სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაკაცები, როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ..." - პილოტი ქალის სახიფათო არჩევანი
"მამაკაცები, როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ..." - პილოტი ქალის სახიფათო არჩევანი

ახალ­გაზ­რდა, მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა - ეკა ქვლი­ვი­ძე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მუ­შა­ობს. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის გვერ­დით ბევ­რი ქარ­თვე­ლი ქალი მსა­ხუ­რობს და ისი­ნი საკ­მა­ოდ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ალ­ბათ, სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მა რთუ­ლია, მაგ­რამ საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით, ისი­ნი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას ახერ­ხე­ბენ. აგ­ვის­ტოს ომის დრო­საც, მა­მა­კა­ცე­ბის გვერ­დით, ჯა­რის­კა­ცი ქა­ლე­ბიც ია­რა­ღით ხელ­ში იცავ­დნენ სამ­შობ­ლოს. ალ­ბათ ბევ­რმა არც კი იცის, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს მფრი­ნა­ვი ქალი ჰყავს. მე­ტის­მე­ტად რთულ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სი­ას სერ­ჟან­ტი ეკა ქვლი­ვი­ძე კარ­გად და­ე­უფ­ლა. მი­ზან­სწრა­ფულ, ენერ­გი­ულ გო­გო­ნას სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან მოს­წონს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი წინ ელის.

ეკა ქა­ლაქ სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. სა­შუ­ა­ლო სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა და 2003 წელს თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ინ­სტი­ტუ­ტში, სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო, რომ მფრი­ნა­ვე­ბის შერ­ჩე­ვა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­წყვი­ტა, შერ­ჩე­ვის რამ­დე­ნი­მე ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

- ეკა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- და­ახ­ლო­ე­ბით მერ­ვე კლას­ში სწავ­ლი­სას უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­შინ არ ვი­ცო­დი, კონ­კრე­ტუ­ლად რა სპე­ცი­ა­ლო­ბას ავირ­ჩევ­დი. მე-9 კლას­ში მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 9 კლა­სის ბა­ზა­ზე, თავ­დაც­ვის ეროვ­ნულ აკა­დე­მი­ა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. რამ­დე­ნი­მე ფა­კულ­ტე­ტი იყო და ვფიქ­რობ­დი, რო­მე­ლი პრო­ფე­სია ამერ­ჩია. სა­ბო­ლო­ოდ, სა­ა­ვი­ა­ციო ფა­კულ­ტეტ­ზე შევ­ჩერ­დი, მივ­ხვდი - მინ­დო­და, მფრი­ნა­ვი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ წელს გო­გო­ნე­ბი არ მი­ი­ღეს. სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი: ვსწავ­ლობ­დი უცხო ენებს და ვცდი­ლობ­დი, სულ ფორ­მა­ში, ფი­ზი­კურ მზად­ყოფ­ნა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რათა ის ნორ­მა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­როს მო­ე­თხო­ვე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მეძ­ლია. ჰოდა, მი­ზანს მი­ვაღ­წიე. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2007 წლი­დან ვმუ­შა­ობ. ამ­ჟა­მად მარ­ნე­უ­ლის სამ­ხედ­რო-სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე ვარ, დავფრი­ნავ საბ­რძო­ლო-სას­წავ­ლო თვითმფრი­ნა­ვით, ე.წ. "ალ­ბატ­როს­ზე". ჯერ­ჯე­რო­ბით Pსრუ­ლი პროგ­რა­მა დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ მაქვს, ჯერ კი­დევ კურ­სან­ტად მი­ვიჩ­ნე­ვი.

- ბუ­ნე­ბით, ალ­ბათ, ექ­სტრე­მა­ლი ხართ. თქვენს ხა­სი­ათ­სა და გა­ტა­ცე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რეთ.

- ექ­სტრე­მა­ლი თუ არა ხარ, მფრი­ნა­ვი ვერც გახ­დე­ბი, მით უმე­ტეს, ისეთ თვითმფრი­ნავს ვერ მარ­თავ, რო­მე­ლიც რე­აქ­ტი­უ­ლია; თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ში­ნა­გა­ნად არ გიყ­ვარს, ამას შენი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო არ გთხოვს, მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ექ­სტრე­მა­ლი ვარ, რად­გან სირ­თუ­ლე­ე­ბი, ხი­ფა­თი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს და სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩემი პრო­ფე­სია ლა­მა­ზი და სა­ა­მა­ყოა. შე­იძ­ლე­ბა, ხმა­მაღ­ლა ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნავ­ში ჯდე­ბი და ჰა­ერ­ში ადი­ხარ, ფიქ­რობ, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის დაც­ვა შე­გიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი შენი კონ­ტრო­ლის ქვეშ გგო­ნია და ძა­ლი­ან ამა­ყი ხარ.

- ქა­ლის­თვის რამ­დე­ნად რთუ­ლია ეს საქ­მე და რო­გორ გა­არ­თვით თავი?

- ქა­ლის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ჩემი ქმე­დე­ბა ორ­მა­გი დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტად იყო ქცე­უ­ლი. თუ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას - გა­ვა­კე­თებთ თუ არა, შევ­ძლებთ თუ არა და­კის­რე­ბუ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბას. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა უფრო რთუ­ლი იყო, ვიდ­რე პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა. ახლა ეს ეტა­პი გავ­ლი­ლი მაქვს. რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად გავფრინ­დი, თით­ქმის არა­ვის სჯე­რო­და, რომ ეს შევ­ძე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან უფრო მე­ტად, თა­ნაგ­რძნო­ბა და თა­ნად­გო­მა იგ­რძნო­ბო­და, ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც რო­გორც კონ­კუ­რენტს, ისე მი­ყუ­რებ­დნენ. ეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. გარ­კვე­ულ­წი­ლად, მა­თიც მეს­მის - ბო­ლოს და ბო­ლოს, მეც ხომ იმა­ვე საქ­მეს ვა­კე­თებ, ჩემს ფონ­ზე გმი­რი აღარ ჩანს... არა­და, მა­მა­კა­ცებს სუ­ლაც არ ვე­ჯიბ­რე­ბი. მირ­ჩევ­ნია, ისი­ნი ჩემ­ზე მაგ­რე­ბი იყ­ვნენ. უბ­რა­ლოდ, ჩე­მე­ბუ­რად ვცდი­ლობ, საქ­მე ვა­კე­თო და ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რო.

- იქ­ნებ თქვენს პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე ისა­უბ­როთ ანუ იმ დღე­ზე, როცა პირ­ვე­ლად, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ფრე­ნა.

- სა­ა­ვი­ა­ციო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბი­სას დიდი ბრძო­ლა დამ­ჭირ­და, რათა და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლას შევ­ძლებ­დი. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც გო­გო­ნე­ბი მი­ი­ღეს. ვცდი­ლობ­დი, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ქალ­საც შე­ეძ­ლო... პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლი­სას, ბო­ინ­გის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია მო­ვი­პო­ვე. ინ­სტი­ტუ­ტში 4 წელი ვის­წავ­ლე, ინ­ჟინ­რის დიპ­ლო­მი ავი­ღე. სა­ხელ­მწი­ფო გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, რო­დე­საც სა­ჰა­ე­რო სარ­დლო­ბა­ში გა­სა­უბ­რე­ბა გა­მო­ცხად­და. ვი­ცო­დი, რომ მხო­ლოდ ბი­ჭებს იღებ­დნენ, მაგ­რამ გა­და­წყვი­ტეს, ჩემ­თვი­საც მო­ე­ცათ შან­სი. დად­გა სა­კი­თხი, რას ავირ­ჩევ­დი - თვითმფრი­ნავს თუ ვერ­ტმფრენს. მა­შინ­ვე თვითმფრი­ნა­ვი ავირ­ჩიე, რად­გან მეტი ექ­სტრე­მია... რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად ფრე­ნას, - ავი­ა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ფრე­ნის დღე მე­ო­რე და­ბა­დე­ბის დღეს ნიშ­ნავს, ამას მე­ო­რე ნათ­ლო­ბას ეძა­ხი­ან. ეს დღე არა­სო­დეს გა­ვი­წყდე­ბა... და­მო­უ­კი­დებ­ლად 2009 წლის 27 მარტს გავფრინ­დი. ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლად იფ­რენ, შე­მოწ­მე­ბას ჯერ ინ­სტრუქ­ტორ­თან გა­დი­ხარ, შემ­დეგ - ნა­წი­ლის მე­თა­ურ­თან. საკ­მა­ოდ მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი პი­როვ­ნე­ბაა. მე­ში­ნო­და, არა­ფე­რი შემ­შლო­და. აქ ყვე­ლა წვრილ­მა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუ მი­იჩ­ნი­ეს, რომ მზად არა ხარ, და­გი­მა­ტე­ბენ პროგ­რა­მას, კი­დევ - პრაქ­ტი­კას, რაც ვფიქ­რობ, სა­მარ­ცხვი­ნოა... ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე, ფრე­ნა კარ­გად გა­მო­მი­ვი­და და მე­თა­ურ­მა მი­თხრა, რომ გა­საფ­რე­ნად მზად ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან შიში და­მე­უფ­ლა, მაგ­რამ რო­გორც კი თვითმფრი­ნავ­ში ჩავ­ჯე­ქი, გა­ვი­ფიქ­რე, რომ მი­ვაღ­წიე იმას, რის­თვი­საც ამ­დე­ნი ხანი ვიბ­რძო­დი; შიში სა­ერ­თოდ გა­მიქ­რა, და­ძა­ბუ­ლო­ბაც მო­მეხ­სნა. მერ­წმუ­ნეთ, ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დაჯ­დო­მის შემ­დეგ მი­თხრეს, - მთე­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ნა­წი­ლი არ სუნ­თქავ­და, სა­ნამ ჰა­ერ­ში იყა­ვიო... ამის შემ­დეგ და­მო­უ­კი­დებ­ლად ფრე­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­და.

- ხი­ფა­თის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ?

- ჩემი პრო­ფე­სია მუდ­მი­ვად სა­ხი­ფა­თოა. წვრილ­მა­ნი სირ­თუ­ლე­ე­ბი მქო­ნია, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ ყო­ფი­ლა. ავი­ა­ცი­ა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წე­სე­ბის დაც­ვა. ნათ­ქვა­მია, - თი­თო­ე­უ­ლი წესი სის­ხლით არის და­წე­რი­ლიო. ერთი მათ­გა­ნის დარ­ღვე­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა, კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვიო ან სა­კუ­თა­რი თავი და­ღუ­პო.

- ალ­ბათ ბევ­რი კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აც გქო­ნი­ათ. გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ.

- სა­გა­რე­ჯო­დან მარ­ნე­ულ­ში დავ­დი­ვარ და დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 200 კი­ლო­მეტრს ვფა­რავ. მა­შინ მან­ქა­ნის მარ­თვა ახა­ლი ნას­წავ­ლი მქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით შუა გზა­ზე რომ ვი­ყა­ვი, მივ­ხვდი, სარ­კე­ებ­ში უნდა გა­მე­ხე­და. გა­ვი­ხე­დე და იმ­ხე­ლა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა და­ვი­ნა­ხე, შე­მე­შინ­და... მერე მთე­ლი კვი­რა სულ ვლო­ცუ­ლობ­დი - ხმე­ლეთ­ზეც და ჰა­ერ­შიც, რომ ცო­ცხა­ლი გა­დავ­რჩი. არა­და, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ვი­ცო­დი და მშვი­დად იყ­ვნენ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მამაკაცები, როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ..." - პილოტი ქალის სახიფათო არჩევანი

"მამაკაცები, როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ..." - პილოტი ქალის სახიფათო არჩევანი

ახალგაზრდა, მშვენიერი გოგონა - ეკა ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე წელია, მუშაობს. ქართველი მამაკაცების გვერდით ბევრი ქართველი ქალი მსახურობს და ისინი საკმაოდ მოტივირებულები არიან. ალბათ, სუსტი სქესის წარმომადგენლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე დგომა რთულია, მაგრამ საქმის სიყვარულით, ისინი დაბრკოლებების გადალახვას ახერხებენ. აგვისტოს ომის დროსაც, მამაკაცების გვერდით, ჯარისკაცი ქალებიც იარაღით ხელში იცავდნენ სამშობლოს. ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებს მფრინავი ქალი ჰყავს. მეტისმეტად რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას სერჟანტი ეკა ქვლივიძე კარგად დაეუფლა. მიზანსწრაფულ, ენერგიულ გოგონას საკუთარი არჩევანი ძალიან მოსწონს და დარწმუნებულია, რომ უფრო დიდი წარმატებები წინ ელის.

ეკა ქალაქ საგარეჯოში დაიბადა და გაიზარდა. საშუალო სკოლაც იქ დაამთავრა და 2003 წელს თბილისის საავიაციო ინსტიტუტში, საინჟინრო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შეიტყო, რომ მფრინავების შერჩევა იყო გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა, შერჩევის რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა.

- ეკა, თავდაცვის სამინისტროში მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ?

- დაახლოებით მერვე კლასში სწავლისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა, სამხედრო მოსამსახურე გავმხდარიყავი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, კონკრეტულად რა სპეციალობას ავირჩევდი. მე-9 კლასში მივიღე გადაწყვეტილება, რომ 9 კლასის ბაზაზე, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა. რამდენიმე ფაკულტეტი იყო და ვფიქრობდი, რომელი პროფესია ამერჩია. საბოლოოდ, საავიაციო ფაკულტეტზე შევჩერდი, მივხვდი - მინდოდა, მფრინავი გავმხდარიყავი, მაგრამ იმ წელს გოგონები არ მიიღეს. სერიოზულად ვემზადებოდი: ვსწავლობდი უცხო ენებს და ვცდილობდი, სულ ფორმაში, ფიზიკურ მზადყოფნაში ვყოფილიყავი, რათა ის ნორმატივები, რომლებიც სამხედროს მოეთხოვება, მაქსიმალურად დამეძლია. ჰოდა, მიზანს მივაღწიე. თავდაცვის სამინისტროში 2007 წლიდან ვმუშაობ. ამჟამად მარნეულის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე ვარ, დავფრინავ საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავით, ე.წ. "ალბატროსზე". ჯერჯერობით Pსრული პროგრამა დამთავრებული არ მაქვს, ჯერ კიდევ კურსანტად მივიჩნევი.

- ბუნებით, ალბათ, ექსტრემალი ხართ. თქვენს ხასიათსა და გატაცებებზე გვესაუბრეთ.

- ექსტრემალი თუ არა ხარ, მფრინავი ვერც გახდები, მით უმეტეს, ისეთ თვითმფრინავს ვერ მართავ, რომელიც რეაქტიულია; თუ ეს ყველაფერი შინაგანად არ გიყვარს, ამას შენი სულიერი სამყარო არ გთხოვს, მუშაობა ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, ექსტრემალი ვარ, რადგან სირთულეები, ხიფათიანი ცხოვრება მიყვარს და საკუთარი არჩევანი ძალიან მომწონს. ჩემი პროფესია ლამაზი და საამაყოა. შეიძლება, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ როდესაც სამხედრო თვითმფრინავში ჯდები და ჰაერში ადიხარ, ფიქრობ, რომ მთელი ქვეყნის დაცვა შეგიძლია, ყველაფერი შენი კონტროლის ქვეშ გგონია და ძალიან ამაყი ხარ.

- ქალისთვის რამდენად რთულია ეს საქმე და როგორ გაართვით თავი?

- ქალისთვის საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ყველა ჩემი ქმედება ორმაგი დაკვირვების ობიექტად იყო ქცეული. თუ მამაკაცებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთვის ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - გავაკეთებთ თუ არა, შევძლებთ თუ არა დაკისრებული მისიის შესრულებას. ფსიქოლოგიური დატვირთვა უფრო რთული იყო, ვიდრე პროგრამის დაძლევა. ახლა ეს ეტაპი გავლილი მაქვს. როდესაც დამოუკიდებლად გავფრინდი, თითქმის არავის სჯეროდა, რომ ეს შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების მხრიდან უფრო მეტად, თანაგრძნობა და თანადგომა იგრძნობოდა, ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ. ეს გამაღიზიანებელია. გარკვეულწილად, მათიც მესმის - ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ იმავე საქმეს ვაკეთებ, ჩემს ფონზე გმირი აღარ ჩანს... არადა, მამაკაცებს სულაც არ ვეჯიბრები. მირჩევნია, ისინი ჩემზე მაგრები იყვნენ. უბრალოდ, ჩემებურად ვცდილობ, საქმე ვაკეთო და ქვეყანას ვემსახურო.

- იქნებ თქვენს პირველ ნაბიჯებზე ისაუბროთ ანუ იმ დღეზე, როცა პირველად, დამოუკიდებლად განახორციელეთ ფრენა.

- საავიაციო ინსტიტუტში ჩაბარებისას დიდი ბრძოლა დამჭირდა, რათა დამემტკიცებინა, რომ ამ ფაკულტეტზე სწავლას შევძლებდი. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გოგონები მიიღეს. ვცდილობდი, მეჩვენებინა, რომ ამ სფეროში წარმატების მიღწევა ქალსაც შეეძლო... პირველ კურსზე სწავლისას, ბოინგის სახელობის სტიპენდია მოვიპოვე. ინსტიტუტში 4 წელი ვისწავლე, ინჟინრის დიპლომი ავიღე. სახელმწიფო გამოცდებისთვის ვემზადებოდი, როდესაც საჰაერო სარდლობაში გასაუბრება გამოცხადდა. ვიცოდი, რომ მხოლოდ ბიჭებს იღებდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, ჩემთვისაც მოეცათ შანსი. დადგა საკითხი, რას ავირჩევდი - თვითმფრინავს თუ ვერტმფრენს. მაშინვე თვითმფრინავი ავირჩიე, რადგან მეტი ექსტრემია... რაც შეეხება დამოუკიდებლად ფრენას, - ავიაციაში მიღებულია, რომ დამოუკიდებლად ფრენის დღე მეორე დაბადების დღეს ნიშნავს, ამას მეორე ნათლობას ეძახიან. ეს დღე არასოდეს გავიწყდება... დამოუკიდებლად 2009 წლის 27 მარტს გავფრინდი. ვიდრე დამოუკიდებლად იფრენ, შემოწმებას ჯერ ინსტრუქტორთან გადიხარ, შემდეგ - ნაწილის მეთაურთან. საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი პიროვნებაა. მეშინოდა, არაფერი შემშლოდა. აქ ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. თუ მიიჩნიეს, რომ მზად არა ხარ, დაგიმატებენ პროგრამას, კიდევ - პრაქტიკას, რაც ვფიქრობ, სამარცხვინოა... ძალიან მოვინდომე, ფრენა კარგად გამომივიდა და მეთაურმა მითხრა, რომ გასაფრენად მზად ვიყავი. თავიდან შიში დამეუფლა, მაგრამ როგორც კი თვითმფრინავში ჩავჯექი, გავიფიქრე, რომ მივაღწიე იმას, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდი; შიში საერთოდ გამიქრა, დაძაბულობაც მომეხსნა. მერწმუნეთ, ეს ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. დაჯდომის შემდეგ მითხრეს, - მთელი საჰაერო ძალების ნაწილი არ სუნთქავდა, სანამ ჰაერში იყავიო... ამის შემდეგ დამოუკიდებლად ფრენა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

- ხიფათის წინაშე აღმოჩენილხართ?

- ჩემი პროფესია მუდმივად სახიფათოა. წვრილმანი სირთულეები მქონია, მაგრამ სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ავიაციაში ძალზე მნიშვნელოვანია წესების დაცვა. ნათქვამია, - თითოეული წესი სისხლით არის დაწერილიო. ერთი მათგანის დარღვევითაც შეიძლება, კატასტროფა გამოიწვიო ან საკუთარი თავი დაღუპო.

- ალბათ ბევრი კურიოზული სიტუაციაც გქონიათ. გვიამბეთ ამის შესახებ.

- საგარეჯოდან მარნეულში დავდივარ და დღეში დაახლოებით, 200 კილომეტრს ვფარავ. მაშინ მანქანის მართვა ახალი ნასწავლი მქონდა. დაახლოებით შუა გზაზე რომ ვიყავი, მივხვდი, სარკეებში უნდა გამეხედა. გავიხედე და იმხელა სატვირთო მანქანა დავინახე, შემეშინდა... მერე მთელი კვირა სულ ვლოცულობდი - ხმელეთზეც და ჰაერშიც, რომ ცოცხალი გადავრჩი. არადა, ჩემი ოჯახის წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ ავტომობილის მართვა ვიცოდი და მშვიდად იყვნენ. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია