მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და მოცეკვავე სალომე ჭაჭუას დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აქტუალობას არ კარგავს. წყვილის დაძაბული ურთიერთობის შესახებ საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, გუშინ კი მაია ასათიანის გადაცემაში სალომე ჭაჭუას პასუხმა შეკითხვაზე ნამდვილად დაენგრა თუ არა ოჯახი, საზოგადოება კვლავ ააფორიაქა.
გუშინდელი გადაცემის შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიორგი ვარდოსანიძემაც.
"მოდი ამ კითხვაზე პასუხისგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ და კომენტარს არ გავაკეთებ, ყველას სურვილს პატივი ვცეთ. შეგიძლია სიტყვა სიტყვით ასე დაწეროთ?", - განუცხადა ვარდოსანიძემ ერთ-ერთ სააგენტოს.
იხილეთ ასევე: დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე - ''გადაცემამდეც ვცხოვრობდით''
რას პასუხობს სალომე ჭაჭუა მაია ასათიანის კითხვას, დაშორდა თუ არა გიორგი ვარდოსანიძეს