირეს, საიდანაც ბორის ნემცოვს ესროლეს

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა