Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები" - სამუშაოდ წასული დედების მძიმე დანატოვარი
"ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები" - სამუშაოდ წასული დედების მძიმე დანატოვარი

ვა­ღი­ა­რებ, დედა, ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უსა­მარ­თლო და იმავდრო­უ­ლად სა­მარ­თლი­ა­ნი წე­რი­ლია დე­და­მი­წა­ზე, ამით ბევ­რი ჩემ­ნა­ი­რი შვი­ლის და შენ­ნა­ი­რი დე­დის ამ­ბავს ვყვე­ბი. არ იფიქ­რო ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, რომ ბრალს გდებ­დე, არც ერთ შვილს არ აქვს ამის უფ­ლე­ბა, თუნ­დაც ცივ­სის­ხლი­ა­ნი მშობ­ლე­ბი ჰყავ­დეს. მე უბ­რა­ლოდ ჩემი სი­მარ­თლე მაქვს. შენ­გან მხო­ლოდ შენი ხე­ლე­ბის სით­ბო მჭირ­დე­ბო­და ჩემი სი­ცი­ვის გა­სათ­ბო­ბად. შე­მიძ­ლია დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რო ჩემი ცხოვ­რე­ბა უშე­ნოდ, ყვე­ლა წვრილ­მა­ნი გა­ვიხ­სე­ნო და თა­ვი­დან მო­ვი­წამ­ლო გან­წყო­ბა და ხა­სი­ა­თი, მაგ­რამ რაში გვარ­გია წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, მა­შინ როცა ამ წარ­სულს ღმერ­თიც კი ვერ შეგ­ვიც­ვლის. ღმერ­თს რომ ვახ­სე­ნებ ახლა, ესეც სევ­დას მგვრის, ღმერ­თს შე­უძ­ლია თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლოს ადა­მი­ა­ნებს ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი მა­ინც არ­სე­ბობს და სი­ხა­რულ­ზე ბევ­რად მე­ტია ამ ცოდ­ვით სავ­სე დე­და­მი­წა­ზე.

10 წლის წინ ბო­ლო­ჯერ დამ­ვარ­ცხნე თმე­ბი, ბო­ლო­ჯერ შე­მის­წო­რე კაბა და ჩემ დამ­ტვრე­ულ თო­ჯი­ნას ბო­ლო­ჯერ გა­უ­კე­თე ხე­ლე­ბი. ეს მო­მენ­ტი მახ­სენ­დე­ბა რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ზე უფრო. თვა­ლებ­ში ცრემ­ლი გქონ­და აე­რო­პორ­ტში, მე ჩემი თო­ჯი­ნა მყავ­და გულ­ზე მიკ­რუ­ლი, ასე მი­თხა­რი, ეს შენი შვი­ლი იყოს და ორი­ვე დე­დე­ბი ვიქ­ნე­ბი­თო, ახ­ლაც ჩა­მეს­მის ყურ­ში ეს სი­ტყვე­ბი. მე უფრო კარ­გი დედა აღ­მოვ­ჩნდი, დე, მე სულ თან დამ­ყავ­და ის თო­ჯი­ნა ყველ­გან, სულ თან ვა­ტა­რებ­დი - ბაღ­ში, სკო­ლა­ში... სა­სე­ირ­ნოდ, ღა­მი­თაც არ ვი­ცი­ლებ­დი გვერ­დი­დან, ვბან­დი, კა­ბებს ვუ­უ­თო­ე­ვებ­დი და სულ ჩემ გულ­თან ახ­ლოს მყავ­და. ახლა ამ ყვე­ლა­ფერს იმით ვხსნი, რომ მე ვაძ­ლევ­დი ჩემს თო­ჯი­ნას იმას, რაც თვი­თონ მაკ­ლდა. ვხე­დავ­დი ბე­ბოს, რო­გორ მიმ­ზა­დებ­და საჭ­მელს, რო­გორ მი­რე­ცხავ­და, მიხ­სნი­და გაკ­ვე­თი­ლებს, მაგ­რამ არა­სო­დეს ბე­ბოს არ ჰქონ­და ისე­თი სუნი, რო­გორც შენ, დედა. არა­სო­დეს ისე არ იღი­მე­ბო­და, როცა ძი­ლის წინ მკოც­ნი­და, რო­გორც შენ გა­მი­ღი­მებ­დი... არც ბე­ბოს იავ­ნა­ნა ჰგავ­და იავ­ნა­ნას. ბე­ბოს ბე­ბოს როლი უფრო უხ­დე­ბო­და, მას არ შე­ეძ­ლო, დე­დაც ყო­ფი­ლი­ყო და ბე­ბოც. ვხე­დავ­დი მა­მი­დას, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და მეც და მის შვი­ლებ­საც ერ­თნა­ი­რად მოქ­ცე­ო­და. მაგ­რამ როცა თა­ვის შვი­ლებს კოც­ნი­და და უცი­ნო­და, მა­მი­და სულ სხვა­ნა­ი­რი იყო, მე ვგრძნობ­დი, რომ ვებ­რა­ლე­ბო­დი და ასეთ მო­ფე­რე­ბას სუ­ლაც არ ჰქონ­და სით­ბო. ყვე­ლა ქალ­ში დე­დის და­ნახ­ვას ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ არც ერთი ქალი არ მო­ერ­გო ჩემ ფან­ტა­ზი­ას, რამ­დე­ნი რამ გა­მოვ­ტო­ვეთ, რამ­დე­ნი ბედ­ნი­ე­რი წუთი არ გვქო­ნია, შე­იძ­ლე­ბა გა­გიჟ­დეს ადა­მი­ა­ნი...

როცა დავ­შორ­დით და შენ ამე­რი­კა­ში წახ­ვე­დი, მე მა­შინ სა­ერ­თოდ არ მეს­მო­და, რა იყო სი­ღა­რი­ბე, რა იყო შიმ­ში­ლი და სა­ერ­თოდ რას ნიშ­ნავ­და ფული, სა­მა­გი­ე­როდ ვი­ცო­დი დე­დის სით­ბო, მათ­ბობ­და შენი ხე­ლე­ბი და მი­ხა­რო­და შენი სი­ცი­ლი. ამა­ზე მეტს ვერც გა­ი­გებ­და ბავ­შვი, ბავ­შვს შე­უძ­ლია გა­ი­გოს და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­შოშ­მინ­დეს, რომ მშო­ბელს არ აქვს ფული ახა­ლი სა­თა­მა­შოს­თვის, გა­და­ა­ვი­წყდეს და ისევ ძველ დამ­ტვრე­ულ თო­ჯი­ნებ­თან გა­ერ­თოს, მაგ­რამ მას არ შე­უძ­ლია და­ი­ვი­წყოს, რა კარ­გია დედა. თავს დავ­დებ, ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც დედა უკვე აღარ ჰყავს, ყო­ველ­დღე ახ­სენ­დე­ბა ის მო­მენ­ტი, როცა დედა მას­თან იყო და ეხე­ბო­და, ლო­ცავ­და ან მას­ზე ზრუ­ნავ­და, მერე ეს სევ­და ყელ­ში ბურ­თი­ვით გვე­ჩხი­რე­ბა და ტი­რილს გვა­ი­ძუ­ლებს...

გაგ­რძე­ლე­ბა

"ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები" - სამუშაოდ წასული დედების მძიმე დანატოვარი

"ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები" - სამუშაოდ წასული დედების მძიმე დანატოვარი

ვაღიარებ, დედა, ეს ალბათ ყველაზე უსამართლო და იმავდროულად სამართლიანი წერილია დედამიწაზე, ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები. არ იფიქრო ღვთის გულისათვის, რომ ბრალს გდებდე, არც ერთ შვილს არ აქვს ამის უფლება, თუნდაც ცივსისხლიანი მშობლები ჰყავდეს. მე უბრალოდ ჩემი სიმართლე მაქვს. შენგან მხოლოდ შენი ხელების სითბო მჭირდებოდა ჩემი სიცივის გასათბობად. შემიძლია დეტალურად აღვწერო ჩემი ცხოვრება უშენოდ, ყველა წვრილმანი გავიხსენო და თავიდან მოვიწამლო განწყობა და ხასიათი, მაგრამ რაში გვარგია წარსულის გახსენება, მაშინ როცა ამ წარსულს ღმერთიც კი ვერ შეგვიცვლის. ღმერთს რომ ვახსენებ ახლა, ესეც სევდას მგვრის, ღმერთს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ადამიანებს ტკივილი, მაგრამ ტკივილი მაინც არსებობს და სიხარულზე ბევრად მეტია ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე.

10 წლის წინ ბოლოჯერ დამვარცხნე თმები, ბოლოჯერ შემისწორე კაბა და ჩემ დამტვრეულ თოჯინას ბოლოჯერ გაუკეთე ხელები. ეს მომენტი მახსენდება რატომღაც ყველაზე უფრო. თვალებში ცრემლი გქონდა აეროპორტში, მე ჩემი თოჯინა მყავდა გულზე მიკრული, ასე მითხარი, ეს შენი შვილი იყოს და ორივე დედები ვიქნებითო, ახლაც ჩამესმის ყურში ეს სიტყვები. მე უფრო კარგი დედა აღმოვჩნდი, დე, მე სულ თან დამყავდა ის თოჯინა ყველგან, სულ თან ვატარებდი - ბაღში, სკოლაში... სასეირნოდ, ღამითაც არ ვიცილებდი გვერდიდან, ვბანდი, კაბებს ვუუთოევებდი და სულ ჩემ გულთან ახლოს მყავდა. ახლა ამ ყველაფერს იმით ვხსნი, რომ მე ვაძლევდი ჩემს თოჯინას იმას, რაც თვითონ მაკლდა. ვხედავდი ბებოს, როგორ მიმზადებდა საჭმელს, როგორ მირეცხავდა, მიხსნიდა გაკვეთილებს, მაგრამ არასოდეს ბებოს არ ჰქონდა ისეთი სუნი, როგორც შენ, დედა. არასოდეს ისე არ იღიმებოდა, როცა ძილის წინ მკოცნიდა, როგორც შენ გამიღიმებდი... არც ბებოს იავნანა ჰგავდა იავნანას. ბებოს ბებოს როლი უფრო უხდებოდა, მას არ შეეძლო, დედაც ყოფილიყო და ბებოც. ვხედავდი მამიდას, რომელიც ცდილობდა მეც და მის შვილებსაც ერთნაირად მოქცეოდა. მაგრამ როცა თავის შვილებს კოცნიდა და უცინოდა, მამიდა სულ სხვანაირი იყო, მე ვგრძნობდი, რომ ვებრალებოდი და ასეთ მოფერებას სულაც არ ჰქონდა სითბო. ყველა ქალში დედის დანახვას ვცდილობდი, მაგრამ არც ერთი ქალი არ მოერგო ჩემ ფანტაზიას, რამდენი რამ გამოვტოვეთ, რამდენი ბედნიერი წუთი არ გვქონია, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი...

როცა დავშორდით და შენ ამერიკაში წახვედი, მე მაშინ საერთოდ არ მესმოდა, რა იყო სიღარიბე, რა იყო შიმშილი და საერთოდ რას ნიშნავდა ფული, სამაგიეროდ ვიცოდი დედის სითბო, მათბობდა შენი ხელები და მიხაროდა შენი სიცილი. ამაზე მეტს ვერც გაიგებდა ბავშვი, ბავშვს შეუძლია გაიგოს და რამდენიმე წუთში დაშოშმინდეს, რომ მშობელს არ აქვს ფული ახალი სათამაშოსთვის, გადაავიწყდეს და ისევ ძველ დამტვრეულ თოჯინებთან გაერთოს, მაგრამ მას არ შეუძლია დაივიწყოს, რა კარგია დედა. თავს დავდებ, ყველა ადამიანს, ვისაც დედა უკვე აღარ ჰყავს, ყოველდღე ახსენდება ის მომენტი, როცა დედა მასთან იყო და ეხებოდა, ლოცავდა ან მასზე ზრუნავდა, მერე ეს სევდა ყელში ბურთივით გვეჩხირება და ტირილს გვაიძულებს...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს