სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაგონში მცხოვრებ 87 წლის მოხუცს 22 წლის შემდეგ საკუთარი სახლი აქვს
ვაგონში მცხოვრებ 87 წლის მოხუცს 22 წლის შემდეგ საკუთარი სახლი აქვს

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გუ­მათ­ში მცხოვ­რებ 87 წლის ჟე­ნია ჯიშ­კა­რი­ანს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­დას­ცა. მო­ხუ­ცი, რო­მე­ლიც 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რკი­ნის ვა­გონ­ში ცხოვ­რობ­და, ამი­ე­რი­დან, ახალ აშე­ნე­ბულ სახ­ლში, ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რებს.

მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნის­თვის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 4 თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და და ის 18 ათა­სი ლარი დაჯ­და.

"მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე სა­ჭი­რო გახ­და მო­ხუ­ცი­სათ­ვის კუთ­ვნი­ლი მი­წის და­რე­გის­ტრი­რე­ბა, სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხის გა­მო­ყო­ფა, სახ­ლის უმოკ­ლეს ვა­და­ში აგე­ბას წლე­ვან­დე­ლი ზამ­თრის კარ­გმა ამინ­დებ­მაც შე­უ­წყო ხელი, მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, რათა ათე­უ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ვა­გონ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი­სათ­ვის, რო­მელ­საც ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­ღუ­პუ­ლი ჰყავს და შრო­მი­სუ­უ­ნა­როა, ნორ­მა­ლუ­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი შეგ­ვექ­მნა", - გა­ნა­ცხა­და წყალ­ტუ­ბოს გამ­გე­ბელ­მა კონ­ტან­ტი­ნე მა­მი­სე­იშ­ვილ­მა.

ჟე­ნია ჯიშ­კა­რი­ა­ნი სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პირ­ველ­მა პი­რებ­მა მა­ცივ­რით და­ა­სა­ჩუქ­რეს. სტუმ­რებ­მა ეზო­ში სიმ­ბო­ლუ­რად ხე­ხი­ლის ნერ­გე­ბიც დარ­გეს.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ვაგონში მცხოვრებ 87 წლის მოხუცს 22 წლის შემდეგ საკუთარი სახლი აქვს

ვაგონში მცხოვრებ 87 წლის მოხუცს 22 წლის შემდეგ საკუთარი სახლი აქვს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ჟენია ჯიშკარიანს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საცხოვრებელი გადასცა. მოხუცი, რომელიც 22 წლის განმავლობაში რკინის ვაგონში ცხოვრობდა, ამიერიდან, ახალ აშენებულ სახლში, ნორმალურ პირობებში იცხოვრებს.

მარტოხელა მოხუცი ქალბატონისთვის სახლის მშენებლობა 4 თვის მანძილზე გრძელდებოდა და ის 18 ათასი ლარი დაჯდა.

"მშენებლობის დაწყებამდე საჭირო გახდა მოხუცისათვის კუთვნილი მიწის დარეგისტრირება, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, სახლის უმოკლეს ვადაში აგებას წლევანდელი ზამთრის კარგმა ამინდებმაც შეუწყო ხელი, მოკლედ ყველაფერი გაკეთდა, რათა ათეული წლების მანძილზე ვაგონში მცხოვრები ქალბატონისათვის, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი დაღუპული ჰყავს და შრომისუუნაროა, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეგვექმნა", - განაცხადა წყალტუბოს გამგებელმა კონტანტინე მამისეიშვილმა.

ჟენია ჯიშკარიანი სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირებმა მაცივრით დაასაჩუქრეს. სტუმრებმა ეზოში სიმბოლურად ხეხილის ნერგებიც დარგეს.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა