პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაქარი და ბოზი თამუნა მაყურებლის რეაქციებს ელოდებიან - ინტერვიუ ახალი სეზონის წინ
ბაქარი და ბოზი თამუნა მაყურებლის რეაქციებს ელოდებიან - ინტერვიუ ახალი სეზონის წინ

დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ახალ სე­ზონს ხსნის, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა. რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, სი­ახ­ლე­ე­ბი, სი­უპ­რი­ზე­ბი, ინ­ტრი­გე­ბი უხ­ვად იქ­ნე­ბა...

გა­სულ სე­ზონ­ზე, სე­რი­ალ­ში ერ­თგვა­რი აღ­მო­ჩე­ნა იყო რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი, მათ შო­რის, ბუბა მათ­ნა­ძე და ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი, რომ­ლებ­მაც სა­ო­ცა­რი ტან­დე­მი შექ­მნეს. ისი­ნი მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­შინ­ვე შე­იყ­ვა­რა, რად­გა­ნაც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გულ­წრფელ ღი­მილს იწ­ვევს. სე­ზო­ნის წინ რა მო­ლო­დი­ნი აქვთ მსა­ხი­ო­ბებს და რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან, ამა­ზე მათ Ambebi.ge გა­ე­სა­უბ­რა.

ბუბა მათ­ნა­ძე:

- მა­ყუ­რე­ბელს წინ ძა­ლი­ან მა­გა­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სე­ზო­ნი ელო­დე­ბა, ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟით სავ­სე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბა­ქარ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მერ­წმუ­ნეთ, კარ­გი სცე­ნე­ბი ელის. ამას, რაც აქამ­დე გა­და­ვი­ღეთ, იმის მი­ხედ­ვით ვამ­ბობ. გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად ჩვენც მაგ­რად ვი­ხა­ლი­სეთ. ამი­ტომ მჯე­რა, მა­ყუ­რე­ბელ­საც მო­ე­წო­ნე­ბა, თუმ­ცა ვნა­ხოთ, რო­გორ შე­ა­ფა­სე­ბენ...

- რას გვე­ტყვი, რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­და­ტე­ხა ხომ არ ხდე­ბა შენი პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბა­ში?

- არ ვიცი, არ ვიცი, უყუ­რეთ და ნა­ხავთ (იცი­ნის).

- ე.ი. სი­ურპრი­ზე­ბი იქ­ნე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა... მთა­ვა­რი ის არის, რომ პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და მშვე­ნივ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- შენი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რე­ბი ისევ თა­მა­შო­ბენ სე­რი­ალ­ში?

- კი, ყვე­ლა­ნი არი­ან. მერე რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი.

- ბა­ქა­რი ცოტა ხომ არ და­იხ­ვე­წა?

- წე­სით უნდა და­იხ­ვე­წოს. უკვე თბი­ლის­შია, სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და გა­რე­მო­ში და ამის დროა. ვნა­ხოთ, ნელ-ნელა ეს ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ მა­საც შე­ე­ტყო­ბა.

- წინა სე­ზონ­მა დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­გი­ტა­ნა. მე­ო­რე სე­ზო­ნის­გან რას ელო­დე­ბი?

- ჯერ არ ვიცი, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მივ­ხვდე­ბი, ბა­ქა­რი პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უფრო მა­გა­რი ტიპი იყო, თუ მე­ო­რე­ში... ისე, თა­ვი­დან არც ვი­ცო­დი, რომ ხალ­ხს ბა­ქა­რი ასე მო­ე­წო­ნე­ბო­და.

ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი:

- ჩემი გმი­რი, ბოზი თა­მუ­ნა, თა­ვი­დან რომ გა­ვი­ცა­ნი, ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ პერ­სო­ნაჟ­მა, რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხედ მო­მეჩ­ვე­ნა. მსა­ხი­ო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ტი­პა­ჟის თა­მა­ში არ არის ცუდი, მით უფრო, ასე­თის. სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, იმა­ზეც ვფქი­რობ­დი, მას მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­გორ მი­ი­ღებ­და. ამი­ტომ როლს და სა­მუ­შა­ოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე.

რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბელ­მა ჩემი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი იხი­ლა, ზოგი მის მი­მართ აგ­რე­სი­ით გა­ნე­წყო, ზოგს თა­ვი­დან­ვე მო­ე­წო­ნა. მაგ­რამ რო­გორც კი თა­მუ­ნამ თქვა, წა­მო­ვე­დი და ბოზი აღარ ვარო, შე­იყ­ვა­რეს, მხა­რი მე­ტად და­უ­ჭი­რეს. თა­მუ­ნას ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ხა­ზით წა­ვი­და.

- კი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხარს უჭერ­დნენ, უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში არ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

- სა­ერ­თოდ, გმი­რის ხაზი სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­ვი­და. რად­გან მის ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზი­ა­რებ­დნენ, ე.ი. გმირს რა­ღაც ჰქონ­და ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რაც მათ იზი­დავ­დათ. რაც მთა­ვა­რია, გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი ამ პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნა­ში ბა­ქარ­საც აქვს. ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი.

- ახლა რას გვთა­ვა­ზობს ამ სე­ზონ­ზე ბოზი თა­მუ­ნა?

- ახა­ლი სე­ზო­ნი სი­ახ­ლე­ებს, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს, სი­ტუ­ა­ცი­ებს, ინ­ტრი­გებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს და ბევრ სა­ხა­ლი­სოს გვპირ­დე­ბა. ამი­ტომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მას ინ­ტე­რე­სით უნდა და­ე­ლო­დოს. უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არ დარ­ჩე­ბი­ან. მჯე­რა, რომ ამ სე­ზო­ნის სე­რი­ებ­საც ექ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რო­გორც ადრე, წინა სე­ზონ­ზე.

- ისე, რო­გორც მსა­ხი­ობს, "ბოზი თა­მუ­ნას კლი­შე" რომ მო­გე­წე­ბა, არ გა­ღელ­ვებს?

- სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასეა. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ასე­თია, რას ვი­ზამთ? თა­ვი­დან ცოტა კი გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მერე როლი გა­ვი­თა­ვი­სე და რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. მა­ხა­რებს. თუ ასე მომ­მარ­თა­ვენ და მახ­სე­ნე­ბენ, ე.ი. კარ­გად არის როლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ან უბ­რა­ლოდ, ეს ტი­პა­ჟი მოს­წონთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ბას, ბა­ქა­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, უდა­ოდ ნი­ჭი­ე­რია. მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აა­ლა­პა­რა­კა. მი­ხა­რია, რომ წინ სა­ინ­ტე­რე­სო სე­ზო­ნი გვე­ლო­დე­ბა. მე კი მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ას ვე­ლო­დე­ბი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ბაქარი და ბოზი თამუნა მაყურებლის რეაქციებს ელოდებიან - ინტერვიუ ახალი სეზონის წინ

ბაქარი და ბოზი თამუნა მაყურებლის რეაქციებს ელოდებიან - ინტერვიუ ახალი სეზონის წინ

დღეს პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს ხსნის, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. როგორც პროექტის ავტორები გვპირდებიან, სიახლეები, სიუპრიზები, ინტრიგები უხვად იქნება...

გასულ სეზონზე, სერიალში ერთგვარი აღმოჩენა იყო რამდენიმე მსახიობი, მათ შორის, ბუბა მათნაძე და ხატია ბრაჭული, რომლებმაც საოცარი ტანდემი შექმნეს. ისინი მაყურებელმა მაშინვე შეიყვარა, რადგანაც თითოეული მათგანი გულწრფელ ღიმილს იწვევს. სეზონის წინ რა მოლოდინი აქვთ მსახიობებს და როგორ ემზადებიან, ამაზე მათ Ambebi.ge გაესაუბრა.

ბუბა მათნაძე:

- მაყურებელს წინ ძალიან მაგარი, განსხვავებული სეზონი ელოდება, ბევრი პერსონაჟით სავსე. საზოგადოებას ბაქართან დაკავშირებითაც მერწმუნეთ, კარგი სცენები ელის. ამას, რაც აქამდე გადავიღეთ, იმის მიხედვით ვამბობ. გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩვენც მაგრად ვიხალისეთ. ამიტომ მჯერა, მაყურებელსაც მოეწონება, თუმცა ვნახოთ, როგორ შეაფასებენ...

- რას გვეტყვი, რაიმე სერიოზული გარდატეხა ხომ არ ხდება შენი პერსონაჟის ცხოვრებაში?

- არ ვიცი, არ ვიცი, უყურეთ და ნახავთ (იცინის).

- ე.ი. სიურპრიზები იქნება?

- შეიძლება... მთავარი ის არის, რომ პროცესი დაწყებულია და მშვენივრად მიმდინარეობს.

- შენი უშუალო პარტნიორები ისევ თამაშობენ სერიალში?

- კი, ყველანი არიან. მერე რა იქნება, არ ვიცი.

- ბაქარი ცოტა ხომ არ დაიხვეწა?

- წესით უნდა დაიხვეწოს. უკვე თბილისშია, სხვა სიტუაციასა და გარემოში და ამის დროა. ვნახოთ, ნელ-ნელა ეს ყველაფერი ალბათ მასაც შეეტყობა.

- წინა სეზონმა დიდი წარმატება მოგიტანა. მეორე სეზონისგან რას ელოდები?

- ჯერ არ ვიცი, ხალხის რეაქციებიდან გამომდინარე მივხვდები, ბაქარი პირველი სეზონიდან გამომდინარე უფრო მაგარი ტიპი იყო, თუ მეორეში... ისე, თავიდან არც ვიცოდი, რომ ხალხს ბაქარი ასე მოეწონებოდა.

ხატია ბრაჭული:

- ჩემი გმირი, ბოზი თამუნა, თავიდან რომ გავიცანი, ძალიან დამაინტერესა ამ პერსონაჟმა, რომ არ მოგატყუოთ, საინტერესო სახედ მომეჩვენა. მსახიობისთვის სხვადასხვა ტიპაჟის თამაში არ არის ცუდი, მით უფრო, ასეთის. სირთულეები იყო, იმაზეც ვფქირობდი, მას მაყურებელი როგორ მიიღებდა. ამიტომ როლს და სამუშაოს პასუხისმგებლობით მოვეკიდე.

როდესაც მაყურებელმა ჩემი შესრულებული როლი იხილა, ზოგი მის მიმართ აგრესიით განეწყო, ზოგს თავიდანვე მოეწონა. მაგრამ როგორც კი თამუნამ თქვა, წამოვედი და ბოზი აღარ ვარო, შეიყვარეს, მხარი მეტად დაუჭირეს. თამუნას ცხოვრება საინტერესო ხაზით წავიდა.

- კი, სოციალურ ქსელში მხარს უჭერდნენ, უარყოფით კონტექსტში არ მოიხსენიებდნენ.

- საერთოდ, გმირის ხაზი საინტერესოდ წავიდა. რადგან მის ვიდეოს სოციალურ ქსელში აზიარებდნენ, ე.ი. გმირს რაღაც ჰქონდა ისეთი თვისებები, რაც მათ იზიდავდათ. რაც მთავარია, გარკვეული წვლილი ამ პერსონაჟის შექმნაში ბაქარსაც აქვს. ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები.

- ახლა რას გვთავაზობს ამ სეზონზე ბოზი თამუნა?

- ახალი სეზონი სიახლეებს, საინტერესო ამბებს, სიტუაციებს, ინტრიგებს, ურთიერთობებს და ბევრ სახალისოს გვპირდება. ამიტომ მაყურებელი მას ინტერესით უნდა დაელოდოს. უკმაყოფილოები არ დარჩებიან. მჯერა, რომ ამ სეზონის სერიებსაც ექნება სერიოზული გამოხმაურება, როგორც ადრე, წინა სეზონზე.

- ისე, როგორც მსახიობს, "ბოზი თამუნას კლიშე" რომ მოგეწება, არ გაღელვებს?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეა. მსახიობის პროფესია ასეთია, რას ვიზამთ? თავიდან ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ მერე როლი გავითავისე და რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ ყველაფრისთვის. მახარებს. თუ ასე მომმართავენ და მახსენებენ, ე.ი. კარგად არის როლი შესრულებული, ან უბრალოდ, ეს ტიპაჟი მოსწონთ.

რაც შეეხება ბუბას, ბაქარის როლის შემსრულებელს, უდაოდ ნიჭიერია. მთელი საზოგადოება აალაპარაკა. მიხარია, რომ წინ საინტერესო სეზონი გველოდება. მე კი მაყურებლის რეაქციას ველოდები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები