პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაკარტაში, კრის ბოტისა და ბობი მაქფერინთან ერთად, ქართულ ეთნოჯაზბენდსაც ელოდებიან
ჯაკარტაში, კრის ბოტისა და ბობი მაქფერინთან ერთად, ქართულ ეთნოჯაზბენდსაც ელოდებიან

"ჯავა ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი" ინ­დო­ნე­ზი­ა­ში (ჯა­კარ­ტა) 2005 წლი­დან იმარ­თე­ბა. ის მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ზე­ი­მია, სა­დაც 125 ჯგუ­ფი და­რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი არ­ტის­ტი გა­მო­სუ­ლა. ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა და ყო­ველ წელს, მარ­ტის პირ­ველ დე­კა­და­ში იმარ­თე­ბა. წელს ამ გრან­დი­ო­ზულ ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­ჯაზ­ბენ­დი - "ირი­აო" და­ვით მა­ლა­ზო­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მი­ემ­გზავ­რე­ბა. ექ­ნე­ბათ ორი გა­მოს­ვლა - 7 და 8 მარტს.

ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­თა სია წელ­საც შთამ­ბეჭ­და­ვია, რომ­ლის სა­თა­ვე­შია მთა­ვა­რი ჰედ­ლა­ი­ნე­რი ჯესი ჯეი, მთელ მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი პოპ­შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: კრის ბოტი, ბობი მაქ­ფე­რი­ნი, ჩაკა კჰა­ნი და სხვა ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ეთ­ნო­ჯაზ­ბენ­დს, და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ და­ფუძნ­და. აღ­ნიშ­ნულ ფეს­ტი­ვა­ლამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ფო­რუ­მია, სა­დაც ქარ­თველ­თა შვიდ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი წარ­დგე­ბა.

"ირი­ა­ოს" მუ­სი­კას კომ­პო­ზი­ტო­რი და­ვით მა­ლა­ზო­ნია ქმნის. რე­პერ­ტუ­ა­რი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თულ ფოლკ­ლო­რულ მო­ტი­ვებ­სა და ჯა­ზის სინ­თეზ­ზე, თუმ­ცა მა­ლა­ზო­ნი­ამ ახა­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ეთ­ნო­ჯა­ზის ჟანრ­ში შექ­მნა.

ფეს­ტი­ვალ­ზე გამ­გზავ­რე­ბის წინ ბა­ტონ და­ვითს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- ჯგუფს სა­ხე­ლი "ირი­აო" და­ვარ­ქვით. "ირი­აო" კრი­მან­ჭუ­ლის მო­ძა­ხი­ლია. კრი­მან­ჭუ­ლი ხომ თა­ვის­თა­ვად გა­მორ­ჩე­უ­ლი რამ არის, სა­ოც­რად ჟღერს და ყვე­ლას არც გა­მოს­დის. ამი­ტომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სწო­რედ ასეთ დო­ნეს მი­ვაღ­წი­ოთ და სა­ხელ­წო­დე­ბაც ამი­ტომ ავირ­ჩი­ეთ.

- თქვენს კომ­პო­ზი­ცი­ებ­ში ჯა­ზი­სა და ფოლკ­ლო­რის სა­ო­ცა­რი სინ­თე­ზია. ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ეს გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი, გა­ა­რან­ჟი­რე­ბუ­ლი ფოლკ­ლო­რი არ არის. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ის მუ­სი­კა­ლუ­რი ენა, რაც ფოლკ­ლორს ახა­სი­ა­თებს და ორი­გი­ნა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი მის ბა­ზა­ზეა შექ­მნი­ლი.

- ანუ ეს არის ფოლკ­ლო­რულ ელემენტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჯა­ზუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა.

- დიახ და ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შევ­ძე­ლით გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან ფოლკ­ლორ­თა­ნაც მაქვს შე­ხე­ბა და ჯა­ზიც და­მიკ­რავს.

- და სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი გა­მო­გი­ვი­დათ.

- დიახ, ოღონდ, ექ­სპე­რი­მენ­ტი არა ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის, არა­მედ ეს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად, ბუ­ნებ­რი­ვად წა­მო­ვი­და, რომ ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ფი­ლო­სო­ფია, რაც მას ახა­სი­ა­თებს, გად­მოგ­ვე­ტა­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ში. ვი­მე­ო­რებ, ეს არ არის მცდე­ლო­ბა, რომ ფოლკ­ლო­რი გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ, მით უფრო, რომ ეს მას არ სჭირ­დე­ბა.

- ჯგუფ­ში შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორც ვიცი, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში მოღვაწე­ობთ. ერ­თად შეკ­რე­ბას რო­გორ ახერ­ხებთ?

- ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ არ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ყო­ველ­დღე კონ­ცერ­ტე­ბი მივ­ცეთ. სა­ერ­თოდ, ჯგუ­ფი ორი წლის წინ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და იდე­ით შე­იქ­მნა. შემ­დეგ უცხო­ეთ­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი მა­სა­ლა გავ­გზავ­ნეთ, რა­საც კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ვი­ყა­ვით ეს­ტო­ნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, სტრას­ბურ­გში იყო დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა, შარ­შან მა­ლა­ი­ზი­ა­ში ჩა­ტარ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი და ტალ­ღა ნელ-ნელა აგორ­და. ერთი კვი­რის წინ პო­ლო­ნე­თი­დან დავ­ბრუნ­დით, სა­დაც დის­კი ჩავ­წე­რეთ.

- უცხო­ე­ლე­ბი რო­გორ იღე­ბენ თქვენს კომ­პო­ზი­ცი­ებს?

- მათ­თვის უცხო კი არის, მაგ­რამ ბა­რი­ე­რი ჯერ არ შეგვქმნია. პუბ­ლი­კა ყუ­რა­დღე­ბით ის­მენს... ჯავა ფეს­ტი­ვა­ლი ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, სა­დაც ახლა მი­ვემ­გზავ­რე­ბით, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და პრეს­ტი­ჟუ­ლია, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- ვინ მი­გიწ­ვი­ათ?

- შარ­შან ინ­დო­ნე­ზი­ა­ში გახ­ლდით. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ებ­ზე დაგვპა­ტი­ჟა. ერთ-ერთი კონ­ცერ­ტი გვქონ­და ჯა­კარ­ტის ჯა­ზკ­ლუბ­ში, რო­მელ­საც ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ეს­წრე­ბო­და და წლე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დაგვპა­ტი­ჟა.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით და რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- მთა­ვა­რია ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი ჩა­ვი­ტა­ნოთ. მგო­ნი, მას რა­ღაც მოჰ­ყვე­ბა. ახლა "არტპა­ლას­მა" დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია, სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი არ გვქონ­და და სივ­რცე დაგ­ვით­მო, სა­დაც რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვართ. მთელ დროს რე­პე­ტი­ცი­ებს ვუთ­მობთ. იქ მი­ნი­მუმ 10 კომ­პო­ზი­ცი­ას მა­ინც და­ვუკ­რავთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯაკარტაში, კრის ბოტისა და ბობი მაქფერინთან ერთად, ქართულ ეთნოჯაზბენდსაც ელოდებიან

ჯაკარტაში, კრის ბოტისა და ბობი მაქფერინთან ერთად, ქართულ ეთნოჯაზბენდსაც ელოდებიან

"ჯავა ჯაზფესტივალი" ინდონეზიაში (ჯაკარტა) 2005 წლიდან იმართება. ის მსოფლიოში უდიდესი მუსიკალური ზეიმია, სადაც 125 ჯგუფი დარამდენიმე ასეული არტისტი გამოსულა. ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და ყოველ წელს, მარტის პირველ დეკადაში იმართება. წელს ამ გრანდიოზულ ფესტივალზე ქართული ეთნოჯაზბენდი - "ირიაო" დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით მიემგზავრება. ექნებათ ორი გამოსვლა - 7 და 8 მარტს.

ჯაზფესტივალის მონაწილეთა სია წელსაც შთამბეჭდავია, რომლის სათავეშია მთავარი ჰედლაინერი ჯესი ჯეი, მთელ მსოფლიოში პოპულარული ბრიტანელი პოპშემსრულებელი. ამასთან, მონაწილეობენ: კრის ბოტი, ბობი მაქფერინი, ჩაკა კჰანი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

რაც შეეხება ქართულ ეთნოჯაზბენდს, დაახლოებით ორი წლის წინ დაფუძნდა. აღნიშნულ ფესტივალამდე კიდევ რამდენიმე ჯაზფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფორუმია, სადაც ქართველთა შვიდკაციანი ჯგუფი წარდგება.

"ირიაოს" მუსიკას კომპოზიტორი დავით მალაზონია ქმნის. რეპერტუარი დაფუძნებულია ქართულ ფოლკლორულ მოტივებსა და ჯაზის სინთეზზე, თუმცა მალაზონიამ ახალი კომპოზიციები ეთნოჯაზის ჟანრში შექმნა.

ფესტივალზე გამგზავრების წინ ბატონ დავითს გავესაუბრეთ.

- ჯგუფს სახელი "ირიაო" დავარქვით. "ირიაო" კრიმანჭულის მოძახილია. კრიმანჭული ხომ თავისთავად გამორჩეული რამ არის, საოცრად ჟღერს და ყველას არც გამოსდის. ამიტომ ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთ დონეს მივაღწიოთ და სახელწოდებაც ამიტომ ავირჩიეთ.

- თქვენს კომპოზიციებში ჯაზისა და ფოლკლორის საოცარი სინთეზია. ასეთი ექსპერიმენტი რატომ გადაწყვიტეთ?

- ეს გათანამედროვებული, გაარანჟირებული ფოლკლორი არ არის. გამოყენებულია ის მუსიკალური ენა, რაც ფოლკლორს ახასიათებს და ორიგინალური კომპოზიციები მის ბაზაზეა შექმნილი.

- ანუ ეს არის ფოლკლორულ ელემენტებზე დაფუძნებული ჯაზური და თანამედროვე მუსიკის ელემენტებით გაჯერებული მუსიკა.

- დიახ და ჩვენი გამოცდილების საფუძველზე შევძელით გაგვეკეთებინა, ვინაიდან ფოლკლორთანაც მაქვს შეხება და ჯაზიც დამიკრავს.

- და საინტერესო ექსპერიმენტი გამოგივიდათ.

- დიახ, ოღონდ, ექსპერიმენტი არა ექსპერიმენტისთვის, არამედ ეს მოთხოვნილება თავისთავად, ბუნებრივად წამოვიდა, რომ ქართული ხალხური ფილოსოფია, რაც მას ახასიათებს, გადმოგვეტანა თანამედროვე მუსიკაში. ვიმეორებ, ეს არ არის მცდელობა, რომ ფოლკლორი გავაუმჯობესოთ, მით უფრო, რომ ეს მას არ სჭირდება.

- ჯგუფში შეკრებილი ადამიანები როგორც ვიცი, სხვადასხვა ჯგუფებში მოღვაწეობთ. ერთად შეკრებას როგორ ახერხებთ?

- ქართული რეალობა ის არის, რომ არ გვაქვს საშუალება, ყოველდღე კონცერტები მივცეთ. საერთოდ, ჯგუფი ორი წლის წინ, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და იდეით შეიქმნა. შემდეგ უცხოეთში სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი მუსიკალური მასალა გავგზავნეთ, რასაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ვიყავით ესტონეთში, პოლონეთში ფესტივალებზე, სტრასბურგში იყო დიდი ღონისძიება, შარშან მალაიზიაში ჩატარდა სერიოზული ფესტივალი და ტალღა ნელ-ნელა აგორდა. ერთი კვირის წინ პოლონეთიდან დავბრუნდით, სადაც დისკი ჩავწერეთ.

- უცხოელები როგორ იღებენ თქვენს კომპოზიციებს?

- მათთვის უცხო კი არის, მაგრამ ბარიერი ჯერ არ შეგვქმნია. პუბლიკა ყურადღებით ისმენს... ჯავა ფესტივალი ინდონეზიაში, სადაც ახლა მივემგზავრებით, ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟულია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ.

- ვინ მიგიწვიათ?

- შარშან ინდონეზიაში გახლდით. საქართველოს საელჩომ ქართული კულტურის დღეებზე დაგვპატიჟა. ერთ-ერთი კონცერტი გვქონდა ჯაკარტის ჯაზკლუბში, რომელსაც ჯაზფესტივალის ორგანიზატორი ესწრებოდა და წლევანდელ ღონისძიებაზე დაგვპატიჟა.

- როგორ ემზადებით და რა მოლოდინი გაქვთ?

- მთავარია ხარისხიანი პროდუქტი ჩავიტანოთ. მგონი, მას რაღაც მოჰყვება. ახლა "არტპალასმა" დახმარება გაგვიწია, სარეპეტიციო დარბაზი არ გვქონდა და სივრცე დაგვითმო, სადაც რეპეტიციებს გავდივართ. მთელ დროს რეპეტიციებს ვუთმობთ. იქ მინიმუმ 10 კომპოზიციას მაინც დავუკრავთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება