პოლიტიკა
მსოფლიო

27

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ქალწულშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; წარმოების ზრდა. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?!
"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?!

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ა.წ. თე­ბარ­ვლის­თვის კი და­ა­ნონ­სა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და­ი­წყებ­და, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ამის­თვის ჯე­რაც ვერ მო­ი­ცა­ლეს. ბიზ­ნეს­მე­ნი ზუ­რაბ ფი­ლი­პია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­რი­გი მსხვერ­პლია, რო­მე­ლიც ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს, შემ­დეგ მუ­ქა­რით აი­ძუ­ლეს სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­დე­ლო­ცა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის გარ­და, მას და მის მე­უღ­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ერ­ყათ და დღემ­დე ვერ გა­მო­სუ­ლან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ზუ­რაბ ფი­ლი­პია მის ტრა­გე­დი­ა­ში ბრალს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს სდებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლომ მომ­ჩი­ვა­ნის სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ მის საქ­მე­ში "სს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი ვერ და­ი­ნა­ხა", და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი სა­მარ­თლის ძი­ე­ბას დღემ­დე აგ­რძე­ლებს.

ზუ­რაბ ფი­ლი­პია:

- შპს "და­სავ­ლეთ საქ­გაზმშე­ნი", რომ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რიც ვი­ყა­ვი, 1992 წელს შე­იქ­მნა. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა გაზ­სა­დე­ნე­ბის, ნავ­თობ­სა­დე­ნე­ბი­სა და წყალ­სა­დე­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იყო. 2005-06 წლებ­ში ვმუ­შა­ობ­დი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნე­ბის გა­ზი­ფი­კა­ცი­ა­ზე და მთავ­რო­ბა სა­დაც მე­ტყო­და, სა­მუ­შაო სა­ჩუქ­რად გაგ­ვი­კე­თეო, ვა­კე­თებ­დი. სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, მაგ. 2008 წელს, ლან­ჩხუთ­სა და ოზურ­გეთ­ში 200 000 ლა­რის სა­მუ­შაო მაქვს უფა­სოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ქუ­თა­ი­სის რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩის მო­პირ­კე­თე­ბა­ში. 2009 წელს ტენ­დერ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, გა­ვი­მარ­ჯვე და 4-5 რა­ი­ონ­ში წყალ­სა­დე­ნე­ბი, ფოთ­ში კი ბი­ნე­ბი ავა­შე­ნე ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის.

2009 წლის ივ­ლი­სი­დან და­ი­წყეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩემი და­ბა­რე­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვას მე­და­ვე­ბოდ­ნენ. ქუ­თა­ის­ში, თეთრ ხიდ­თან აშე­ნე­ბუ­ლი მქონ­და ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც მე­უღ­ლეს კერ­ძო სკო­ლა ჰქონ­და გახ­სნი­ლი. როცა ქუ­თა­ის­ში მი­დი­ო­და მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა და­მან­გრე­ვი­ნა, ბავ­შვე­ბი გა­რეთ გა­მო­მაყ­რე­ვი­ნა და თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გა­და­მა­კე­თე­ბი­ნეს, სას­ტუმ­როს გა­კე­თე­ბა უნ­დო­დათ. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა დი­მიტ­რი ჩა­ფი­ძემ პირ­და­პირ მი­თხრა, ადე­იშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს მო­უნ­დათ ეს შე­ნო­ბა და შე­მო­გით­ვა­ლეს, 10 დღე­ში დაგ­ვით­მეო. თურ­მე მი­შას­თვის სწად­დათ აპარ­ტა­მენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა. უარი ვუ­თხა­რი მე­უღ­ლის გამო, ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი იყო და მისი სკო­ლა ქუ­თა­ის­ში საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვლე­ბო­და. მას­ზე უკე­თე­სი დი­ზა­ი­ნის შე­ნო­ბა ქა­ლაქ­ში არ დგას. რაც მა­ნამ­დე მო­უ­თხო­ვი­ათ, უარი არა­ფერ­ზე მით­ქვამს, უკან არ და­მი­ხე­ვია, მაგ­რამ სკო­ლის დათ­მო­ბას არ ვა­პი­რებ­დი. ჩემი უა­რის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა. სკო­ლის შე­ნო­ბის სა­ნაც­ვლოდ, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მი­წის ნაკ­ვე­თებს, თბი­ლი­სის ბი­ნას ვთა­ვა­ზობ­დი, მაგ­რამ უარს ამ­ბობ­დნენ. მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან, ადე­იშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა მო­ვი­თხო­ვე, მაგ­რამ მი­თხრეს, აზრი არ აქვს, ასე თქვა, რად­გან გვე­ვაჭ­რე­ბა, ჩას­ვით და იქეთ შეგ­ვეხ­ვე­წე­ბაო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?!

"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?!

ხელისუფლებამ ა.წ. თებარვლისთვის კი დაანონსა, რომ სამართლიანობის აღდგენას დაიწყებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამისთვის ჯერაც ვერ მოიცალეს. ბიზნესმენი ზურაბ ფილიპია წინა ხელისუფლების მორიგი მსხვერპლია, რომელიც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ მუქარით აიძულეს საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის გადელოცა. მატერიალური და მორალური ზიანის გარდა, მას და მის მეუღლეს ჯანმრთელობის მდგომარეობაც სერიოზულად შეერყათ და დღემდე ვერ გამოსულან მდგომარეობიდან. ზურაბ ფილიპია მის ტრაგედიაში ბრალს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს სდებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მომჩივანის სარჩელი არ დააკმაყოფილა და პროკურატურამ მის საქმეში "სს დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა", დაზარალებული ბიზნესმენი სამართლის ძიებას დღემდე აგრძელებს.

ზურაბ ფილიპია:

- შპს "დასავლეთ საქგაზმშენი", რომლის გენერალური დირექტორიც ვიყავი, 1992 წელს შეიქმნა. ჩვენი ძირითადი საქმიანობა გაზსადენების, ნავთობსადენებისა და წყალსადენების მშენებლობა იყო. 2005-06 წლებში ვმუშაობდი დასავლეთ საქართველოს რაიონების გაზიფიკაციაზე და მთავრობა სადაც მეტყოდა, სამუშაო საჩუქრად გაგვიკეთეო, ვაკეთებდი. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მაგ. 2008 წელს, ლანჩხუთსა და ოზურგეთში 200 000 ლარის სამუშაო მაქვს უფასოდ ჩატარებული. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე ქუთაისის რამდენიმე ქუჩის მოპირკეთებაში. 2009 წელს ტენდერში ვმონაწილეობდი, გავიმარჯვე და 4-5 რაიონში წყალსადენები, ფოთში კი ბინები ავაშენე ლტოლვილებისთვის.

2009 წლის ივლისიდან დაიწყეს პროკურატურაში ჩემი დაბარება, გადასახადების დამალვას მედავებოდნენ. ქუთაისში, თეთრ ხიდთან აშენებული მქონდა ულამაზესი შენობა, რომელშიც მეუღლეს კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი. როცა ქუთაისში მიდიოდა მშენებლობები, ხელისუფლებამ ახლადაშენებული შენობა დამანგრევინა, ბავშვები გარეთ გამომაყრევინა და თავიანთი პროექტის მიხედვით გადამაკეთებინეს, სასტუმროს გაკეთება უნდოდათ. გამომძიებელმა დიმიტრი ჩაფიძემ პირდაპირ მითხრა, ადეიშვილსა და მერაბიშვილს მოუნდათ ეს შენობა და შემოგითვალეს, 10 დღეში დაგვითმეო. თურმე მიშასთვის სწადდათ აპარტამენტების გაკეთება. უარი ვუთხარი მეუღლის გამო, ის წარმატებული დირექტორი იყო და მისი სკოლა ქუთაისში საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა. მასზე უკეთესი დიზაინის შენობა ქალაქში არ დგას. რაც მანამდე მოუთხოვიათ, უარი არაფერზე მითქვამს, უკან არ დამიხევია, მაგრამ სკოლის დათმობას არ ვაპირებდი. ჩემი უარის შემდეგ, გადაწყვიტეს ფინანსური შემოწმება. სკოლის შენობის სანაცვლოდ, რომელიც მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული, მიწის ნაკვეთებს, თბილისის ბინას ვთავაზობდი, მაგრამ უარს ამბობდნენ. მთავარ პროკურორთან, ადეიშვილთან შეხვედრა მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, აზრი არ აქვს, ასე თქვა, რადგან გვევაჭრება, ჩასვით და იქეთ შეგვეხვეწებაო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ