მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

სი­ტყვა "ჰი­გი­ე­ნა" ჰი­გი­ას სა­ხე­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. ჰი­გია ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის ქალღმერ­თია, მე­დი­ცი­ნი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ღმერ­თის ასკლე­პი­ო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი. ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი ჰი­გი­ას თა­სი­დან გვე­ლის და­პუ­რე­ბი­სას გა­მო­სა­ხავ­დნენ. სწო­რედ აქე­დან იღებს სა­თა­ვეს მე­დი­ცი­ნის ემბლე­მა - გველ­შე­მოხ­ვე­უ­ლი თასი. ჰი­გი­ე­ნა მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი დარ­გია, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ცხოვ­რე­ბი­სა და შრო­მის პი­რო­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნას, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პრაქ­ტი­კულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, შე­ი­მუ­შა­ვებს და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის გზებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს ცხოვ­რე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის პი­რო­ბებს. რას გუ­ლის­ხმობს ქა­ლის ჰი­გი­ე­ნა, რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ჯან­სა­ღე? სწო­რედ ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ნინო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რას გუ­ლის­ხმობს ქა­ლის ჰი­გი­ე­ნის ცნე­ბა?

- ქა­ლის ჰი­გი­ე­ნა მო­ი­ცავს ჰი­გი­ე­ნის ზო­გად წე­სებს (ტან­საც­მლის, სხე­უ­ლის, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბი­სა და მის­თა­ნა­თა ჰი­გი­ე­ნას), შრო­მის ჰი­გი­ე­ნას (მას ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს) და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც ქა­ლის ცხოვ­რე­ბის ამა თუ იმ პე­რი­ოდ­ში მისი ორ­გა­ნიზ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

- რა­ტომ აქ­ცე­ვენ ასეთ დიდ ყუ­რა­დღე­ბას ერთი შე­ხედ­ვით მარ­ტივ სა­კი­თხებს?

- ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნა დე­ლი­კა­ტუ­რი სფე­როა, ამი­ტომ ხში­რად მას თავს არი­დე­ბენ, მაგ­რამ სი­ჩუ­მე შე­იძ­ლე­ბა დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბად შე­მოგ­ვიბ­რუნ­დეს. ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის ბრა­ლია, ასე რომ, ვიდ­რე საქ­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბამ­დე მივა, უმ­ჯო­ბე­სია, თა­მა­მად გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხე­ბი. სა­შოს შე­სას­ვლე­ლი ანა­ლურ ხვრელ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ამი­ტომ ქა­ლის ჰი­გი­ე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს, რათა ში­ნა­გან სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ში ინ­ფექ­ცი­ის მოხ­ვედ­რა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. საშ­ვი­ლოს­ნო ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა მენსტრუ­ა­ცი­ის დროს, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში მის ყელს დამ­ცა­ვი სა­ცო­ბი არ ფა­რავს.

სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის თავ­დაც­ვი­თი უნა­რი ქა­ლის ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 17-18 წლამ­დე გო­გო­ნას სა­შოს მიკროფ­ლო­რა ყო­ველ­გვა­რი არა­სა­სურ­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სას იო­ლად ირ­ღვე­ვა. მისი მდგრა­დო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ ასე­ვე კლი­მაქ­სუ­რი ასა­კის ქა­ლებს. სი­ცო­ცხლის ამ პე­რი­ოდ­ში ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ყუ­რით უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი.

- რა უნდა იცო­დეს ყო­ველ­მა ქალ­მა?

- ქა­ლის ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი ასე­თია: ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბის და­სა­ბა­ნად არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კოს­მე­ტი­კუ­რი საპ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. კა­ნის მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი ბა­ლან­სი 5,5-ის ტო­ლია, ხოლო სა­შო­სი - გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი, 3,3-ის ტოლი. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, სა­შო­ში მჟა­ვა გა­რე­მოა. სა­შოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი წარ­მო­ად­გენს მრა­ვალშრი­ან ბრტყელ ეპი­თე­ლი­უმს, სა­დაც მენსტრუ­ა­ცი­უ­ლი ციკ­ლის ერთ-ერთ ფა­ზა­ში გლი­კო­გე­ნი გროვ­დე­ბა. სწო­რედ ამ ნივ­თი­ე­რე­ბას იყე­ნე­ბენ სა­შო­ში მო­ბი­ნად­რე ლაქ­ტო­ბაქ­ტე­რი­ე­ბი და გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ რძემ­ჟა­ვას, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის სა­შო­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი მიკროფ­ლო­რის გან­ვი­თა­რე­ბას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

სიტყვა "ჰიგიენა" ჰიგიას სახელიდან მომდინარეობს და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ჰიგია ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთია, მედიცინისა და მკურნალობის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი. ძველი ბერძნები ჰიგიას თასიდან გველის დაპურებისას გამოსახავდნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს მედიცინის ემბლემა - გველშემოხვეული თასი. ჰიგიენა მედიცინის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჯანმრთელობაზე ცხოვრებისა და შრომის პირობების ზეგავლენას, ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს დაავადებათა პროფილაქტიკის გზებს, უზრუნველყოფს ცხოვრების, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პირობებს. რას გულისხმობს ქალის ჰიგიენა, როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი.

- ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს ქალის ჰიგიენის ცნება?

- ქალის ჰიგიენა მოიცავს ჰიგიენის ზოგად წესებს (ტანსაცმლის, სხეულის, ფიზიკური მომზადებისა და მისთანათა ჰიგიენას), შრომის ჰიგიენას (მას ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს) და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ქალის ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში მისი ორგანიზმის თავისებურებებს უკავშირდება.

- რატომ აქცევენ ასეთ დიდ ყურადღებას ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს?

- ინტიმური ჰიგიენა დელიკატური სფეროა, ამიტომ ხშირად მას თავს არიდებენ, მაგრამ სიჩუმე შეიძლება დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა უმრავლესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის წესების დაუცველობის ბრალია, ასე რომ, ვიდრე საქმე უსიამოვნებამდე მივა, უმჯობესია, თამამად განვიხილოთ ეს საკითხები. საშოს შესასვლელი ანალურ ხვრელთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა შინაგან სასქესო ორგანოებში ინფექციის მოხვედრა თავიდან ავიცილოთ. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.

სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე გოგონას საშოს მიკროფლორა ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედებისას იოლად ირღვევა. მისი მდგრადობა დაქვეითებული აქვთ ასევე კლიმაქსური ასაკის ქალებს. სიცოცხლის ამ პერიოდში ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებული გულისყურით უნდა იქნეს დაცული.

- რა უნდა იცოდეს ყოველმა ქალმა?

- ქალის ინტიმური ჰიგიენის წესები ასეთია: ინტიმური ადგილების დასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5,5-ის ტოლია, ხოლო საშოსი - გაცილებით დაბალი, 3,3-ის ტოლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშოში მჟავა გარემოა. საშოს ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს, სადაც მენსტრუაციული ციკლის ერთ-ერთ ფაზაში გლიკოგენი გროვდება. სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ საშოში მობინადრე ლაქტობაქტერიები და გამოიმუშავებენ რძემჟავას, რომელიც ხელს უშლის საშოში პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს