პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება - ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე
ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება - ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის გამო მის ოჯახს და რუს ხალ­ხს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც მომ­ხდარს გმობს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ "ასე­თი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბი­ან".

"შეძ­რუ­ლი ვარ იმ სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დი­ით, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის ცენ­ტრში დატ­რი­ალ­და - მოკ­ლუ­ლია ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო რუსი პო­ლი­ტი­კო­სი ბო­რის ნემ­ცო­ვი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობ ამ სა­ში­ნელ ძა­ლა­დო­ბას, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ასე­თი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბი­ან და პა­სუხს აგე­ბენ კა­ნო­ნის წი­ნა­შე. ვი­ზი­ა­რებ მისი ოჯა­ხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნა­ვუგ­რძნობ რუს ხალ­ხს", - აცხა­დებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის გამო შეძრწუ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პირი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში", სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ მომ­ხდა­რი არის დარ­ტყმა მთლი­ა­ნად პროგ­რე­სუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის.

"შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბით. ის იყო პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ბოლო ორი ათწლე­უ­ლი და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ა­ლე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. ეს მკვლე­ლო­ბა არის დარ­ტყმა მთლი­ა­ნად პროგ­რე­სუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის და იგი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი", - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც მომ­ხდარს "სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბას" უწო­დებს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ის იბი­ექ­ტუ­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ ბო­რის ნემ­ცო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ბო­რის ნემ­ცო­ვი იყო პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე უკე­თე­სი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რუ­სე­თის­თვის იღწ­ვო­და. ბო­რის ნემ­ცო­ვი და­აკ­ლდე­ბა რუს ხალ­ხს და მათ უკე­თეს მო­მა­ვალს, მის ოჯახს, მე­გობ­რებს და კო­ლე­გებს მთელს დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ში.

იმე­დია ეს სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა სწრა­ფად და ობი­ექ­ტუ­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯე­ბი­ან", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი კი ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ მკვლე­ლო­ბას უწო­დებს.

"არა­ვი­თარ ეჭვს არ იწ­ვევს, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა. ეს არის პუ­ტი­ნის პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რუ­სე­თის­თვის არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც კლა­ვენ პო­ლი­ტი­კო­სებს, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს. სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ეს ნიშ­ნავს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შორს უნდა ვი­ყოთ ისე­თი ქვეყ­ნი­სა­გან, სა­დაც ასე­თი ტი­პის ან­გა­რიშს­წო­რე­ბე­ბი ხდე­ბა. პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე ყვე­ლა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დაგ­ვა­ახ­ლო­ებს რუ­სეთს, დაგ­ვა­ახ­ლო­ებს ასე­თი ტი­პის ან­გა­რიშს­წო­რე­ბებ­თან, რაც სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი იყოს ისე­თი ქვეყ­ნი­სა­გან, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ნემ­ცო­ვი იყო რუ­სე­თის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე.

"ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო რუ­სეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის. რაც დრო გა­დის და რაც უფრო მძი­მე ხდე­ბა, რუ­სე­თის რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ატა­ნა, მით უფრო ბევ­რს ვფიქ­რობ ჩემს მე­გობ­რებ­ზე და ახ­ლობ­ლებ­ზე, რო­მელ­თა ნა­წი­ლი უკვე ცო­ცხა­ლი აღარ არის. რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კონ, რომ ნემ­ცო­ვი, რა­ღაც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო გარ­ჩე­ვას შე­ე­წი­რა და უკვე ასე­თი ვერ­სია გა­მოთ­ქვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­დე­საც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი არის მოკ­ლუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა დე­მოკ­რა­ტი­ი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით.

"წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს იტყვის. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ფონი იმ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მძი­მეა", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ბო­რის ნემ­ცო­ვი გუ­შინ ღა­მით სე­ირ­ნო­ბი­სას მოკ­ლეს. მას თან ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი ახ­ლდა, რო­მე­ლიც წუ­ხელ უკვე და­ი­კი­თხა.

იხი­ლეთ: ფო­ტო­კად­რე­ბი ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან

იხი­ლეთ ვი­დეო: კა­მე­რებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ა­ფიქ­სი­რეს, სა­ი­და­ნაც ბო­რის ნემ­ცოვს ეს­რო­ლეს

ტეგი: ყვე­ლა სი­ახ­ლე ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ

ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება - ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება - ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო მის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს.

ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს გმობს და იმედს გამოთქვამს, რომ "ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან".

"შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა - მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ რუს ხალხს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ნემცოვის მკვლელობის გამო შეძრწუნებულია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ბორის ნემცოვის მკვლელობას საქართველოს პირველი პირი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისთვის.

"შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს "საზარელ მკვლელობას" უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის იბიექტურად იქნება გამოძიებული.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბორის ნემცოვის გარდაცვალების გამო. ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა. ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს, მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს მთელს დემოკრატიულ სამყაროში.

იმედია ეს საზარელი მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური კი ბორის ნემცოვის მკვლელობას პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს.

"არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება. რუსეთისთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლავენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს. საქართველოსათვის ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შორს უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ასეთი ტიპის ანგარიშსწორებები ხდება. პოლიტიკურ ნიადაგზე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დაგვაახლოებს რუსეთს, დაგვაახლოებს ასეთი ტიპის ანგარიშსწორებებთან, რაც სრულიად მიუღებელია. ამიტომ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ადამიანების მკვლელობები ხდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. მისივე თქმით, ნემცოვი იყო რუსეთის რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარე.

"ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო რუსეთში დემოკრატიული მოძრაობის. რაც დრო გადის და რაც უფრო მძიმე ხდება, რუსეთის როგორც სახელმწიფოს ატანა, მით უფრო ბევრს ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე და ახლობლებზე, რომელთა ნაწილი უკვე ცოცხალი აღარ არის. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ნემცოვი, რაღაც საყოფაცხოვრებო გარჩევას შეეწირა და უკვე ასეთი ვერსია გამოთქვა ხელისუფლებამ, როდესაც ასეთი მნიშვნელობის ოპოზიციონერი არის მოკლული, პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებაზეა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება არ გამოირჩევა დემოკრატიისადმი განსაკუთრებული პატივისცემით.

"წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის. დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსებისთვის ფონი იმ ქვეყანაში ძალიან მძიმეა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბორის ნემცოვი გუშინ ღამით სეირნობისას მოკლეს. მას თან ახალგაზრდა უკრაინელი ქალი ახლდა, რომელიც წუხელ უკვე დაიკითხა.

იხილეთ: ფოტოკადრები ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან

იხილეთ ვიდეო: კამერებმა, სავარაუდოდ, ის ავტომობილი დააფიქსირეს, საიდანაც ბორის ნემცოვს ესროლეს

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა