მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის ქართველი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული
17 წლის ქართველი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის მო­ნას­ტრის ეზო­ში ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მგლო­ვი­ა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა მი­ი­პყრო. ისი­ნი ბე­რის საფ­ლავს დას­ტრი­ა­ლებ­დნენ...

რო­დე­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, საფ­ლა­ვის ქვა­ზე გა­კე­თე­ბულ წარ­წე­რა­ზე ამო­ვი­კი­თხე: "ბერი ან­დრია მი­ლო­რა­ვა - 1994-2011". და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირი 17 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლი­ლი­ყო... ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის საფ­ლავ­თან იდ­გნენ, ბე­რის მშობ­ლე­ბი, დე­ი­და და ბე­ბია აღ­მოჩ­ნდნენ. რა თქმა უნდა, და­ვინ­ტე­რეს­დი, ასეთ­მა ახალ­გაზ­რდამ რო­გორ და რო­დის მო­ას­წრო ბე­რად აღ­კვე­ცა-მეთ­ქი? ამის გარ­კვე­ვი­სას კი ერთი დევ­ნი­ლი ოჯა­ხის სა­ო­ცა­რი თავ­გა­და­სავ­ლის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, რო­მელ­მაც შემძრა...

მი­ლე­დი ჩხვი­მი­ა­ნი, ბერი ან­დრი­ას დედა:

- სო­ხუმ­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე; ოთხი ძმა და ორი და მყავს. პრო­ფე­სი­ით და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი ვარ. ამას­თან, აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლშიც ვცეკ­ვავ­დი... კარ­გად ვცხოვ­რობ­დით, არა­ფე­რი გვი­შავ­და, მაგ­რამ აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო... ჩემი ძმე­ბი წინა ხაზ­ზე იბ­რძოდ­ნენ. არც მშობ­ლებს და­უ­ტო­ვე­ბი­ათ სო­ხუ­მი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერც მე მი­ვა­ტო­ვე, ექთა­ნის ექ­სტრე­მა­ლუ­რი კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე და მე­ომ­რებს რო­გორც ექთა­ნი ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი... ყო­ვე­ლი შე­მო­ტე­ვის შემ­დეგ გუ­ლის კან­კა­ლით ვეც­ნო­ბო­დი გარ­დაც­ვლილ­თა სი­ებს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ჩემს ძმებს ვე­ძებ­დი, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­დარ­ჩნენ, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი კი და­მე­ღუ­პა... ისე მოხ­და, რომ ომის დროს გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე - ემ­ზარ მი­ლო­რა­ვა. ისიც იბ­რძო­და. ჩემი მაზ­ლი - ნუგ­ზა­რი კი ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი გახ­ლდათ. ასე რომ, მე და ემ­ზარ­მა ღვთის ნე­ბით, ომის დროს (1993 წლის 2 ივ­ლისს) შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი... სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს მთელ ოჯახს ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა მოგ­ვიხ­და. უღელ­ტე­ხილ­ზე 9 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­ხით მივ­დი­ო­დით... გზა­ში უამ­რა­ვი გარ­დაც­ვლი­ლი გვხვდე­ბო­და. 4 თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის ამ ყვე­ლაფ­რის ხილ­ვა მძი­მე ასა­ტა­ნი იყო... მოკ­ლედ, ღვთის წყა­ლო­ბით, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი გზის შემ­დეგ ჩა­ვაღ­წი­ეთ სო­ფელ ჭუ­ბე­რამ­დე. წარ­მო­შო­ბით იქი­დან ვართ და ჩვე­ნი ბა­ბუ­ის სახ­ლში მი­ვე­დით, მაგ­რამ იქ 60 კა­ცამ­დე დევ­ნი­ლი დაგ­ვხვდა. მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში ჩვე­ნი ად­გი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. რად­გან ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, მამა ჩემ გამო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წუხ­და. იმ­დე­ნი დღის ძა­ლა­გა­მოც­ლილს მოს­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და და რო­გორ­ღაც სვა­ნუ­რი ღუმ­ლის ქვეშ და­მი­გეს ქვე­შა­გე­ბი...

- დიდ­ხანს იყა­ვით ჭუ­ბერ­ში ასეთ პი­რო­ბებ­ში?

- რაკი ჩვენს სახ­ლში ად­გი­ლი არ იყო, ჭუ­ბე­რი­დან სო­ფელ ლა­ტალ­ში, დე­ი­დას­თან გა­და­ვე­დით. ჩემი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი ჩემი მაზ­ლის მო­სა­ძებ­ნად წა­ვიდ­ნენ (ის უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა შო­რის იყო), მე და ჩემი მე­უღ­ლე კი სვა­ნეთ­ში დავ­რჩით, რად­გან სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი არ გვქონ­და...

- თქვე­ნი მაზ­ლის კვალს სა­ბო­ლო­ოდ მი­ა­გე­ნით?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერა...

- ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ო­დი ბო­ლომ­დე სვა­ნეთ­ში გა­ა­ტა­რეთ?

- კი. სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. თურ­მე ექი­მებს დე­და­ჩე­მის­თვის უთ­ქვამთ, შვი­ლი არ ეყო­ლე­ბაო. არა­და, გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ვორ­სულ­დი. ამის შე­სა­ხებ დე­დას რომ ვა­ხა­რე, შე­ი­ცხა­და, რაც გა­მიკ­ვირ­და. ჩე­მებს სე­რი­ო­ზუ­ლი შიში ჰქონ­დათ, რომ ბავ­შვის გა­ჩე­ნას ვერ შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ ექი­მე­ბის პროგ­ნო­ზე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, 1994 წლის 23 თე­ბერ­ვალს ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ბავ­შვს ჩემი მაზ­ლის სა­ხე­ლი - ნუგ­ზა­რი და­ვარ­ქვით... პა­ტა­რა 4 თვის იყო, ქუ­თა­ის­ში რომ გა­და­ვე­დით. სას­ტუმ­რო "ქუ­თა­ი­სის" ერთ ოთახ­ში, ორად­გი­ლი­ან ნო­მერ­ში 9 სული ვცხოვ­რობ­დით. ჩვილ­მა პირ­ვე­ლი სი­ტყვა რა­ტომ­ღაც, სვა­ნუ­რად თქვა - იმღა (რა­ტომ?)... მშვი­დი და საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. კარ­გად სწავ­ლობ­და და წერ­და, მაგ­რამ ცოდ­ნის გა­მოვ­ლი­ნე­ბის მხრივ არ აქ­ტი­უ­რობ­და... მისი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, მო­თხრო­ბე­ბი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. 12 წლის იყო, როცა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის ერთ ბრო­შუ­რად გა­მო­ცე­მის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რად­გა­ნაც თვი­თონ არ უფრთხილ­დე­ბო­და იმ ნა­წე­რებს. შემ­დეგ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის კრე­ბულს თუ ვინ­მეს ვა­ჩუ­ქებ­დი, რცხვე­ნო­და...

- რო­გორც გა­ვი­გე, საკ­მა­ოდ პა­ტა­რას გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, მო­მა­ვალ­ში ბე­რად აღ­კვე­ცი­ლი­ყო...

- კი, მე­ექ­ვსეკ­ლა­სელ­მა მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მისი კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა, ცირა ყუ­რაშ­ვილ­მა კლუ­ბი - "მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კა" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ბავ­შვე­ბი იქ წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­დნენ და შემ­დეგ თა­ნა­ტო­ლებს უყ­ვე­ბოდ­ნენ წა­კი­თხუ­ლის შე­სა­ხებ. ერთ-ერთი წიგ­ნი ბერი ან­დრია ყუ­რაშ­ვი­ლის (აფხა­ზეთ­ში - კო­მან­ში დახ­ვრი­ტეს) ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და, რომ­ლის წა­კი­თხვა­მაც სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­უ­ტო­ვა... იმ კლუ­ბის მეშ­ვე­ო­ბით ბავ­შვებ­მა ბევ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მო­ი­ლო­ცეს... ერთხე­ლაც, ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, მა­რი­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა და­მი­ბა­რა და მი­თხრა, - იცით, რომ თქვენს შვილს ბე­რო­ბა უნ­დაო? ამის მოს­მე­ნა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ მა­შინ, ღვთის მად­ლით, ასე­თი სი­ტყვე­ბი წარ­მოვ­თქვი: დი­დე­ბა ღმერ­თს, თუ იმის ღირ­სი გავ­ხდე­ბი, რომ ჩემი შვი­ლი უფ­ლის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბა-მეთ­ქი! ნუგ­ზა­რის ამ სურ­ვილ­ზე მა­მა­მისს მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და: - ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავს და ბე­რად რა­ტომ უნდა აღიკ­ვე­ცო­სო?!. მაგ­რამ იმის შემ­დეგ ამ თე­მა­ზე ყუ­რა­დღე­ბა არც ერთს არ გაგ­ვი­მახ­ვი­ლე­ბია.

- მამა ან­დრი­ას უკურ­ნე­ბე­ლი სენი რო­დის შე­ე­ყა­რა?

- მე­ცხრე კლა­სი რომ და­ამ­თავ­რა, შე­ვა­ტყვე, რომ სწავ­ლას მო­უკ­ლო, რის­თვი­საც ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი. მე­უბ­ნე­ბო­და, - დედა, არ შე­მიძ­ლია, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი ვარ, მალე ვიღ­ლე­ბიო. არა­და, რა ვი­ცო­დი, ბავ­შვს თურ­მე უკურ­ნე­ბე­ლი სენი ჰქონ­და შეყ­რი­ლი. გა­სა­ო­ცა­რი კი ის არის, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, გა­მოკ­ვლე­ვებს ვუ­ტა­რებ­დი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი იყო. არა­და, მე­ო­თხე სტა­დი­ის კიბო ჰქო­ნია და ამას ვერც ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვერ ამ­ჩნევ­და. რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნება იყო, მას ის მძი­მე დღე­ე­ბი უნდა გა­ევ­ლო, რაც გა­ი­ა­რა... სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან, თავს სუს­ტად რომ გრძნობ­და, თურ­მე იცო­და (სიზ­მარ­ში გა­მო­ცხა­დე­ბა ჰქონ­და), რაც სჭირ­და... მის სი­სუს­ტეს ძი­რი­თა­დად გარ­და­ტე­ხის ასაკს აბ­რა­ლებ­დნენ. ტუბ­დის­პან­სერ­ში მხო­ლოდ მა­შინ და­ეჭ­ვდნენ, რო­დე­საც ფილ­ტვში 2 დიდი ინ­ფილტრა­ტი (ქსო­ვი­ლის გამ­კვრი­ვე­ბა) აღ­მო­უ­ჩი­ნეს; სა­ვა­რა­უ­დოდ, ტუ­ბერ­კუ­ლო­მა­აო. არა­და, თვი­თონ ამ­ბობ­და, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი არ სჭირ­და... შემ­დეგ ფილ­ტვზე ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და და­დას­ტურ­და, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი კი არა, კიბო ჰქონ­და. ონ­კო­ლო­გი­ურ­ში რომ გაგვგზავ­ნეს, მე­კი­თხე­ბო­და, რა მჭირ­სო? - სიმ­სივ­ნე, ოღონდ, კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი-მეთ­ქი. ქი­მი­ო­თე­რა­პია რომ და­უ­ნიშ­ნეს, მკი­თხა, - თუ კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, მა­შინ "ქი­მია" რა­ტომ უნდა გა­მი­კე­თო­ნო?.. მოკ­ლედ, ნელ-ნელა მივ­ყავ­დი იმ აზ­რამ­დე, რომ მის უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას შევ­გუ­ე­ბო­დი... ერთხელ ჩემი მე­გო­ბა­რი ონ­კო­ლო­გი მის სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და. ნუგ­ზარ­მა მას ჰკი­თხა: რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტებს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე უდ­გინ­დე­ბათ, თუ ეუბ­ნე­ბით ამის შე­სა­ხე­ბო? ვერ ვე­უბ­ნე­ბიო, - მი­უ­გო მან. - ამის უფ­ლე­ბა არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რად­გა­ნაც ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს, რომ სუ­ლის სა­ცხო­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა სჭირს და ამ სოფ­ლი­დან გას­ვლის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს; თუ პა­ცი­ენ­ტებს ამას არ ეტყვით, მა­შინ მო­ძღვარს აღ­სა­რე­ბი­სას უთხა­რით, რომ ავად­მყო­ფებს ატყუ­ებთ და ეს ცოდ­ვა მო­ი­ნა­ნი­ე­თო. ჩემი მე­გო­ბა­რი ცუ­დად გახ­და, იტი­რა... იმის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მის­თვის არა­ფე­რი და­მე­მა­ლა... რო­დე­საც ჩვენ შო­რის უკვე არა­ფე­რი იყო და­მა­ლუ­ლი, შენ­დო­ბა მთხო­ვა, - იმის­თვის, რომ ჩემ გამო ასე და­ი­ტან­ჯეო. ყო­ველ მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს სხე­ულ­ზე ახალ წარ­მო­ნაქ­მნს რომ პო­უ­ლობ­და, ამ­ბობ­და, - თუ ღვთის წყა­ლო­ბა იქ­ნე­ბა, ის რო­გორც გაჩ­ნდა, ისე­ვე გაქ­რე­ბაო... მაგ­რამ ბო­ლოს ისიც იცო­და, რომ ეს არ მოხ­დე­ბო­და და მამ­შვი­დებ­და: რას იზამ, დედა, ასეა, ამ ქვეყ­ნი­დან 17 წლის ასაკ­ში უნდა გა­ვი­დეო...

-ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დენ ხანს იწვა?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

17 წლის ქართველი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

17 წლის ქართველი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

ანტონ მარტყოფელის მონასტრის ეზოში ჩემი ყურადღება მგლოვიარე ადამიანების ჯგუფმა მიიპყრო. ისინი ბერის საფლავს დასტრიალებდნენ...

როდესაც მივუახლოვდი, საფლავის ქვაზე გაკეთებულ წარწერაზე ამოვიკითხე: "ბერი ანდრია მილორავა - 1994-2011". დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი იმაზე მეტყველებდა, რომ სასულიერო პირი 17 წლის ასაკში გარდაცვლილიყო... ადამიანები, რომლებიც მის საფლავთან იდგნენ, ბერის მშობლები, დეიდა და ბებია აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, დავინტერესდი, ასეთმა ახალგაზრდამ როგორ და როდის მოასწრო ბერად აღკვეცა-მეთქი? ამის გარკვევისას კი ერთი დევნილი ოჯახის საოცარი თავგადასავლის შესახებ შევიტყვე, რომელმაც შემძრა...

მილედი ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას დედა:

- სოხუმში, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და გავიზარდე; ოთხი ძმა და ორი და მყავს. პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ. ამასთან, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლშიც ვცეკვავდი... კარგად ვცხოვრობდით, არაფერი გვიშავდა, მაგრამ აფხაზეთში ომი დაიწყო... ჩემი ძმები წინა ხაზზე იბრძოდნენ. არც მშობლებს დაუტოვებიათ სოხუმი. ოჯახის წევრები ვერც მე მივატოვე, ექთანის ექსტრემალური კურსები გავიარე და მეომრებს როგორც ექთანი ვემსახურებოდი... ყოველი შემოტევის შემდეგ გულის კანკალით ვეცნობოდი გარდაცვლილთა სიებს და საავადმყოფოებში ჩემს ძმებს ვეძებდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველანი ცოცხლები გადარჩნენ, ბიძაშვილები კი დამეღუპა... ისე მოხდა, რომ ომის დროს გავიცანი ჩემი მეუღლე - ემზარ მილორავა. ისიც იბრძოდა. ჩემი მაზლი - ნუგზარი კი ჩვენი ბატალიონის მეთაური გახლდათ. ასე რომ, მე და ემზარმა ღვთის ნებით, ომის დროს (1993 წლის 2 ივლისს) შევქმენით ოჯახი... სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს მთელ ოჯახს ქალაქის დატოვება მოგვიხდა. უღელტეხილზე 9 დღე-ღამის განმავლობაში ფეხით მივდიოდით... გზაში უამრავი გარდაცვლილი გვხვდებოდა. 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ჩემთვის ამ ყველაფრის ხილვა მძიმე ასატანი იყო... მოკლედ, ღვთის წყალობით, ჯოჯოხეთური გზის შემდეგ ჩავაღწიეთ სოფელ ჭუბერამდე. წარმოშობით იქიდან ვართ და ჩვენი ბაბუის სახლში მივედით, მაგრამ იქ 60 კაცამდე დევნილი დაგვხვდა. მამაპაპისეულ სახლში ჩვენი ადგილი არ აღმოჩნდა. რადგან ფეხმძიმედ ვიყავი, მამა ჩემ გამო განსაკუთრებულად წუხდა. იმდენი დღის ძალაგამოცლილს მოსვენება მჭირდებოდა და როგორღაც სვანური ღუმლის ქვეშ დამიგეს ქვეშაგები...

- დიდხანს იყავით ჭუბერში ასეთ პირობებში?

- რაკი ჩვენს სახლში ადგილი არ იყო, ჭუბერიდან სოფელ ლატალში, დეიდასთან გადავედით. ჩემი დედამთილ-მამამთილი ჩემი მაზლის მოსაძებნად წავიდნენ (ის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის იყო), მე და ჩემი მეუღლე კი სვანეთში დავრჩით, რადგან სხვაგან წასასვლელი არ გვქონდა...

- თქვენი მაზლის კვალს საბოლოოდ მიაგენით?

- სამწუხაროდ, ვერა...

- ფეხმძიმობის პერიოდი ბოლომდე სვანეთში გაატარეთ?

- კი. სანამ გავთხოვდებოდი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. თურმე ექიმებს დედაჩემისთვის უთქვამთ, შვილი არ ეყოლებაო. არადა, გათხოვების შემდეგ მალევე დავორსულდი. ამის შესახებ დედას რომ ვახარე, შეიცხადა, რაც გამიკვირდა. ჩემებს სერიოზული შიში ჰქონდათ, რომ ბავშვის გაჩენას ვერ შევძლებდი, მაგრამ ექიმების პროგნოზების საწინააღმდეგოდ, 1994 წლის 23 თებერვალს ვაჟიშვილი შემეძინა. ბავშვს ჩემი მაზლის სახელი - ნუგზარი დავარქვით... პატარა 4 თვის იყო, ქუთაისში რომ გადავედით. სასტუმრო "ქუთაისის" ერთ ოთახში, ორადგილიან ნომერში 9 სული ვცხოვრობდით. ჩვილმა პირველი სიტყვა რატომღაც, სვანურად თქვა - იმღა (რატომ?)... მშვიდი და საყვარელი ბავშვი იყო. კარგად სწავლობდა და წერდა, მაგრამ ცოდნის გამოვლინების მხრივ არ აქტიურობდა... მისი ჩანახატები, მოთხრობები ხელიდან ხელში გადადიოდა. 12 წლის იყო, როცა მისი ნამუშევრების ერთ ბროშურად გამოცემის სურვილი გამიჩნდა, რადგანაც თვითონ არ უფრთხილდებოდა იმ ნაწერებს. შემდეგ მისი ნამუშევრების კრებულს თუ ვინმეს ვაჩუქებდი, რცხვენოდა...

- როგორც გავიგე, საკმაოდ პატარას გასჩენია სურვილი, მომავალში ბერად აღკვეცილიყო...

- კი, მეექვსეკლასელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მისი კლასის დამრიგებელმა, ცირა ყურაშვილმა კლუბი - "მოძრავი ბიბლიოთეკა" ჩამოაყალიბა. ბავშვები იქ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ თანატოლებს უყვებოდნენ წაკითხულის შესახებ. ერთ-ერთი წიგნი ბერი ანდრია ყურაშვილის (აფხაზეთში - კომანში დახვრიტეს) ცხოვრებას ეხებოდა, რომლის წაკითხვამაც საოცარი შთაბეჭდილება დაუტოვა... იმ კლუბის მეშვეობით ბავშვებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი მოილოცეს... ერთხელაც, ინგლისურის მასწავლებელმა, მარინა გიორგობიანმა დამიბარა და მითხრა, - იცით, რომ თქვენს შვილს ბერობა უნდაო? ამის მოსმენა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მაშინ, ღვთის მადლით, ასეთი სიტყვები წარმოვთქვი: დიდება ღმერთს, თუ იმის ღირსი გავხდები, რომ ჩემი შვილი უფლის სამსახურში ჩადგება-მეთქი! ნუგზარის ამ სურვილზე მამამისს მწვავე რეაქცია ჰქონდა: - ერთადერთი შვილი მყავს და ბერად რატომ უნდა აღიკვეცოსო?!. მაგრამ იმის შემდეგ ამ თემაზე ყურადღება არც ერთს არ გაგვიმახვილებია.

- მამა ანდრიას უკურნებელი სენი როდის შეეყარა?

- მეცხრე კლასი რომ დაამთავრა, შევატყვე, რომ სწავლას მოუკლო, რისთვისაც ვსაყვედურობდი. მეუბნებოდა, - დედა, არ შემიძლია, ძალაგამოცლილი ვარ, მალე ვიღლებიო. არადა, რა ვიცოდი, ბავშვს თურმე უკურნებელი სენი ჰქონდა შეყრილი. გასაოცარი კი ის არის, რომ ყოველწლიურად, პროფილაქტიკის მიზნით, გამოკვლევებს ვუტარებდი და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. არადა, მეოთხე სტადიის კიბო ჰქონია და ამას ვერც ერთი სპეციალისტი ვერ ამჩნევდა. როგორც ჩანს, ყველაფერი ღვთის ნება იყო, მას ის მძიმე დღეები უნდა გაევლო, რაც გაიარა... სხვათა შორის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, თავს სუსტად რომ გრძნობდა, თურმე იცოდა (სიზმარში გამოცხადება ჰქონდა), რაც სჭირდა... მის სისუსტეს ძირითადად გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ტუბდისპანსერში მხოლოდ მაშინ დაეჭვდნენ, როდესაც ფილტვში 2 დიდი ინფილტრატი (ქსოვილის გამკვრივება) აღმოუჩინეს; სავარაუდოდ, ტუბერკულომააო. არადა, თვითონ ამბობდა, რომ ტუბერკულოზი არ სჭირდა... შემდეგ ფილტვზე ოპერაცია გაუკეთდა და დადასტურდა, რომ ტუბერკულოზი კი არა, კიბო ჰქონდა. ონკოლოგიურში რომ გაგვგზავნეს, მეკითხებოდა, რა მჭირსო? - სიმსივნე, ოღონდ, კეთილთვისებიანი-მეთქი. ქიმიოთერაპია რომ დაუნიშნეს, მკითხა, - თუ კეთილთვისებიანია, მაშინ "ქიმია" რატომ უნდა გამიკეთონო?.. მოკლედ, ნელ-ნელა მივყავდი იმ აზრამდე, რომ მის უმძიმეს დაავადებას შევგუებოდი... ერთხელ ჩემი მეგობარი ონკოლოგი მის სანახავად მოვიდა. ნუგზარმა მას ჰკითხა: როდესაც პაციენტებს ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდებათ, თუ ეუბნებით ამის შესახებო? ვერ ვეუბნებიო, - მიუგო მან. - ამის უფლება არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რადგანაც ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სულის საცხონებელი დაავადება სჭირს და ამ სოფლიდან გასვლისთვის უნდა მოემზადოს; თუ პაციენტებს ამას არ ეტყვით, მაშინ მოძღვარს აღსარებისას უთხარით, რომ ავადმყოფებს ატყუებთ და ეს ცოდვა მოინანიეთო. ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იტირა... იმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვის არაფერი დამემალა... როდესაც ჩვენ შორის უკვე არაფერი იყო დამალული, შენდობა მთხოვა, - იმისთვის, რომ ჩემ გამო ასე დაიტანჯეო. ყოველ მეორე-მესამე დღეს სხეულზე ახალ წარმონაქმნს რომ პოულობდა, ამბობდა, - თუ ღვთის წყალობა იქნება, ის როგორც გაჩნდა, ისევე გაქრებაო... მაგრამ ბოლოს ისიც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა და მამშვიდებდა: რას იზამ, დედა, ასეა, ამ ქვეყნიდან 17 წლის ასაკში უნდა გავიდეო...

-ონკოლოგიურ საავადმყოფოში რამდენ ხანს იწვა?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია