რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმე 23 წლის უკრაინელი მოდელი ანნა დურიტსკაიაა. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა გოგონა არ დაშავებულა. სამართალდამცავებმა მოდელი უკვე დაკითხეს.
როგორც "ლაიფნიუსი" წერს უკრაინელ მოდელთან რუს ოპოზიციონერს ახლო კავშირი ჰქონდა. როგორც თავად ანნა დურიტსკაია ამბობს, ის ნემცოვს თავიდან სავაჭრო ცენტრ "გუმში" ელოდებოდა, სადაც ისინი ვახშმობას გეგმავდნენ. დაახლოებით 23 საათისთვის წყვილი ქუჩაში ფეხით გამოვიდა და ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი სწორედ უკრაინელი მოდელია.
იხილეთ ფოტოგალერეა