პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან" - ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ
"ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან" - ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ

სა­ე­მიგ­რა­ციო ეკო­ნო­მი­კას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უკა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. იმის გარ­და, რომ უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი აქ დარ­ჩე­ნილ ოჯა­ხებს ინა­ხა­ვენ, გზავ­ნი­ლებს გარ­კვე­უ­ლი მო­ნე­ტა­რუ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რის ფუნ­ქცია აკის­რა. თუმ­ცა, მსოფ­ლიო კრი­ზი­სის ფონ­ზე ქვე­ყა­ნა­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის ნა­კა­დი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. ექ­სპერ­ტე­ბი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თუ ვი­თა­რე­ბა არ დას­ტა­ბი­ლურ­და, გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ნა­კა­დი ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე. მათი გან­ცხა­დე­ბით, უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის შემ­ცი­რე­ბას გარ­კვე­უ­ლი წვი­ლი­ლი აქვს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, იან­ვარ­ში ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 75.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ანუ 146,5 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა, რაც 23 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით (44,6 მი­ლი­ო­ნი ლა­რით) ანუ 23,3%-ით ნაკ­ლე­ბია 2014 წლის იან­ვრის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით კვლავ რუ­სე­თი ლი­დე­რობს, რო­მელ­საც მოს­დევს სა­ბერ­ძნე­თი, იტა­ლია, აშშ, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა, ის­რა­ე­ლი, გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბი. გზავ­ნი­ლე­ბის ნა­კა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბულ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე. bpn.ge რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ ემიგ­რანტს ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ სა­ბერ­ძნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და რუ­სეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვიდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნილ ოჯა­ხებს არ­ჩე­ნენ.

მათი თქმით, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე ანა­ზღა­უ­რე­ბა შე­უმ­ცირ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, აქ დარ­ჩე­ნი­ლებს უწინ­დე­ბუ­რად მსხვილ თან­ხებსს ვე­ღარ უგ­ზავ­ნი­ან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას მა­ინც არ ჩქა­რო­ბენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან" - ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ

"ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან" - ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ

საემიგრაციო ეკონომიკას მნიშვნელოვანი როლი უკავია საქართველოს საგადამხდელო ბალანსის შენარჩუნებაში. იმის გარდა, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველები აქ დარჩენილ ოჯახებს ინახავენ, გზავნილებს გარკვეული მონეტარული სტაბილიზატორის ფუნქცია აკისრა. თუმცა, მსოფლიო კრიზისის ფონზე ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევენ, რომ თუ ვითარება არ დასტაბილურდა, გზავნილების შემცირებული ნაკადი ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. მათი განცხადებით, უცხოური ვალუტის შემცირებას გარკვეული წვილილი აქვს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 75.5 მილიონი დოლარი ანუ 146,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 23 მილიონი დოლარით (44,6 მილიონი ლარით) ანუ 23,3%-ით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები. გზავნილების ნაკადების შემცირება პირდაპირ მიანიშნებს უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველების შემცირებულ ანაზღაურებაზე. bpn.ge რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა, რომლებიც წლების წინ საბერძნეთში, იტალიასა და რუსეთში სამუშაოდ წავიდნენ და საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ.

მათი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ. შესაბამისად, აქ დარჩენილებს უწინდებურად მსხვილ თანხებსს ვეღარ უგზავნიან. ამის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია