საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ კერი - ბორის ნემცოვი ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს
ჯონ კერი - ბორის ნემცოვი ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს

ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯონ კერი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებს, რათა დრო­უ­ლად ჩა­ტარ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას გა­და­ე­ცეს.

"შე­მაძ­რწუ­ნა და და­მამ­წუხ­რა მოს­კო­ვის ცენ­ტრში, რუ­სე­თის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის ბო­რის ნემ­ცო­ვის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის ამ­ბავ­მა. ბო­რის ნემ­ცოვ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა უფრო დე­მოკ­რა­ტი­ულ, წარ­მა­ტე­ბულ და ღია რუ­სეთს მი­უ­ძღვნა. აგ­რეთ­ვე, რუ­სეთ­სა და მის მე­ზო­ბელ და პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მჭიდ­რო კავ­შირს. ის თა­ვის ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რა რო­გორც მთავ­რო­ბის წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი და აქ­ტი­ვის­ტი. ის ყვე­ლა პოსტზე ცდი­ლობ­და რუ­სე­თის რე­ფორ­მი­რე­ბას და გახ­სნას; რუსი ხალ­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რომ მათ მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ის ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა რუ­სეთს და მთელ მსოფ­ლი­ოს. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებს, რათა დრო­უ­ლად ჩა­ტარ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას გა­და­ე­ცეს. ჩვე­ნი ფიქ­რე­ბით რუს ხალ­ხთან, ბა­ტო­ნი ნემ­ცო­ვის ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ვართ", - აცხა­დებს კერი.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ჯონ კე­რის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ტეგი: ყვე­ლა სი­ახ­ლე ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ჯონ კერი - ბორის ნემცოვი ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს

ჯონ კერი - ბორის ნემცოვი ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს

ბორის ნემცოვის მკვლელობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი განცხადებით ეხმაურება. სახელმწიფო მდივნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცეს.

"შემაძრწუნა და დამამწუხრა მოსკოვის ცენტრში, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის ბორის ნემცოვის სასტიკი მკვლელობის ამბავმა. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება უფრო დემოკრატიულ, წარმატებულ და ღია რუსეთს მიუძღვნა. აგრეთვე, რუსეთსა და მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირს. ის თავის ქვეყანას ემსახურა როგორც მთავრობის წევრი, პარლამენტარი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი, პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი. ის ყველა პოსტზე ცდილობდა რუსეთის რეფორმირებას და გახსნას; რუსი ხალხის გაძლიერებას, რომ მათ მეტი ძალაუფლება ჰქონოდათ ქვეყნის ცხოვრებაში. ის ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცეს. ჩვენი ფიქრებით რუს ხალხთან, ბატონი ნემცოვის ოჯახთან და მეგობრებთან ვართ", - აცხადებს კერი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა