გამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა - უახლესი ცნობები

გამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა - უახლესი ცნობები

გამოძიებამ გუშინ საღამოს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა. "იტარ-ტასი" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრნობით იტყობინება, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ნემცოვმა და მისმა თანმხლებმა უკრაინელმა მოდელმა სავაჭრო ცენტრ "გუმში" ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს.

"ვახშმის შემდეგ ისინი ფეხით სასეირნოდ გამოვიდნენ ქუჩაში. როგორც ირკვევა, ნემცოვს სწორედ "გუმიდან" აედევნა მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე, რომელიც მკვლელს ატყობინებდა ოპოზიციონერის გადაადგილების შესახებ. პოლიტიკოსი გოგონასთან ერთად წითელი მოედნის გავლით ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. ისინი შემდეგ კრემლის სიახლოვეს მდებარე ხიდზე გადავიდნენ და ბალოტის მოედნისკენ მიდიოდნენ. თუმცა, ხიდზე გამოჩნდა უცხო მარკის ავტომობილი, საიდანაც ნემცოვს ესროლეს. მანქანა მალევე გაუჩინარდა", - ამბობს წყარო სამართალდამცავი ორგანოებიდან.

პოლიციის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის ექსპერტიზა ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აღძრა.

იხილეთ ასევე: მკვლელობის მომენტში 23 წლის უკრაინელი მოდელი ანნა დურიტსკაია ახლდა თან - ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა დეტალი და მსოფლიო ლიდერთა გამოხამურება

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა