პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე შარაშენიძე - აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს
თორნიკე შარაშენიძე - აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის ექ­სპერტ თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძის აზ­რით, აფხა­ზე­თის გავ­ლით რკი­ნიგ­ზის გახ­სნა აზერ­ბა­ი­ჯან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გაგ­ვი­ფუ­ჭებს.

რო­გორც შა­რა­შე­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გა­ნუ­ცხა­და, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის გახ­სნა აფხა­ზე­თის გავ­ლით არის ჩვენ­თვის და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს არა­ნა­ი­რი ხე­ი­რი არ ექ­ნე­ბა.

"ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ გაგ­ვი­ფუ­ჭებს ურ­თი­ერ­თო­ბას ჩვენს პარტნი­ორ აზერ­ბა­ი­ჯან­თან, არა­ნა­ი­რად არ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში. მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ აფხა­ზე­ბი ჩას­ხდე­ბი­ან მა­ტა­რე­ბელ­ში და ჩვენ­თან გა­მო­იქ­ცე­ვი­ან თბი­ლის­ში, ეს აბ­სურ­დია. რკი­ნიგ­ზის გახ­სნა და­ეხ­მა­რე­ბა რუ­სეთს, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად კი­დევ უფრო გა­იმ­ტკი­ცოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია კავ­კა­სი­ა­ში, აა­მოქ­მე­დებს კი­დევ ერთ სარ­კი­ნიგ­ზო ხაზს, რომ­ლი­თაც და­უ­კავ­შირ­დე­ბა სომ­ხეთს, სა­დაც სამ­ხედ­რო ბაზა აქვს გან­გა­ლე­ბუ­ლი. თუ ვინ­მე მე­ტყვის, რომ ამა­ში ჩვენ­თვის რა­ი­მე პლუ­სია, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუს­მენ, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი პლუ­სე­ბი არ არის", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზე­თის გავ­ლით რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი დღეს პრა­ღა­ში, აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თორნიკე შარაშენიძე - აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს

თორნიკე შარაშენიძე - აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს

საერთაშორისო საკითხების ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს.

როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის გახსნა აფხაზეთის გავლით არის ჩვენთვის დამაზარალებელი და საქართველოს არანაირი ხეირი არ ექნება.

"ეს მხოლოდ და მხოლოდ გაგვიფუჭებს ურთიერთობას ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან, არანაირად არ დაგვეხმარება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მე ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და ჩვენთან გამოიქცევიან თბილისში, ეს აბსურდია. რკინიგზის გახსნა დაეხმარება რუსეთს, რომ რაღაცნაირად კიდევ უფრო გაიმტკიცოს თავისი პოზიცია კავკასიაში, აამოქმედებს კიდევ ერთ სარკინიგზო ხაზს, რომლითაც დაუკავშირდება სომხეთს, სადაც სამხედრო ბაზა აქვს განგალებული. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამაში ჩვენთვის რაიმე პლუსია, სიამოვნებით მოვუსმენ, მაგრამ არანაირი პლუსები არ არის", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინფორმაციით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი დღეს პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრაზე განიხილეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?