მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ტყემალაძე - ლარის კურსი ხელოვნურად არის დაცემული
ზურაბ ტყემალაძე - ლარის კურსი ხელოვნურად არის დაცემული

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს მეტი ფხა რომ გა­მო­ე­ჩი­ნა, ლა­რის კურ­სის ასეთ ვარ­დნას ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბო­და - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. ტყე­მა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ლა­რის კურ­სი ხე­ლოვ­ნუ­რად არის და­ცე­მუ­ლი და დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით იმ ნიშ­ნულ­ზე არ უნდა იყოს, რაც ბოლო დღე­ებ­ში და­ფიქ­სირ­და. დე­პუ­ტა­ტის აზ­რით, სპე­კუ­ლა­ცი­ურ მარ­ჟას აქვს ად­გი­ლი.

"ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცი­ას არ ვცვლი. მე აქამ­დეც ვსა­უბ­რობ­დი და ახ­ლაც ვამ­ბობ, რომ ეროვ­ნულ ბანკს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია თა­ვის დრო­ზე უნდა გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. მისი რე­აქ­ცია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო. მა­გა­ლი­თად, მან იან­ვრის ბო­ლოს გა­მო­ა­ცხა­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 12 თე­ბერ­ვალს, ანუ ორი კვი­რის შემ­დეგ მი­ი­ღებ­დნენ, როცა სა­ჭი­რო იყო ოპე­რა­ტი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ლა­რის კურ­სის რყე­ვას ხელს უწყობს აჟი­ო­ტა­ჟი, მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბი, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი. მაგ­რამ კურ­სი არ დად­გა სტა­ბი­ლურ ნიშ­ნულ­ზე და ამის მი­ზე­ზი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­აა.

ძა­ლი­ან კარ­გი იყო, როცა ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ერთი-ორ­ჯერ მთავ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა გა­აქ­ტი­უ­რა, თუმ­ცა შემ­დეგ ისევ გა­ე­მიჯ­ნა. რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი საკ­მა­რი­სად არ გა­მო­ი­ყე­ნა, რი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ტყე­მა­ლა­ძემ. ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძემ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მთავ­რო­ბას­თან აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს და ლა­რის კურ­სის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით ყვე­ლა ზო­მას მი­ი­ღებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­იშ­ვილ­მა დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ლა­რის კურ­სის მკვეთრ და­ცე­მა­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ზურაბ ტყემალაძე - ლარის კურსი ხელოვნურად არის დაცემული

ზურაბ ტყემალაძე - ლარის კურსი ხელოვნურად არის დაცემული

საქართველოს ეროვნულ ბანკს მეტი ფხა რომ გამოეჩინა, ლარის კურსის ასეთ ვარდნას ადგილი არ ექნებოდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა. ტყემალაძის შეფასებით, ლარის კურსი ხელოვნურად არის დაცემული და დოლართან მიმართებით იმ ნიშნულზე არ უნდა იყოს, რაც ბოლო დღეებში დაფიქსირდა. დეპუტატის აზრით, სპეკულაციურ მარჟას აქვს ადგილი.

"ლარის გაუფასურების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ ვცვლი. მე აქამდეც ვსაუბრობდი და ახლაც ვამბობ, რომ ეროვნულ ბანკს საკუთარი პოზიცია თავის დროზე უნდა გამოემჟღავნებინა. მისი რეაქცია დაგვიანებული იყო. ამის ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო. მაგალითად, მან იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 12 თებერვალს, ანუ ორი კვირის შემდეგ მიიღებდნენ, როცა საჭირო იყო ოპერატიული ჩარევა. ლარის კურსის რყევას ხელს უწყობს აჟიოტაჟი, მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის არსებული საგარეო ფაქტორები. მაგრამ კურსი არ დადგა სტაბილურ ნიშნულზე და ამის მიზეზი ეროვნული ბანკის დაგვიანებული რეაქციაა.

ძალიან კარგი იყო, როცა ეროვნულმა ბანკმა ერთი-ორჯერ მთავრობასთან მუშაობა გააქტიურა, თუმცა შემდეგ ისევ გაემიჯნა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები საკმარისად არ გამოიყენა, რითაც შეიძლებოდა დანაკლისის შევსება", - განუცხადა ჟურნალისტებს ტყემალაძემ. ზურაბ ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლებს და ლარის კურსის გამოსწორების მიზნით ყველა ზომას მიიღებს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივაიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ლარის კურსის მკვეთრ დაცემაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა