უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი მე-17 სართულიდან გადახტა

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი მე-17 სართულიდან გადახტა

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა, პარტია "რეგიონების" წევრმა, მიხაილ ჩეჩეტოვმა თავი მოიკლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

"ის თავისი საცხოვრებელი კორპუსის მე-17 სართულიდან გადახტა", - წერს შს მინისტრის პრესსამსახური.

გამოძიების ცნობით, ჩეჩეტოვმა თვითმკვლელობის შესახებ წერილი დატოვა, რომელიც მოგვიანებით მისმა მეუღლემ ნახა.

მიხაილ ჩეჩეტოვის წინააღმდეგ პროკურატურას საქმე ჰქონდა აღძრული, მას უფლებამოსილების გადაჭარბებაში და თაღლითობაში სდებდნენ ბრალს.

21 თებერვალს კიევის სასამართლომ ჩეჩეტოვის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მოგვიანებით გირაოს წესით გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა