რა მოხდა 1962 წელს "დუგლას DC-8-33"-ის ბორტზე - იოსებ ჟორდანიას საიდუმლოებით მოცული გმირობა
პროფესორმა მცირეწლოვან მგზავრს მაშველი რგოლი დაუთმო...
1962 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი იოსებ ჟორდანია. ბრაზილიაში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციიდან სამშობლოში მომავალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. უცხოეთში გაფრენის წინ პროფესორმა მთელი დღე მეგობარ თენგიზ ბოლქვაძესთან და ვაჟთან, კირილე ჟორდანიასთან გაატარა. მაშინ ბიჭუნა ათი წლის ყოფილა. ბავშვს გულუბრყვილოდ უკითხავს მამისთვის, ცურვა რომ არ იცი, არ გეშინია? თვითმფრინავი რომ წყალში ჩავარდეს, ხომ დაიღუპებიო... ბავშვის ავი წინათგრძნობა გამართლდა - მოგვიანებით, პროფესორის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს...
იმ საბედისწერო დღეს, 20 ივნისს, თვითმფრინავი "დუგლასი" დაგეგმილ რეისს ასრულებდა ბუენოს-აირესიდან რიო-დე-ჟანეიროსა (გალეაოს აეროპორტი) და ლისაბონში. გალეაოს აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. 23 საათსა და 3 წუთზე ხომალდი ასაფრენად მოემზადა, რომ პილოტმა გამოაცხადა, პრობლემა გვაქვსო - თვითმფრინავის ცხვირი არ ტრიალებდა... პილოტი მიხვდა, რომ ხომალდი ბილიკის დარჩენილ ნაწილზე ვერ გაჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია... შასის ბორბლები ქვიშაში ჩაეფლო, ოთხივე ძრავამ დაკარგა ეჟექტორები და მობრუნების კონუსები, რამაც თვითმფრინავი ააჩქარა - დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და საბოლოოდ ოკეანეში ჩაეშვა. ჯერ ნაპირთან ახლოს, 100 მეტრში დრეიფობდა, შემდეგ კი 8 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ერთი შეხედვით, მდგომარეობა არც ისე რთული იყო, რომ ვინმე დაღუპულიყო. მიუხედავად ამისა, ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა - ერთი ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი... გადარჩენილი მგზავრებიდან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა პროფესორმა პავლე შუშანიამ საზოგადოებას იოსებ ჟორდანიას უკანასკნელი წუთების შესახებ უამბო.
იხილეთ გაგრძელება