პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიწყო პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ" – უგულავას საგანგებო განცხადება ციხიდან
"დაიწყო პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ" – უგულავას საგანგებო განცხადება ციხიდან

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ მერს, გიგი უგუ­ლა­ვას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 2014 წლის ივ­ლის­ში შე­უ­ფარ­და. წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ვადა უგუ­ლა­ვას ერთ თვე­ში ეწუ­რე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იგი ფე­ის­ბუქ­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რას "ახა­ლი ბრა­ლის შე­თხვზა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებს:

ბავ­შვის­თვი­საც კი ცხა­დია, რომ დღეს ჩვენ კლა­სი­კურ ფა­რი­სევ­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მაც ირი­ბად გახ­და ამ ფარ­სის მო­ნა­წი­ლე. ეხლა კი უფრო დე­ტა­ლუ­რად მო­გახ­სე­ნებთ : კა­ნო­ნის, კონ­სტი­ტუ­ცი­ის, ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა ხდე­ბა. იცით, რომ ჩემს მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ვადა იწუ­რე­ბა 1 თვე­ში. სა­ნამ ჩემი აღ­მკვე­თის შეც­ვლის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ვა­ყე­ნებ­დით, მა­ში­ნაც აღ­ვნიშ­ნე და დღე­საც გა­ვი­მე­ო­რებ : სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ უკვე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ მუ­შა­ო­ბა, რათა კი­დევ ერთი ახა­ლი ბრა­ლი წა­მი­ყე­ნონ. უკვე და­ი­წყეს ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის აწი­ო­კე­ბა, სა­დაც ხელი მი­უწ­ვდე­ბათ.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ის ნორ­მა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში 9 თვე­ზე მეტი არ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს,პრო­კუ­რა­ტუ­რას სამ­წუ­ხა­როდ ეს­მის ისე, რომ ეს ერთ ბრალს ეხე­ბა. და ეს ვნა­ხეთ ახა­ლა­ი­ას მა­გა­ლით­ზე, როცა ის 2 წელ­ზე მეტი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა და სამ­წუ­ხა­როდ სა­სა­მარ­თლოც ემ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის გა­რე­შე, ისევ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში დამ­ტო­ვონ მო­რი­გი შე­თი­თხნი­ლი ბრა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე.

მათი ლო­გი­კით ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რის ლო­გი­კი­სა და სა­სა­მარ­თლოს მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ლო­გი­კის მი­ხედ­ვით , ხდე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა. ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში. გა­ივ­ლის 9 თვე, თუ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­თხზავს ახალ ბრალს და ათ­ვლა ისევ თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა და ასე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს და­უს­რუ­ლებ­ლად. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია შემ­ზღუ­და­ვი ნორ­მა, ადა­მი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა 9 თვე­ზე მეტი იყოს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში, ეს ნორ­მა ჩემს მი­მართ და­არ­ღვია სა­სა­მარ­თლომ ერთხელ, ვი­ნა­ი­დან რო­გორც მო­ი­სურ­ვებს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ისე იც­ვლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეს ნორ­მაც. ფაქ­ტია ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, თქვენ ირი­ბად ამ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ, და თქვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი, რო­დე­საც სულ რა­ღაც 2-3 კვი­რა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­რი­გი შე­თი­თხნი­ლი ბრა­ლით ახალ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს ჩემს მი­მართ.

წი­ნას­წარ გე­უბ­ნე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს, და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნას. ამას ვამ­ბობ მე წი­ნას­წარ, თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ვი­ცო­დი წი­ნას­წარ , ისე­ვე რო­გორც ვიცი, რომ 2 ან 3 კვი­რა­ში ლო­ტოტ­რო­ნით შერ­ჩე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­რიგ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას. ამ გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველს კი მაძ­ლევს ერთი გა­რე­მო­ე­ბა _ ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს­თან არც მა­შინ ჰქო­ნია კავ­ში­რი, არც დღეს აკავ­ში­რებს რა­ი­მე, არც მა­შინ ექ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­პა­ტიმ­როს დავ­ტო­ვებ. ეს არის მწა­რე რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად სამ­წუ­ხა­როდ სა­სა­მარ­თლო­მაც შექ­მნა. ამი­ტო­მაც გახ­და სა­სა­მარ­თლო ირი­ბად ამ ფარ­სის მო­ნა­წი­ლე.

ფაქ­ტი კი ერ­თია - დღეს, პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა ემ­ზა­დე­ბა, რომ კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც არის სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი კა­ნო­ნი, შე­უ­რა­ცხყოს!"- ნათ­ქვა­მია უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა­ში.

"დაიწყო პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ" – უგულავას საგანგებო განცხადება ციხიდან

"დაიწყო პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ" – უგულავას საგანგებო განცხადება ციხიდან

როგორც ცნობილია, დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2014 წლის ივლისში შეუფარდა. წინასწარი პატიმრობის ვადა უგულავას ერთ თვეში ეწურება, ამასთან დაკავშირებით იგი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც პროკურატურას "ახალი ბრალის შეთხვზაში" ადანაშაულებს:

ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ დღეს ჩვენ კლასიკურ ფარისევლობასთან გვაქვს საქმე და სასამართლო სისტემაც ირიბად გახდა ამ ფარსის მონაწილე. ეხლა კი უფრო დეტალურად მოგახსენებთ : კანონის, კონსტიტუციის, ყველა სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფა ხდება. იცით, რომ ჩემს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება 1 თვეში. სანამ ჩემი აღმკვეთის შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ : სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკვე აქტიურად დაიწყო ფინანსურმა პოლიციამ და პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ. უკვე დაიწყეს ყველას და ყველაფრის აწიოკება, სადაც ხელი მიუწვდებათ.

კონსტიტუციის ის ნორმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი არ შეიძლება დარჩეს,პროკურატურას სამწუხაროდ ესმის ისე, რომ ეს ერთ ბრალს ეხება. და ეს ვნახეთ ახალაიას მაგალითზე, როცა ის 2 წელზე მეტი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. პროკურატურა და სამწუხაროდ სასამართლოც ემზადება იმისთვის, რომ დანაშაულის დადასტურებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გარეშე, ისევ წინასწარ პატიმრობაში დამტოვონ მორიგი შეთითხნილი ბრალის საფუძველზე.

მათი ლოგიკით ადამიანი მთელი ცხოვრება შეიძლება იყოს წინასწარ პატიმრობაში. პროკურატურის ლოგიკისა და სასამართლოს მიერ პროკურატურის გაზიარებული ლოგიკის მიხედვით , ხდება კონსტიტუციის სრული იგნორირება. ადამიანი მთელი ცხოვრება თეორიულად შეიძლება იყოს წინასწარ პატიმრობაში. გაივლის 9 თვე, თუ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, პროკურატურა შეთხზავს ახალ ბრალს და ათვლა ისევ თავიდან დაიწყება და ასე შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად. კონსტიტუციაში წერია შემზღუდავი ნორმა, ადამიანი არ შეიძლება 9 თვეზე მეტი იყოს წინასწარ პატიმრობაში, ეს ნორმა ჩემს მიმართ დაარღვია სასამართლომ ერთხელ, ვინაიდან როგორც მოისურვებს პროკურატურა, ისე იცვლება კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ნორმაც. ფაქტია ბატონო მოსამართლევ, თქვენ ირიბად ამ პროცესებში მონაწილეობთ, და თქვენი პასუხისმგებლობა იქნება კოლექტიური, როდესაც სულ რაღაც 2-3 კვირაში პროკურატურა მორიგი შეთითხნილი ბრალით ახალ წინასწარ პატიმრობას მოითხოვს ჩემს მიმართ.

წინასწარ გეუბნებით, ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას. ამას ვამბობ მე წინასწარ, თქვენი გადაწყვეტილებაც ვიცოდი წინასწარ , ისევე როგორც ვიცი, რომ 2 ან 3 კვირაში ლოტოტრონით შერჩეული მოსამართლე დააკმაყოფილებს პროკურატურის მორიგ შუამდგომლობას. ამ განცხადების საფუძველს კი მაძლევს ერთი გარემოება _ ჩემი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაბამისად ჩემი გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოსთან არც მაშინ ჰქონია კავშირი, არც დღეს აკავშირებს რაიმე, არც მაშინ ექნება, როდესაც საპატიმროს დავტოვებ. ეს არის მწარე რეალობა, რომელიც პროკურატურასთან ერთად სამწუხაროდ სასამართლომაც შექმნა. ამიტომაც გახდა სასამართლო ირიბად ამ ფარსის მონაწილე.

ფაქტი კი ერთია - დღეს, პირადად ივანიშვილის დავალებით პროკურატურა ემზადება, რომ კონსტიტუცია, რომელიც არის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი, შეურაცხყოს!"- ნათქვამია უგულავას განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ