საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოხოცეს" - ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია
"მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოხოცეს" - ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია

ეს შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია თბი­ლის­ში 1992 წლის 3 მარტს დატ­რი­ალ­და, თუმ­ცა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რის სა­საფ­ლა­ოს­თან ამო­წყვე­ტი­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს ყვე­ლა გა­ურ­ბო­და.

თო­რა­ძე­ე­ბი ვე­რა­ზე, სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ. მშობ­ლებს 10 შვი­ლი ჰყავ­დათ, ხუთი ვაჟი და ხუთი გო­გო­ნა. ბი­ჭე­ბი უბან­ში გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­დნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, "მხედ­რი­ონს" და­უ­პი­რის­პირ­დნენ - თო­რა­ძე­ებ­მა უარი თქვეს იმ კა­ნო­ნებ­ზე, რომ­ლი­თაც "მხედ­რი­ო­ნი" კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობ­და. ით­ქვა ისიც, რომ თო­რა­ძე­ე­ბი­სა და "მხედ­რი­ო­ნის" და­ზა­ვე­ბას "კა­ნო­ნი­ე­რი" ქურ­დი" პა­ა­ტა ჩლა­ი­ძე ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ.

1992 წლის თე­ბერ­ვალ­ში ძმებ თო­რა­ძე­ებს (ლა­შას, კა­ხა­სა და იმე­დოს) და მათ მე­გო­ბარს, ვინ­მე გე­ლას, "მხედ­რი­ონ­მა" ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ძმე­ბი და­იჭრ­ნენ, მათი მე­გო­ბა­რი კი და­ი­ღუ­პა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მა­მამ, ზაურ თო­რა­ძემ და იზო ქურ­ხუ­ლი-თო­რა­ძემ, ლაშა ექიმ­თან ჭრი­ლო­ბის გა­და­სახ­ვე­ვად წა­იყ­ვა­ნეს. თო­რა­ძე­ე­ბი ექი­მის­გან შინ კუთ­ვნი­ლი თეთ­რი "ვაზ 21-07" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც ვე­რის სა­საფ­ლა­ოს­თან თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის სა­მი­ვე წევ­რი ჩა­ცხრი­ლეს. ამის შემ­დეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა თავ­დამ­სხმე­ლებ­მა თო­რა­ძე­ე­ბის სახ­ლს ალყა შე­მო­არ­ტყეს.

ოჯახ­ში დარ­ჩე­ნილ მა­მა­კა­ცებს მე­ზო­ბელ­თან მი­აგ­ნეს, სა­დაც ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა. მათ ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით და­ცხრი­ლეს იმე­დო და კახა თო­რა­ძე­ე­ბი.

ამ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას სხვებ­თან ერ­თად შე­ეს­წრო თო­რა­ძე­ე­ბის მცი­რე­წლო­ვა­ნი და თა­მუ­ნა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს.

ტრა­გე­დი­ის დღეს თო­რა­ძე­ე­ბის უფ­რო­სი შვი­ლი, ზაზა თო­რა­ძე, შინ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. იგი დი­ლით გა­ვი­და სახ­ლი­დან და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს. ორი წლის შემ­დეგ კი 17 წლის პა­ა­ტა თო­რა­ძეც გა­უ­ჩი­ნარ­და.

ამ დრომ­დე დუმ­და სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რი თა­მარ თო­რა­ძე, რო­მელ­მაც "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ვე­რის სა­საფ­ლა­ოს­თან მა­მა­ჩე­მის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან, სა­დაც ჩემი ძმა და დედა-მამა ის­ხდნენ, პო­ლი­ცი­ის პი­კეტს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რომ­ლის დრო­საც და­ი­ღუ­პა ორი შვი­ლის მამა, ვინ­მე ბი­ბი­ლა­უ­რი თუ ბი­ბი­ლუ­რი, ხოლო სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლით, დედა, მამა და ძმა ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­ნი იქ­ნენ. არა­და, მამა მან­ქა­ნა­ში არა­თუ ია­რაღს, არა­მედ და­ნა­საც არ იქო­ნი­ებ­და, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უკ­რძა­ლავ­და შვი­ლებ­საც. ოფი­ცი­ა­ლურ­მა ვერ­სი­ამ ასე­ვე და­მა­ლა, რომ დე­დას სა­კონ­ტრო­ლოდ სა­ხე­ში ეს­რო­ლეს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოხოცეს" - ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია

"მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოხოცეს" - ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია

ეს შემზარავი ტრაგედია თბილისში 1992 წლის 3 მარტს დატრიალდა, თუმცა, წლების განმავლობაში ვერის სასაფლაოსთან ამოწყვეტილი ოჯახის შესახებ საუბარს ყველა გაურბოდა.

თორაძეები ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მშობლებს 10 შვილი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ბიჭები უბანში გავლენით სარგებლობდნენ და როგორც ამბობენ, "მხედრიონს" დაუპირისპირდნენ - თორაძეებმა უარი თქვეს იმ კანონებზე, რომლითაც "მხედრიონი" კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებას ცდილობდა. ითქვა ისიც, რომ თორაძეებისა და "მხედრიონის" დაზავებას "კანონიერი" ქურდი" პაატა ჩლაიძე ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.

1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახასა და იმედოს) და მათ მეგობარს, ვინმე გელას, "მხედრიონმა" ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი კი დაიღუპა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. თორაძეები ექიმისგან შინ კუთვნილი თეთრი "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ვერის სასაფლაოსთან თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თორაძეების სახლს ალყა შემოარტყეს.

ოჯახში დარჩენილ მამაკაცებს მეზობელთან მიაგნეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები.

ამ სასტიკ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამუნა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, შინ არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ორი წლის შემდეგ კი 17 წლის პაატა თორაძეც გაუჩინარდა.

ამ დრომდე დუმდა სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ოჯახის წევრი თამარ თორაძე, რომელმაც "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- ოფიციალური ვერსიით, ვერის სასაფლაოსთან მამაჩემის ავტომობილიდან, სადაც ჩემი ძმა და დედა-მამა ისხდნენ, პოლიციის პიკეტს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის დროსაც დაიღუპა ორი შვილის მამა, ვინმე ბიბილაური თუ ბიბილური, ხოლო საპასუხო ცეცხლით, დედა, მამა და ძმა ლიკვიდირებულნი იქნენ. არადა, მამა მანქანაში არათუ იარაღს, არამედ დანასაც არ იქონიებდა, ამას კატეგორიულად უკრძალავდა შვილებსაც. ოფიციალურმა ვერსიამ ასევე დამალა, რომ დედას საკონტროლოდ სახეში ესროლეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება