პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელოტი პატარძალი და ქონებას დახარბებული ლამაზი სასიძო
მელოტი პატარძალი და ქონებას დახარბებული ლამაზი სასიძო

- ნაკ­ლი ყვე­ლას აქვს და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ! - ყვე­ლა ქალს ამ ფრა­ზით ეც­ნო­ბო­და ნო­და­რი. - ღა­რი­ბი ვარ და აშე­ნე­ბას ვერ დაგ­პირ­დე­ბი. უპატ­რო­ნოს და ობოლს არა­ვინ წა­მაშ­ვე­ლა ხელი, თო­რემ პრე­ზი­დენ­ტად თუ არა, მი­ნის­ტრად მა­ინც ვი­ვარ­გებ­დი...

- კი! - შე­ა­წყვე­ტი­ნა ნე­ლიმ. - ლა­პა­რა­კის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სწო­რედ სა­მი­ნის­ტრო კაცი ბრძან­დე­ბით...

- დამ­ცი­ნით?! - ეწყი­ნა კაცს.

- არა... რა­ტომ?!. - აი­ჩე­ჩა მხრე­ბი ქალ­მა. - ენა და ლო­გი­კა არ და­გე­წუ­ნე­ბათ...

მათ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით იპო­ვეს ერ­თმა­ნე­თი...

ნო­დარს, რა თქმა უნდა, არ გა­უმ­ხე­ლია, რომ ზარ­მა­ცი იყო, მაგ­რამ ჭამა-სმა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. არც ის უთ­ქვამს ქა­ლის­თვის, რომ მისი უქ­ნა­რო­ბით თავ­მო­ბეზ­რე­ბულ­მა მა­მამ მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა მის დებ­ზე გა­და­უ­ფორ­მა და ფაქ­ტობ­რი­ვად, უსახ­ლკა­როდ და­ტო­ვა. მა­ნაც დაჰ­კრა ფეხი და წა­მო­ვი­და ქა­ლაქ­ში:

- ჩემი გა­რეგ­ნო­ბის პატ­რონს რო­მე­ლი ქალი და­მიდ­გე­ბა წინ... ჩა­ვე­სი­ძე­ბი მდი­დარ ოჯახს და ვი­ცხოვ­რებ მე­ფუ­რად. ტყუ­ი­ლად არ მო­ად­გეთ ჩემს კარს, მა­ინც არ გა­გი­ღებთ და შე­მო­გიშ­ვებთ შიგო...

როცა გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებ­და, არ და­უ­მა­ლავს, რომ ღა­რი­ბი და უქო­ნე­ლი იყო:

"ვე­ძებ ქალს - ბი­ნი­ანს, შეძ­ლე­ბულს... უნაკ­ლო გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე კაცი..."

ნე­ლის თა­ვი­სი ამ­ბა­ვი ჰქონ­და. ბავ­შვო­ბა­ში არც მას ჰქო­ნია უზ­რუნ­ვე­ლი ყოფა. ქვრი­ვი დედა ზრდი­და და ერთ ოთახ­ში შე­ყუ­ჟუ­ლებს შიმ­ში­ლიც ბვე­რი ახ­სოვ­დათ, სი­ცი­ვეც და მკბე­ნა­რის შე­მო­სე­ვაც, რა­მაც მისი ბედი სა­ბო­ლო­ო­დაც გან­სა­ზღვრა... სად იყო მის ბავ­შვო­ბა­ში ამ­დე­ნი რეკ­ლა­მა და ტი­ლებ­თან ბრძო­ლის უე­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა?! დე­დამ გო­გოს მე­ზობ­ლის­გან ნას­წავ­ლი "წა­მა­ლი" შე­ა­ზი­ლა თმა­ში - ნავთში არე­უ­ლი რა­ღაც მყრა­ლი ბა­ლა­ხის ნა­რე­ვი. ტი­ლე­ბი კი და­ი­ხოც­ნენ, მაგ­რამ ისე და­ეწ­ვა თა­ვის კანი, სულ დასცვივ­და თმა და... აღარც ამოს­ვლია მას შემ­დეგ. ნი­კე­ლი­ვით მო­უპ­რი­ალ­და თავი. ლუ­პი­თაც რომ გე­ძებ­ნათ, ერთ ბეწვს ვერ იპო­ვი­დით ვერ­სად... მთე­ლი ბავ­შვო­ბა თავ­სა­ფარ­წაკ­რულ­მა გა­ა­ტა­რა. როცა წა­მო­ი­ზარ­და, მა­მი­დებს შე­ე­ცო­დათ და პა­რი­კი უყი­დეს... ახლა პა­რი­კე­ბის მთე­ლი კო­ლექ­ცია აქვს და ის ქო­ნე­ბაც, ასე რომ იზი­დავს კა­ცებს. სტუ­დენ­ტო­ბა­ში­ვე აღ­მო­აჩ­ნდა ვაჭ­რო­ბის ნიჭი და 35 წლი­სას უკევ 3 მა­ღა­ზია აქვს სა­კუთ­რე­ბა­ში - "ტა­ვა­რი" პირ­და­პირ იტა­ლი­ი­დან და პა­რი­ზი­დან ჩა­მო­აქვს. თურ­ქულს და ჩი­ნურს რო­გორ აკად­რებს კლი­ენ­ტებს?!. მთხოვ­ნე­ლიც გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე დრო­დად­რო. როცა საქ­მე "გა­და­წყვე­ტამ­დე" მი­ვი­დო­და, მო­მა­ვალ ქმარს სი­მარ­თლეს ეუბ­ნე­ბო­და და რო­გორც კი მის მე­ლოტ თავს და­ი­ნა­ხავ­დნენ, კის­რის­ტე­ხით გარ­ბოდ­ნენ კა­ცე­ბი... ისე, არც ტყუ­ოდ­ნენ: რა­ღაც­ნა­ი­რი თავი აქვს, თით­ქოს წა­მართკუ­თხე­ბუ­ლი და უკ­ნი­დან გაბრტყე­ლე­ბუ­ლი, დიდი ზო­მი­საც...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მელოტი პატარძალი და ქონებას დახარბებული ლამაზი სასიძო

მელოტი პატარძალი და ქონებას დახარბებული ლამაზი სასიძო

- ნაკლი ყველას აქვს და გამონაკლისი არც მე ვარ! - ყველა ქალს ამ ფრაზით ეცნობოდა ნოდარი. - ღარიბი ვარ და აშენებას ვერ დაგპირდები. უპატრონოს და ობოლს არავინ წამაშველა ხელი, თორემ პრეზიდენტად თუ არა, მინისტრად მაინც ვივარგებდი...

- კი! - შეაწყვეტინა ნელიმ. - ლაპარაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ სამინისტრო კაცი ბრძანდებით...

- დამცინით?! - ეწყინა კაცს.

- არა... რატომ?!. - აიჩეჩა მხრები ქალმა. - ენა და ლოგიკა არ დაგეწუნებათ...

მათ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებებით იპოვეს ერთმანეთი...

ნოდარს, რა თქმა უნდა, არ გაუმხელია, რომ ზარმაცი იყო, მაგრამ ჭამა-სმა ძალიან უყვარდა. არც ის უთქვამს ქალისთვის, რომ მისი უქნარობით თავმობეზრებულმა მამამ მთელი თავისი ქონება მის დებზე გადაუფორმა და ფაქტობრივად, უსახლკაროდ დატოვა. მანაც დაჰკრა ფეხი და წამოვიდა ქალაქში:

- ჩემი გარეგნობის პატრონს რომელი ქალი დამიდგება წინ... ჩავესიძები მდიდარ ოჯახს და ვიცხოვრებ მეფურად. ტყუილად არ მოადგეთ ჩემს კარს, მაინც არ გაგიღებთ და შემოგიშვებთ შიგო...

როცა განცხადებას აქვეყნებდა, არ დაუმალავს, რომ ღარიბი და უქონელი იყო:

"ვეძებ ქალს - ბინიანს, შეძლებულს... უნაკლო გარეგნობის მქონე კაცი..."

ნელის თავისი ამბავი ჰქონდა. ბავშვობაში არც მას ჰქონია უზრუნველი ყოფა. ქვრივი დედა ზრდიდა და ერთ ოთახში შეყუჟულებს შიმშილიც ბვერი ახსოვდათ, სიცივეც და მკბენარის შემოსევაც, რამაც მისი ბედი საბოლოოდაც განსაზღვრა... სად იყო მის ბავშვობაში ამდენი რეკლამა და ტილებთან ბრძოლის უებარი საშუალება?! დედამ გოგოს მეზობლისგან ნასწავლი "წამალი" შეაზილა თმაში - ნავთში არეული რაღაც მყრალი ბალახის ნარევი. ტილები კი დაიხოცნენ, მაგრამ ისე დაეწვა თავის კანი, სულ დასცვივდა თმა და... აღარც ამოსვლია მას შემდეგ. ნიკელივით მოუპრიალდა თავი. ლუპითაც რომ გეძებნათ, ერთ ბეწვს ვერ იპოვიდით ვერსად... მთელი ბავშვობა თავსაფარწაკრულმა გაატარა. როცა წამოიზარდა, მამიდებს შეეცოდათ და პარიკი უყიდეს... ახლა პარიკების მთელი კოლექცია აქვს და ის ქონებაც, ასე რომ იზიდავს კაცებს. სტუდენტობაშივე აღმოაჩნდა ვაჭრობის ნიჭი და 35 წლისას უკევ 3 მაღაზია აქვს საკუთრებაში - "ტავარი" პირდაპირ იტალიიდან და პარიზიდან ჩამოაქვს. თურქულს და ჩინურს როგორ აკადრებს კლიენტებს?!. მთხოვნელიც გამოუჩნდებოდა ხოლმე დროდადრო. როცა საქმე "გადაწყვეტამდე" მივიდოდა, მომავალ ქმარს სიმართლეს ეუბნებოდა და როგორც კი მის მელოტ თავს დაინახავდნენ, კისრისტეხით გარბოდნენ კაცები... ისე, არც ტყუოდნენ: რაღაცნაირი თავი აქვს, თითქოს წამართკუთხებული და უკნიდან გაბრტყელებული, დიდი ზომისაც...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს