მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კითხვა გავდა შემდეგს - ბოზებში დადიხარ, თუ ჩუკენობ?" - ცნობილები ხოფერიას სკანდალურ შოუზე და საზოგადოების დამოკიდებულება ზედმეტი წონის მიმართ
"კითხვა გავდა შემდეგს - ბოზებში დადიხარ, თუ ჩუკენობ?" - ცნობილები ხოფერიას სკანდალურ შოუზე და საზოგადოების დამოკიდებულება ზედმეტი წონის მიმართ

ეკა ხო­ფე­რი­ას ბოლო გა­და­ცე­მას სკან­და­ლი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა 19 წლის გი­ორ­გი ბა­სი­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით დას­მულ­მა კი­თხვამ გა­მო­იწ­ვია. გი­ორ­გი 197 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, მან გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა სა­კუ­თა­რი სიმ­სუქ­ნის შე­სა­ხებ, რა პრობ­ლე­მებს უქ­მნის ზედ­მე­ტი წონა და ა.შ. წამ­ყვან­მა კი მას შემ­დე­გი კი­თხვა და­უს­ვა: მა­პა­ტიე, ოდეს­მე სექ­სი გქო­ნი­ათ?

Ambebi.ge იმ ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და, ვი­საც ზედ­მე­ტი წონა აქვს ან აწუ­ხებ­და ეს პრობ­ლე­მა და ეკა ხო­ფე­რი­ას შე­კი­თხვის შე­ფა­სე­ბა სთხო­ვა.

თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე (ივენთ-მე­ნე­ჯე­რი):

- ვერ მივ­ხვდი. რა­ტომ ატყდა ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი. ეკამ ვი­საც და­უს­ვა ეს შე­კი­თხვა, მას არ ჰქო­ნია ეს პრობ­ლე­მა. ზო­გა­დად ჭარ­ბი წონა ყვე­ლა­ფერ­ში უშ­ლის ადა­მი­ანს ხელს, ექი­მე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან. მე ცუდ ტო­ნად არ მო­მეჩ­ვე­ნა ეს კი­თხვა, ცუდი არა­ფე­რი იყო, რაც ვნა­ხე. ეს ინ­ტერ­ვიუ ჩა­ნა­წე­რი იყო და იმ ბიჭს პრობ­ლე­მა რომ ჰქო­ნო­და, ამო­აჭ­რე­ვი­ნებ­და. თუ არ დას­ვამ­და ამ კი­თხვას, ატყდე­ბო­და ამ­ბა­ვი - რა­ტომ არ ჰკი­თხაო. მე ვფიქ­რობ, ამ ადა­მი­ა­ნებს საქ­მე არ აქვთ. ყვე­ლა სი­ტყვას ეკი­დე­ბი­ან, ჯერ მიშა მეს­ხი იყო, ახლა ეკამ გა­და­ფა­რა. არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს. შენი ფილ­მი რომ წავა "ოს­კარ­ზე" და ეს შეგშურ­დე­ბა, იქ ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჩემი აზ­რით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ იყო.

სერ­გი კა­კა­ლაშ­ვი­ლი (ბიზ­ნეს­მე­ნი, პო­ე­ტი):

- არ ვუ­ყუ­რებ ამ გა­და­ცე­მას. "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ვი­გე, რაც მოხ­და. რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბა? სამ­წუ­ხა­როა, რომ ასეთ ჟურ­ნა­ლის­ტებს და გა­და­ცე­მებს აქვს რე­ი­ტინ­გი.

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი (მუ­სი­კო­სი):

- მეც ვი­ყა­ვი იმ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად. ეკა ხო­ფე­რი­ას შე­კი­თხვა კო­რექ­ტუ­ლი იყო. მე ჭარ­ბი წონა არ მაქვს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჭა­მით მი­იყ­ვანს თავს ამ ზო­მამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უს­ვა ეს შე­კი­თხვა. თავი როცა გიყ­ვარს და გინ­და ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცას მი­აღ­წიო, არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დე 300 კილო. ამას მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვებ­რძვი და ვცდი­ლობ, და­ვიკ­ლო და და­ვიკ­ლო. 200 კი­ლომ­დე რომ მი­ვალ, ღირ­სი ვიქ­ნე­ბი ეგ კი­თხვა და­მის­ვან.

ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვი­ლი (მსა­ხი­ო­ბი):

- ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე, რომ ამა­ზე ატყდა ამ­ბა­ვი. ასეთ კი­თხვებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ. ქარ­თვე­ლე­ბი არ ვართ შეჩ­ვე­უ­ლი ასეთ კი­თხვებს. სხვა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბო­და კი­თხვის დას­მა. ეკა ხო­ფე­რი­ას დიდ პა­ტივს ვცემ, ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩა­საფ­რე­ბუ­ლია. უცხო­ეთ­ში არის მძი­მე­წო­ნი­ა­ნებ­ზე გა­და­ცე­მე­ბი და თა­ვად ჰყვე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ ინ­ტი­მურ ამ­ბებს, მაგ­რამ ამას ასე მძი­მედ არ ვი­ღებთ. მე მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ ისე­თი არა­ფე­რი იყო, უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტია სხვა­ნა­ი­რად მო­წყო­ბი­ლი.

ნიკა რა­მიშ­ვი­ლი (მსა­ხი­ო­ბი):

- სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­თი კი­თხვა, ასე­თი კომ­პლექ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი თუ შეძ­ლებს, მაგ­რამ პირ­და­პირ ეთერ­ში ამ კი­თხვის დას­მა არა­კო­რექ­ტუ­ლია, მაგ­რამ არა სა­ჩხუ­ბა­რი. 19 წლის ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია და შე­ეძ­ლო ან პა­სუ­ხი არ გა­ე­ცა, ან ამოჭ­რა მო­ე­თხო­ვა.

Ambebi.ge ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გო­რია ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ უცხო­ეთ­ში. ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჭე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ცინ­ვის, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი იუ­მო­რი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის მსხვერ­პლი:

- მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი რისკ ფაქ­ტო­რე­ბის ხუ­თე­ულ­ში შე­დის, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში ჭარ­ბწო­ნი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან თან­და­ყო­ლი­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბით ჭარ­ბი ან ნაკ­ლე­ბი წო­ნი­სა­კენ. ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ცინ­ვის, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი იუ­მო­რი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის სხვერ­პლი. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სო­ცი­ა­ლუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო, სა­დაც ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მე­დია აქ­ტი­უ­რად ზე­მოქ­მე­დებს იდე­ა­ლუ­რი წო­ნის შე­სა­ხებ ინ­დი­ვი­დის წარ­მოდ­გე­ნებ­ზე ან გვას­მე­ნი­ნებს იუ­მო­რის­ტულ გა­მოს­ვლებ­სა თუ სკე­ჩებს, სა­დაც ჭარ­ბწო­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს დას­ცი­ნი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკა ხო­ფე­რი­ას შოუს მა­ყუ­რე­ბე­ლი ვარ, მისი ბოლო გა­და­ცე­მა იყო მო­ძა­ლე­დე­ობ­რი­ვი. რო­დე­საც, 19 წლის ბიჭს, იმის გამო, რომ მას ჭარ­ბი წონა აქვს, ეკი­თხე­ბა სექ­სი თუ გქო­ნია ვინ­მეს­თან, თუ გინ­და რომ გქონ­დე­სო, პა­ე­მან­ზე თუ ყო­ფილ­ხა­რო და ა.შ. მი­უ­ხე­და­ვად რეს­პო­დენ­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხე­ბი­სა, იგი მა­ინც აგ­რძე­ლებ­და ჩა­კი­თხვას, რაც ჰგავ­და შემ­დეგს - თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყო­ლია, თუ გო­გოს არ მოს­წონ­ხარ, თუ გოგო არ მოგ­წონს, თუ მას­თან სექ­სი არ გქო­ნია, მაშ, ბო­ზებ­ში ხარ ნამ­ყო­ფი, თუ ჩუ­კე­ნობ? ისე წარ­მო­ა­ჩი­ნა, თით­ქოს ჭარ­ბი წო­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს უბე­დუ­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვთ, ხოლო იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბის ადა­მი­ანს კი იდე­ა­ლუ­რად აწყო­ბი­ლი.

VIDEO

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"კითხვა გავდა შემდეგს - ბოზებში დადიხარ, თუ ჩუკენობ?" - ცნობილები ხოფერიას სკანდალურ შოუზე და საზოგადოების დამოკიდებულება ზედმეტი წონის მიმართ

"კითხვა გავდა შემდეგს - ბოზებში დადიხარ, თუ ჩუკენობ?" - ცნობილები ხოფერიას სკანდალურ შოუზე და საზოგადოების დამოკიდებულება ზედმეტი წონის მიმართ

ეკა ხოფერიას ბოლო გადაცემას სკანდალი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აღშფოთება 19 წლის გიორგი ბასიაშვილის მისამართით დასმულმა კითხვამ გამოიწვია. გიორგი 197 კილოგრამს იწონის, მან გადაცემაში ისაუბრა საკუთარი სიმსუქნის შესახებ, რა პრობლემებს უქმნის ზედმეტი წონა და ა.შ. წამყვანმა კი მას შემდეგი კითხვა დაუსვა: მაპატიე, ოდესმე სექსი გქონიათ?

Ambebi.ge იმ ქართველებს დაუკავშირდა, ვისაც ზედმეტი წონა აქვს ან აწუხებდა ეს პრობლემა და ეკა ხოფერიას შეკითხვის შეფასება სთხოვა.

თაკო დოლაბერიძე (ივენთ-მენეჯერი):

- ვერ მივხვდი. რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. ეკამ ვისაც დაუსვა ეს შეკითხვა, მას არ ჰქონია ეს პრობლემა. ზოგადად ჭარბი წონა ყველაფერში უშლის ადამიანს ხელს, ექიმებიც დამეთანხმებიან. მე ცუდ ტონად არ მომეჩვენა ეს კითხვა, ცუდი არაფერი იყო, რაც ვნახე. ეს ინტერვიუ ჩანაწერი იყო და იმ ბიჭს პრობლემა რომ ჰქონოდა, ამოაჭრევინებდა. თუ არ დასვამდა ამ კითხვას, ატყდებოდა ამბავი - რატომ არ ჰკითხაო. მე ვფიქრობ, ამ ადამიანებს საქმე არ აქვთ. ყველა სიტყვას ეკიდებიან, ჯერ მიშა მესხი იყო, ახლა ეკამ გადაფარა. არაფერი აღარ მიკვირს. შენი ფილმი რომ წავა "ოსკარზე" და ეს შეგშურდება, იქ ყველაფერია მოსალოდნელი. ჩემი აზრით, პროფესიონალური ინტერვიუ იყო.

სერგი კაკალაშვილი (ბიზნესმენი, პოეტი):

- არ ვუყურებ ამ გადაცემას. "ფეისბუქზე" გავიგე, რაც მოხდა. როგორი შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანის შეფასება? სამწუხაროა, რომ ასეთ ჟურნალისტებს და გადაცემებს აქვს რეიტინგი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი (მუსიკოსი):

- მეც ვიყავი იმ გადაცემაში სტუმრად. ეკა ხოფერიას შეკითხვა კორექტული იყო. მე ჭარბი წონა არ მაქვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჭამით მიიყვანს თავს ამ ზომამდე, აუცილებლად უნდა დაუსვა ეს შეკითხვა. თავი როცა გიყვარს და გინდა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო, არ შეიძლება გახდე 300 კილო. ამას მე მთელი ცხოვრება ვებრძვი და ვცდილობ, დავიკლო და დავიკლო. 200 კილომდე რომ მივალ, ღირსი ვიქნები ეგ კითხვა დამისვან.

ნატუკა გულისაშვილი (მსახიობი):

- ინტერნეტში ვნახე, რომ ამაზე ატყდა ამბავი. ასეთ კითხვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ქართველები არ ვართ შეჩვეული ასეთ კითხვებს. სხვა ფორმით შეიძლებოდა კითხვის დასმა. ეკა ხოფერიას დიდ პატივს ვცემ, ჩვენი მაყურებელი ჩასაფრებულია. უცხოეთში არის მძიმეწონიანებზე გადაცემები და თავად ჰყვებიან ადამიანები თავიანთ ინტიმურ ამბებს, მაგრამ ამას ასე მძიმედ არ ვიღებთ. მე მაინც მიმაჩნია, რომ ისეთი არაფერი იყო, უბრალოდ ჩვენი მენტალიტეტია სხვანაირად მოწყობილი.

ნიკა რამიშვილი (მსახიობი):

- საინტერესოა ასეთი კითხვა, ასეთი კომპლექტაციის ადამიანი თუ შეძლებს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ამ კითხვის დასმა არაკორექტულია, მაგრამ არა საჩხუბარი. 19 წლის ზრდასრული ადამიანია და შეეძლო ან პასუხი არ გაეცა, ან ამოჭრა მოეთხოვა.

Ambebi.ge ასევე დაინტერესდა, თუ როგორია ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჟურნალისტი ნინო ჭელიძე ამბობს, რომ ზოგიერთი კვლევის თანახმად, ჭარბწონიანი ადამიანები ძალიან ხშირად ხდებიან საზოგადოების დაცინვის, დისკრიმინაციული იუმორისა და შეფასებების მსხვერპლი:

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსუქნე და ჭარბი წონა სიკვდილის გამომწვევი რისკ ფაქტორების ხუთეულში შედის, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჭარბწონიანთა რაოდენობა გაიზარდა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ადამიანები იბადებიან თანდაყოლილი მიდრეკილებით ჭარბი ან ნაკლები წონისაკენ. ჭარბწონიანი ადამიანები ძალიან ხშირად ხდებიან საზოგადოების დაცინვის, დისკრიმინაციული იუმორისა და შეფასებების სხვერპლი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური თუ კულტურული გარემო, სადაც ჭარბწონიანი ადამიანები ცხოვრობენ. საზოგადოება და მედია აქტიურად ზემოქმედებს იდეალური წონის შესახებ ინდივიდის წარმოდგენებზე ან გვასმენინებს იუმორისტულ გამოსვლებსა თუ სკეჩებს, სადაც ჭარბწონიან ადამიანებს დასცინიან. მიუხედავად იმისა, რომ ეკა ხოფერიას შოუს მაყურებელი ვარ, მისი ბოლო გადაცემა იყო მოძალედეობრივი. როდესაც, 19 წლის ბიჭს, იმის გამო, რომ მას ჭარბი წონა აქვს, ეკითხება სექსი თუ გქონია ვინმესთან, თუ გინდა რომ გქონდესო, პაემანზე თუ ყოფილხარო და ა.შ. მიუხედავად რესპოდენტის უარყოფითი პასუხებისა, იგი მაინც აგრძელებდა ჩაკითხვას, რაც ჰგავდა შემდეგს - თუ შეყვარებული არ გყოლია, თუ გოგოს არ მოსწონხარ, თუ გოგო არ მოგწონს, თუ მასთან სექსი არ გქონია, მაშ, ბოზებში ხარ ნამყოფი, თუ ჩუკენობ? ისე წარმოაჩინა, თითქოს ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უბედური პირადი ცხოვრება აქვთ, ხოლო იდეალური ფორმების ადამიანს კი იდეალურად აწყობილი.

VIDEO

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია