მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, დუქნები და სამიკიტნოები გაიხსნას
ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, დუქნები და სამიკიტნოები გაიხსნას

საკ­რე­ბუ­ლო­ში ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რის, რიმა ბე­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, საკ­რე­ბუ­ლო­სა და მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საკ­რე­ბუ­ლო­დან აც­ნო­ბეს, სხდო­მა­ზე ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ნიკო ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩი­სა და მუ­ზე­უ­მის აღ­დგე­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­ცეფ­ცია გა­ნი­ხი­ლეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რას დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი რიმა ბე­რა­ძე და ნუგ­ზარ მა­ლა­ღუ­რა­ძე, ასე­ვე თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე გია სო­ლო­მო­ნია, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნინო ღო­ღო­ბე­რი­ძე, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ზუ­რაბ ჩიკ­ვი­ლა­ძე და მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ავ­თან­დილ სუ­და­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი ხედ­ვე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო და მხა­რე­ებს ფი­როს­მა­ნის ეპო­ქის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დუქ­ნე­ბი­სა და სა­მი­კიტ­ნო­ე­ბის მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბის აღ­დგე­ნის, ასე­ვე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის გან­თავ­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, დე­პუ­ტა­ტებს პრო­ექ­ტის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მას დაჰ­პირ­და. პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი ხედ­ვა საკ­რე­ბუ­ლოს ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა რიმა ბე­რა­ძემ წა­რუდ­გი­ნა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი საკ­რე­ბუ­ლო­ში კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა და მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მოდ­გე­ნილ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პრო­ექ­ტებ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ იმი­სათ­ვის, რომ არ და­ირ­ღვეს მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბი და თბი­ლის­მაც არ და­კარ­გოს ძვე­ლი იერ­სა­ხე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისე­თი ინ­ვეს­ტო­რის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, დუქნები და სამიკიტნოები გაიხსნას

ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, დუქნები და სამიკიტნოები გაიხსნას

საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის, რიმა ბერაძის ინიციატივით, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე ჩუღურეთის რაიონში მდებარე ნიკო ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები რიმა ბერაძე და ნუგზარ მალაღურაძე, ასევე თბილისის მერის მოადგილე გია სოლომონია, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი როსტომაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები დეტალურად გააცნო და მხარეებს ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა და სურვილის შემთხვევაში, დეპუტატებს პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას დაჰპირდა. პროექტის მნიშვნელობაზე საკუთარი ხედვა საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ წარუდგინა.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საკრებულოში კვლავაც გაგრძელდება და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ სხვა ალტერნატიულ პროექტებსაც განიხილავენ. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები და თბილისმაც არ დაკარგოს ძველი იერსახე, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია