ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ქალმა რვა თვის ბავშვი მიატოვა. ბავშვის შესახებ ინფორმაცია ბინის მეპატრონემ საპატრულო პოლიციას მიაწოდა. მიტოვებული ბავშვი საპატრულო პოლიციამ "ანგისის" დედათა და ბავშვთა სახლში გადაიყვანა.
ბავშვის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოც ფლობს. "ჩვენ მისვლამდე უკვე იყო მისული სოცაგენტი და პატრული" - განაცხადეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ჰიდროცეფალია აქვს და ადრე იაშვილის კლინიკაშიც იმყოფებოდა სამკურნალოდ. ამ დროისთვის ბავშვი ანგისის საავადმყოფოშია გამოკვლევაზე.
წყარო: batumelebi.ge