პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, არ გაიმეოროთ! როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება" - რომან გოცირიძის სქემა
"გთხოვთ, არ გაიმეოროთ! როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება" - რომან გოცირიძის სქემა

"იმე­დის" გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ის" ეთერ­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბი­სა და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის გზებ­ზე ისა­უბ­რა.

"გთა­ვა­ზობთ გეგ­მას, რო­გორ უნდა და­ამ­ხოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად გა­დის ტრი­უ­კე­ბი, ხან სი­მაღ­ლი­დან ხტე­ბი­ან, ხან სა­ხი­ფა­თო სვლებს აკე­თე­ბენ, ამ დროს ხში­რად არის ხოლ­მე წარ­წე­რა, რომ გთხოვთ არ გა­ი­მე­ო­როთ. ამა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­თი­თე­ბენ ბავ­შვებს. ახლა რა­საც ვი­ტყვი გთხოვთ, არ გა­ი­მე­ო­როთ. ახლა გთა­ვა­ზობთ სქე­მას, რო­გორც უნდა და­ამ­ხოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ეს გა­კეთ­დე­ბა არა მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, არა­მედ ქვე­ყა­ნაც მოჰ­ყვე­ბა ნამ­სხვრე­ვებ­ში. ამი­ტომ, გირ­ჩევთ, არ გა­ა­კე­თოთ. რაც შე­ე­ხე­ბა სქე­მას: 1) უნდა წა­ი­კი­თხოთ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სად­მი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­მოთ­ქმუ­ლი იყო გუ­შინ და რა არ გა­ა­კე­თა ეროვ­ნულ­მა ბან­კმა და ურ­ჩევ­დნენ, რომ ეს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ", - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის მი­თი­თე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეროვ­ნულ ბანკს მის­ცა, ქვე­ყა­ნას ეკო­ნო­მი­კურ კო­ლაფ­სამ­დე მი­იყ­ვან­და. გო­ცი­რი­ძის თქმით, ეროვ­ნულ ბანკს, რომ მოლ­დო­ვი­სა და სომ­ხე­თის გა­მო­ციდ­ლე­ბა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა და სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 5%-ის ნაც­ვლად უფრო მეტი და­ე­ხარ­ჯა, ეს რე­ზერ­ვე­ბის და­კარ­გვას გა­მო­იწ­ვევ­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ ის ხე­ლი­სუ­ფელ­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი გეგ­მა არას­დროს უნდა გა­ი­მე­ო­რონ პრაქ­ტი­კა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის გეგ­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს, არის სწო­რი, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, რად­გან ექ­სპერ­ტის აზ­რით, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა მთავ­რო­ბას ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა და ინ­ვეს­ტო­რის მო­ძებ­ნა გა­უ­ჭირ­დეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"გთხოვთ, არ გაიმეოროთ! როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება" - რომან გოცირიძის სქემა

"გთხოვთ, არ გაიმეოროთ! როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება" - რომან გოცირიძის სქემა

"იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ ლარის გაუფასურებისა და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის გზებზე ისაუბრა.

"გთავაზობთ გეგმას, როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება.

ტელევიზიით ხშირად გადის ტრიუკები, ხან სიმაღლიდან ხტებიან, ხან სახიფათო სვლებს აკეთებენ, ამ დროს ხშირად არის ხოლმე წარწერა, რომ გთხოვთ არ გაიმეოროთ. ამაზე განსაკუთრებით მიუთითებენ ბავშვებს. ახლა რასაც ვიტყვი გთხოვთ, არ გაიმეოროთ. ახლა გთავაზობთ სქემას, როგორც უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება, მაგრამ თუ ეს გაკეთდება არა მარტო ხელისუფლება შეიცვლება, არამედ ქვეყანაც მოჰყვება ნამსხვრევებში. ამიტომ, გირჩევთ, არ გააკეთოთ. რაც შეეხება სქემას: 1)  უნდა წაიკითხოთ ეროვნული ბანკისადმი პრეტენზიები, რომელიც გამოთქმული იყო გუშინ და რა არ გააკეთა ეროვნულმა ბანკმა და ურჩევდნენ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ", - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, ის მითითებები, რომლებიც ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკს მისცა, ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანდა. გოცირიძის თქმით, ეროვნულ ბანკს, რომ მოლდოვისა და სომხეთის გამოციდლება გაეზიარებინა და სარეზერვო ფონდიდან 5%-ის ნაცვლად უფრო მეტი დაეხარჯა, ეს რეზერვების დაკარგვას გამოიწვევდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ხელისუფელბის მიერ წარდგენილი გეგმა არასდროს უნდა გაიმეორონ პრაქტიკაში. რაც შეეხება გამოსავალს, გოცირიძის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის გეგმა, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზებას გულისხმობს, არის სწორი, თუმცა დაგვიანებული, რადგან ექსპერტის აზრით, არსებულ ვითარებაში შესაძლოა მთავრობას ქონების პრივატიზება და ინვესტორის მოძებნა გაუჭირდეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა